კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
სექტემბერი 2017 (162)
აგვისტო 2017 (212)
ივლისი 2017 (233)
ივნისი 2017 (265)
მაისი 2017 (216)
აპრილი 2017 (220)

ადვოკატი გირჩევთ

კითხვა: ჩემი შვილი იმყოფება სასჯელაღსრულების ერთ-ერთ დაწესებულებაში. ხანმოკლე პაემანზე მისულს მითხრეს, რომ დაწესებულების დირექტორის განკარგულებით, მას აეკრძალა ხანმოკლე პაემნის უფლება გადაძახილის გამო, რასაც, როგორც გავიგე, რეალურად ადგილი არ ჰქონია. როგორ მოვიქცე? საჩივრდება თუ არა დაწესებულების დირექტორის ეს უკანონო განკარგულება და, თუ საჩივრდება, რა ვადაში?  

პასუხი: გაცნობებთ, რომ მსჯავრდებულისთვის კუთვნილი ხანმოკლე პაემნის აკრძალვა წარმოადგენს ადმინისტრაციული სახდელის ერთ-ერთ სახეს.   ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულების გადაცემიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, ერთჯერადად გაასაჩივროს სასამართლოში მის მიმართ გამოყენებული დისციპლინური სახდელი, თუმცა, გასაჩივრება არ აჩერებს დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულების აღსრულებას.

კითხვა: დაახლოებით 26 წელია, ვეწევი სამეცნიერო პედაგოგიურ მოღვაწეობას. რამდენიმე თვეში მიწევს საპენსიო ასაკი. მაინტერესებს, მეცნიერთა საპენსიო უზრუნველყოფა განსხვავდება თუ არა ჩვეულებრივ მოქალაქეთა პენსიისაგან?

პასუხი: გაცნობებთ, რომ მეცნიერებისთვის კანონი ითვალისწინებს დამატებით სოციალურ გარანტიებს, მათ შორის, მეცნიერს ასაკის გამო დანიშნული პენსია, თუ მისი მუშაობის საერთო სტაჟი 25 წელია, გაეზრდება პენსიაში გასვლის წინ მისი თვიური თანამდებობრივი სარგოს 80 პროცენტამდე. ამასთან, მეცნიერს პენსიაში გასვლისას მიეცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება 2 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.

კითხვა: შესაძლებელია თუ არა საქართველოში პირს  მიესაჯოს უვადო თავისუფლების აღკვეთა ნარკოტიკული საშუალების შენახვისთვის?

პასუხი: გაცნობებთ, რომ, დღეს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, პირს შეიძლება უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოს მხოლოდ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შენახვისთვის, ან, როდესაც შენახვა ხორციელდება ორგანიზებული ჯგუფის მიერ და დადასტურდება პირის ორგანიზებული ჯგუფის წევრობა. 

კითხვა: ვარ ბრალდებული ერთ-ერთი დანაშაულის ფაქტზე, რომელიც სინამდვილეში არ ჩამიდენია. ბრალი წამიყენეს მას შემდეგ, რაც ჩატარდა ამოცნობა. სულ ვიყავით სამი ამოსაცნობი პირი. ამოცნობის დროს არ მყავდა ადვოკატი. გამომძიებელმა მითხრა, რომ დავმდგარიყავი ამოსაცნობ პირებთან ერთად მათ შუაში. მე ვიფიქრე, რომ ამაში განსაკუთრებული არაფერი იყო  და მართლაც შუაში დავდექი, რადგან ჩემს სიმართლეში დარწმუნებული ვიყავი. ჩემთვის მოულოდნელად ამომცნობმა ხელი პირდაპირ მე დამადო და ბრალიც იქვე წამიყენეს.  როგორ მოვიქცე და რა ეშველება ჩემს საქმეს?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ საგამოძიებო მოქმედების – ამოცნობის ჩატარებას აქვს თავისი წესები და აუცილებელი პირობები. თუ ამოცნობა კანონის დარღვევით არის ჩატარებული ეს არის საფუძველი იმისა, რომ დაუშვებლად იქნეს ცნობილი და ამოირიცხოს მტკიცებულებათა ნუსხიდან. ჩატარებული ამოცნობა დაუშვებელი მტკიცებულებაა, თუ ამომცნობი მიუთითებს ისეთ ნიშან-თვისებებზე, რომლებიც საკმარისი არ არის ამოსაცნობი ობიექტის იდენტიფიკაციისათვის, ან თუ ამომცნობს მიანიშნეს ამოსაცნობ ობიექტზე. მოცემულ შემთხვევაში, როდესაც გამომძიებლმა ამოცნობის დროს მიგითითათ ადგილი, სადაც უნდა დამდგარიყავით, შესაძლებელია, ჩაითვალოს ერთგვარ მინიშნებად და აუცილებლად უნდა დააყენოთ სასამართლოში ჩატარებული ამოცნობის დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის საკითხი.

скачать dle 11.3