კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2017 (118)
სექტემბერი 2017 (262)
აგვისტო 2017 (212)
ივლისი 2017 (233)
ივნისი 2017 (265)
მაისი 2017 (216)

რჩევები ავტომოყვარულებს

კითხვა: შეიცვალა თუ არა რაიმე მინების დამუქებასთან დაკავშირებით და რამდენი პროცენტითაა მინის დამუქება დასაშვები?

პასუხი: დამუქებასთან დაკავშირებით, რამდენჯერმე შეიცვალა კანონი. თავიდან, ოდნავ დამუქებასაც კი კრძალავდნენ. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც მინის დამუქებაზე საუბრობენ და არა გამტარიანობაზე. აპარატი ზომავს სხივის გამტარიანობას და არა იმას, თუ რამდენად დამუქებულია მინა. ჩვენთან, წინა გვერდით მინებზე 40 პროცენტია დასაშვები, ხოლო უკანა გვერდითი მინების დამუქება 75 პროცენტითაა შესაძლებელი. უკანა საქარე მინის დამუქებასთან დაკავშირებით კი, შეზღუდვები დაწესებული არ არის. 

კითხვა: მყავს ავტომობილი „ფოლკსვაგენ ჯეტა”. დაუზინადა ავტომატური მართვის კოლოფი, რომელიც მინდა, შევუცვალო და მექანიკურზე გადავიყვანო. შესაძლებელია თუ არა ეს? 

პასუხი: როცა ავტომატური გადაცემათა კოლოფიდან მექანიკურზე ხდება გადასვლა, მარტო კოლოფი არ იცვლება, ეგრეთ წოდებული „ცეპლენიის” სატერფულის (პედლის) დამატებაც სჭირდება. რა თქმა უნდა, შესაძლებელია, ავტომატური კოლოფის, მექანიკურით ჩანაცვლება, თუმცა მარტივი ნამდვილად არ არის. იმ შემთხვევაში, თუ გადააკეთებთ მას, ეკონომიას მიიღებთ საწვავის მხრივ. ასევე, ფაქტობრივად, ზეთის გამოცვლაც აღარ მოგიწევთ, რადგან მექანიკურ გადაცემათა კოლოფში 1,5-დან 3 ლიტრამდე ზეთი ჩადის, ხოლო ავტომატურში – 8-დან 12 ლიტრმდე. 

კითხვა: რომელი „ჯიპის“ ყიდვას მირჩევთ ქალაქის პირობებში: „ნისან ჯუკის”, „ქაშქაის” თუ „ტოიოტა რავ 4-ს”?

პასუხი: უპირველეს ყოვლისა, ეს თქვენს გემოვნებასა და ფინანსებზეა დამოკიდებული. მეორე მხარეა გამძლეობა. ამ თვალსაზრისით, „ტოიოტა“ ერთ-ერთი ყველაზე გამძლე ავტომობილია. თუმცა, ახალ მანქანას რომ იძენენ, გამძლეობას ნაკლებად აქცევენ ყურადღებას, რადგან ოთხწლიანი გარანტია მოჰყვება. თუ მეორად ავტომობილს ყიდულობთ, უნდა გაითვალისწინოთ, რომ მანქანასთან ერთად, მის პრობლემებსაც იძენთ. ამიტომ, აუცილებელია, შეძენემადე ხელოსანთან მიიყვანოთ. 

კითხვა: მინდა, შევიძინო „ტოიოტა რავ 4”, რამდენად მარტივია მისი მოვლა საქართველოს პირობებში?

პასუხი: იაპონური ავტომობილები გამძლე და საკმაოდ ადვილი მოსავლელია, თუმცა მათ შორისაც, გამძლეობით გამოირჩევა „ჰონდა” და „ტოიოტა”. თუ ახალი „რავ 4-ის” ყიდვას აპირებთ, არანაირი პრობლემა არ გექნებათ მოვლასთან დაკავშირებით. ძველის ყიდვის შემთხვევაში კი, მანქანა აუცილებლად უნდა მიიყვანოთ ისეთ ხელოსანთან, რომელიც დაადგენს: აქვს თუ არა ავტომობილს სათუნუქე სამუშაოები ჩატარებული და ან დეფორმაცია თუ განუცდია. ასევე, უნდა იცოდეთ, ვის ხელშია ნამყოფი მანქანა. მეორადი ავტომობილის ყიდვა ნიშნავს, რომ მის პრობლემებსაც იძენთ. 

скачать dle 11.3