კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ცნობები შემოინახა მხოლოდ ბიბლიამ და ქართულმა ენამ

არაერთ უცხოელ მეცნიერს გამოუთქვამს ვარაუდი, რომ ქართული ენა ძალიან ახლოსაა იმ უძველეს ენასთან, რომელზეც საუბრობდა კაცობრიობა ცივილიზაციის გარიჟრაჟზე. ამიტომ, ქართული ენის საფუძვლიანი შესწავლა, დიდად დაეხმარება მეცნიერებს არაერთი ლინგვისტური თუ სხვა საკითხების გადაწყვეტისას. დიდი მეცნიერი ნიკო მარი წერდა: „ვიკადრებ თქმას, რომ დღეს იქნება თუ ხვალ, ქართული ენის შეუსწავლებლად და მის აღმოჩენილ საშუალებათა გაუცნობლად, კაცობრიობის ვერცერთი კულტურული საკითხი ვერ გადაიჭრება”.

ქართველი მოღვაწეებიც ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ქართულ ენას და ფიქრობდნენ, რომ მასში დიდი ცოდნაა შენახული. საქართველო იოანე ზოსიმეს „ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაის” მიხედვით, არის ქრისტეს უსაყვარლესი მეგობარი ლაზარე, რომელმაც თავისი სიკვდილით სწამა უფლისათვის (დაამტკიცა ქრისტეს მაცხოვრობა), ხოლო ქართული ენა არის ღვთის ენა, რომლითაც ღმერთი ამხელს – განსჯის კაცობრიობას. იოანე ზოსიმეს მიხედვით, ქართულ ენაში იმალება უამრავი საიდუმლო, რომელთა გასხსნითაც ბევრი რამ გაირკვევა კაცობრიობის ისტორიაში. მან ჯერ კიდევ მეცხრე საუკუნეში დაწერა: „ყოველი საიდუმლოი ამას ენასა შინა დამარხულ არს”. 

მართლაც, საინტერესოა, რომ მრავალი ამოუხსნელი მოვლენა და საიდუმლო ქართული ენის მეშვეობით აიხსნება. მაგალითად: მხოლოდ ქართული ენით აიხსნება თუ რატომ უკორტნის პრომეთეს (ქართული მითოსის ამირანს) არწივი ღვიძლს და არა გულს. ღვიძლი ხომ, ღვიძილის, სიფხიზლის სინონიმია ქართულში (ზვიად გამსახურდია).

მკვლევრების მიხედვით, მხოლოდ ბიბლიამ და ქართულმა ენამ შემოინახა ებრაელთა ეთნარქის (თუ ტომის) შუამდინარულ ქალაქ ურიდან გამოსვლის ცნობა. ჩვენ ხომ მათ ურიებს (ჰურიებს) ვუწოდებთ.

ქართულ ენაში სიკვდილს ჰქვია გარდაცვალება (მდგომარეობის ცვლილება).

კაცობრიობის ისტორიაში რამდენიმე მოვლენაა, რომელიც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ადამიანისათვის. ერთ-ერთი ასეთია ერთი ღმერთის, დამბადებლის შეცნობა. ასევე, უფლის განკაცება. მერე კი მრწამსის განსაზღვრა ახალი აღთქმის მიმდევრებისთვის.

ახლა დავაკვირდეთ, როგორ იყო გამჟღავნებული ეს საიდუმლოებანი ქართულ ენაში უძველესი დროიდან, როცა ის სხვა ხალხებისათვის არ გახლდათ ცნობილი.

ქართულად უფალს ჰქვია ღმერთი.  სიტყვაში – ღმერთი გამოირჩევა რიცხვითი ნიშანი – ერთი. „სამეცნიერო ლიტერატურაში ღმერთი – „უფალი” ფუძეში ერთი (რიცხვითი ნიშანი) პირველად გამოყო თ. ჟორდანიამ; მან ღმ-ღმერთის სემანტიკის შემცველ ფუძედ მიიჩნია.

ალექსი ჭინჭარაულის აზრით, ღმერთ- ფუძე მომდინარეობს უერთ/ხუერთ-ფორმიდან – ერთის აღმატებითი ხარისხიდან („გელათის მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალში”): ხუერთი>ღუერთი>ღვერთი>ღმერთი”. (ტარიელ ფუტკარაძე, ქართველები, გვ. 167).

ესე იგი ქართულმა ენამ უფლის აღმნიშვნელ სიტყვაში – ღ მ ე რ თ ი, გამოხატა აბსოლუტის შინაარსი, მონოთეიზმის, ერთი ღმერთის ცოდნის საიდუმლო. ანუ, ამ საიდუმლოს ქართველები ფლობდნენ ჯერ კიდევ მაშინ, როცა კაცობრიობა წარმართი იყო.

ჩვენი მხრიდან კიდევ ორიოდე მნიშვნელოვან მაგალითს დავამატებთ, რომელსაც კარგა ხანია, მივაგენით:

მხოლოდ ქართულ ენას შეუძლია, ახსნას ეს განსაკუთრებულად უმნიშვნელოვანესი მოვლენა კაცობრიობის ისტორიაში, კაცობრიობისა და უფლის ურთიერთობის ისტორიაში – მაცხოვრის შობა. დაიბადა ძველქართულად არის – იშვა (იშუა).  

მაცხოვრის კაცობრიული სახელი ქართულად არის იესო (ძველქართულად იესუ). ასე უწოდეს მას შობის, განკაცების ჟამს დედამიწაზე. იესო ძველებრაულ-არამეულად გამოითქმის როგორც იეშუა. ქართულად დაახლოებით ასე დაიწერება: იეშუა, ეშუა, იშუა. 

ლაბიალური ვ და უ ფონემების მსგავსება ცხადია, მით უმეტეს, ამ შემთხვევაში, როცა უ და ვ მოსდევს ხმოვანს – იშვა და იშუა. აქ ვ თანხმოვანი უ ხმოვნის თანხმოვნითი ვარიანტია. მით უმეტეს, ძველებრაულ-არამეულად სიტყვაში იეშუა, უ ბრჯგუ (უმარცვლო) ჩანს (თუნდაც არ იყოს უმარცვლო). საერთოქართული ძირი იქნება შვ (უ – ბრჯგუ, უმარცვლო უ). ე კი ამ სიტყვაში მოკლე ჩანს, ან სულაც შეიძლება, იკარგებოდეს.

მაშასადამე, ქართული ენით მაცხოვრის სახელი პირდაპირ მიუთითებს რომ ი შ ვ ა იგი, უფალი. ამასთან, იგი, უფალი შეეძინა ღვთისმშობელს, კაცობრიობას – ეშვა (ეშუა).

ძველებრაული ვარიანტი, რომლისგანაც არის ნაწარმოები იეშუა, დაახლოებით ასე გამოითქმის: იეჰოშუა. ეს გამოთქმა უკავშირდება ძველი აღთქმის ღმერთს, იაჰვეს, რომელიც უნდა გამოითქმოდეს იეჰოუა, მერე ეჰოშუა (აკაკი გელოვანი, რელიგიურ ტერმინთა ლექსიკონი, თბილისი 1990, გვ. 74) და ნიშნავს – იაჰვე მხსნელია.

იაჰვე მხსნელია, აბსოლუტია, რომელმაც კაცობრიობას მოუვლინა მესია – მხსნელი, მისივე ძე, მისივე ერთარსი.

ქართული ენით კიდევ სხვა საიდუმლო იხსნება – თუ ვინ შვა უფალი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა: იეჰოუა+შუა > იეჰოშუა = იაჰვემ შვა (ქართული შინაარსი – იაჰვეს შობილი).

მრწამსის მიხედვით, იესო ქრისტე არის „ძე ღვთისა მხოლოდშობილი, მამისგან შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა. ნათელი ნათლისაგან, ღმერთი ჭეშმარიტი ღვთისაგან ჭეშმარიტისა, შობილი და არა ქმნილი, ერთარსი მამისა, რომლისაგან ყოველი შეიქმნა”. შობილი ნაწარმოებია სიტყვიდან შვა (შობა).

ამგვარად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კაცობრიობისა და შეიძლება ითქვას, სამყაროს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უმნიშვნელოვანესი მოვლენის – უფლის განკაცების საიდუმლო გამჟღავნებულია ქართულ ენაში. ასევე ქართულ ენაში გამხელილია მრწამსისეული ცოდნა – დოგმატი.

შემთხვევით არ წერდა იოანე ზოსიმე:

„დამარხულ არს ენაი ქართული დღედმდე მეორედ მოსვლისა მისისა საწამებელად, რაითა ყოველსა ენასა ღმერთმან ამხილოს ამით ენითა”.

ამ სიტყვებით გამოხატულია ქართული კაცის პროფეტული რწმენა იმისა, რომ მისი ენა, ანუ მისი ხალხი, მისი ქვეყანა მეორედ მოსვლამდე, კაცობრიული დროის დასასრულამდე იქნება შენახული, „რაითა ყოველსა ენასა, ღმერთმან ამხილოს ამით ენითა”.

„ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი” ესქატოლოგიური მოლოდინით განმსჭვალული ნაწარმოებია (ზ. კიკნაძე). ქრისტიანული ესქატოლოგიის მიხედვით, მომავლის კატაკლიზმების დროს მრავალი ერი დაიღუპება, ზოგი კი გადარჩება. ავტორი, იოანე ზოსიმე ამჟღავნებს პროფეტულ ოპტიმიზმს, რომ ქართველი ერი გადარჩება, იარსებებს მეორედ მოსვლამდე (ზვიად  გამსახურდია).

ქართველის კაცის ამ რწმენას განამტკიცებენ არამარტო ქართველი წმიდა მამები. არაერთ უცხოელ წმიდა მამას გამოუთქვამს აზრი იმის შესახებ, რომ ივერია განსაკუთრებული ქვეყანაა და მას განსაკუთრებულად მფარველობს უფალი. 

გიორგი მახობეშვილი 

скачать dle 11.3