კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ეცხადებოდა არქიმანდრიტი ვიტალი სულიერ შვილებს ძილში და რა სასწაულის მხილველები გახდნენ მის საფლავზე ადამიანები

„ნუ დაივიწყებთ, რომ მფარველი ანგელოზი თქვენ გვერდითაა, როდესაც თავს იმდაბლებთ, შეინანებთ, სიკეთეში გულმოდგინებთ, ზრახვებს აღიარებთ, ფხიზლობთ, ყველას შეუნდობთ, გიყვართ, საკუთარ თავს ცოდვილად მიიჩნევთ, სხვას კი – ღირსეულად და წმიდანად. მაშინ ღვთის ანგელოზები თქვენთან არიან“. „თუ გეყვარებათ, არც მწუხარება შემოგაწვებათ, არც გულგატეხილობა და სევდა-ნაღველი. უფალი ყველასთან მშვიდობით ცხოვრებას გვასწავლიდა, ამბობდა: „უმჯობესია, საქმე გაფუჭდეს, ვიდრე მშვიდობა დაირღვეს,“ – ეს სიტყვები სქემარქიმანდრიტ ვიტალის (სიდორენკო) ეკუთვნის, რომელიც წლების განმავლობაში ქართველ ხალხს ნუგეშად, სიყვარულისა და სიკეთის მქადაგებლად მოევლინა. ის ჩვენს ქვეყანაში მომხდარი ყველა განსაცდელის დროს ხალხის გვერდით იყო და შეეწეოდა. ამის არაერთი მაგალითია აღწერილი წიგნში „სქემარქიმანდრიტ ვიტალის (სიდორენკო) ცხოვრება“.

„შეიარაღებული კონფლიქტის დროს დიდუბის სარკინიგზო სადგურის ახლოს იდგა ასაფეთქებელი ნივთიერებებით სავსე ვაგონი, რომელიც სამხედრო რაკეტების სამიზნე გახლდათ. ხალხი საკუთარი სახლიდან შიშით და პანიკით გარბოდა. როდესაც აფეთქება დაიწყო, მამა ვიტალიმ ღვთისმშობლის ხატი აიღო და ორი მონაზვნისა და მღვდლის თანხლებით, წავიდა ქუჩის ბოლოს, მაღალ, ღია ადგილას, საიდანაც ნათლად ჩანდა სროლების საშინელი სურათი. გვერდით მდგომებს მან იესოს ლოცვის წარმოთქმა დაავალა, მეტი სიტყვა არ უნდა დასცდენოდათ. თავად მაღლა ასწია ხატი. ძლივს ასწრებდა, ჯვარი გადაესახა სასიკვდილო ჭურვებისთვის, რომლებიც ჰაერში ფეთქდებოდა დასახლებიდან მოშორებით ისე, რომ ადამიანებს ზიანს არ აყენებდა. 

მონაზონი ანა: ერთი რაკეტა პირდაპირ ჩვენკენ მოფრინავდა, მისი ზუზუნი მესმოდა კიდეც. მაგრამ ისიც ჰაერში აფეთქდა ისე, რომ ჩვენამდე არ მოუღწევია...

„სოხუმის ომის დროს სოხუმის მცხოვრებთ ურჩევდა, თავიანთი სატკივარი სქემარქიმანდრიტ სერაფიმეს (რომანცოვის) საფლავზე მიეტანათ და მოეთხროთ ბერისთვის ისე, როგორც ცოცხლისთვის. თუ მასთან მისვლას ვერ შეძლებდნენ, შეწევნა გონებით ეთხოვათ. სასიკვდილო საფრთხის წინაშე მყოფნი აკურთხა, რომ ყოველდღე ეკითხათ 26-ე, 50-ე, 90-ე ფსალმუნები. აგრეთვე, 100-ჯერ ეთქვათ გულში იესოს ლოცვა. ვინც ასე მოიქცა, გადარჩა თვითონაც და მისი ოჯახიც. ერთ სულიერ შვილს მამა ვიტალი ძილში მანტიითა და ფსკვნილით გამოეცხადა. შემოიარა მისი სოხუმის სახლი და უთხრა: „მე ვიცავ აქაურობას, ნუ გეშინიათ“. ის სახლი არც სროლებს დაუზიანებია და არც გაუძარცვავთ. როდესაც ძმათა შორის სისხლისღვრა დაიწყო, ის ღამით ქვაზე მდგომი ლოცულობდა, უფალს ივერიის გადარჩენას ევედრებოდა. თვითონ ამ დროს მდუმარების ხვედრი იტვირთა: საჭმელზე თავს იკავებდა, მხოლოდ პურსა და წყალს იღებდა. ზოგჯერ ამაზეც უარს ამბობდა...”

მამა ვიტალის არც ცხოვრება იყო ჩვეულებრივი და არც მისი გარდაცვალება. სიკეთით, სიყვარულით სავსე არქიმანდრიტი გარდაცვალების შემდეგაც ნუგეშს აძლევს მის საფლავთან მუხლმოდრეკილ ადამიანებს. ცოტა ხნის წინ მის საფლავთან ნუგეშის მისაღებად მისულები სასწაულის მხილველნი გახდნენ. ამ სასწაულის ამსახველი ფოტომასალაც არსებობს. ერთ-ერთი თინიკო გარაყანიძეა, რომელიც ჩვენი დიდი თხოვნის შემდეგ,  ამ ისტორიის მოყოლაზე დაგვთანხმდა. 

თინიკო გარაყანიძე: როგორც დღეს ბევრ ადამიანს, მეც მქონდა გარკვეული პრობლემები, რომელთა მოგვარებასაც დიდი ხნის განმავლობაში ვერ ვახერხებდი. გადავწყვიტე, საკუთარი დაბადების დღე განსხვავებულად გამეტარებინა და ეკლესიები მომელოცა. ბოლოს ვიყავი მამა ვიტალის საფლავზე. მითხრეს: წმიდა ნიკოლოზის დაუჯდომელი წაიკითხეო. დავიწყე კითხვა და უცბად ხალხმა ჩოჩქოლი, ხმამაღლა საუბარი დაიწყო. ერთი მიმართულებით იყურებოდნენ, ხელს იშვერდნენ, ფოტოს იღებდნენ. მივხვდი, რაღაც სასწაულის მხილველი გახდა ეს ხალხი. ღმერთს შევთხოვე: ღმერთო, თუ ვარ ღირსი, მეც შევძლო ამის ნახვა-მეთქი. ეკლესიის ეზოში ერთ-ერთ სანათს, რომელსაც ეს ადამიანები უყურებდნენ, ფოტოს უღებდნენ. მეც გადავუღე ფოტო. სანათის შიგნით კარგად ჩანს მამა ვიტალის სახე. ამის მერე რომ შევხედე სანათს, უკვე თვალისთვისაც ხილული გახდა. ჩემთან ერთად დაახლოებით 15 კაცი იყო და ყველამ დაინახა ეს სასწაული – მამა ვიტალის მოღიმარი სახე. ისეთივე როგორც ფოტოებიდან გვახსოვს, სანათის შიგნით ჩანდა. ყველამ ერთად აღიარა, რომ ეს მამა ვიტალის სახე იყო. რა თქმა უნდა, ძალიან ავღელდი. განვაგრძე დაუჯდომელის კითხვა. ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ, როდესაც სახლში დავბრუნდი, პრობლემა, რომელიც წლების განმავლობაში მაწუხებდა და შეიძლება ითქვას, მოუგვარებელ პრობლემად იქცა, იმ საღამოსვე  მოგვარდა. 

„როცა ჩემთან ხართ, ნურაფერი გადარდებთ“, – ეუბნებოდა მამა ვიტალი თავის სულიერ შვილებს. მართლაც მის გვერდით სული არაჩვეუელბრივ სიხარულსა და სიმსუბუქეს გრძნობდა, ისეთივეს, როგორსაც აღდგომის დღესასწაულზე”. მისი სულიერი შვილები გვიამბობდნენ: „მამა ვიტალისთან მიმავალს უამრავი სამწუხარი მიგაქვს, მაგრამ როგორც კი მიხვალ, ვერაფრის თქმას ვერ ასწრებ. სული ერთბაშად გიმსუბუქდება, ყველაფერი ცუდი ისე გავიწყდება, თითქოს არც ყოფილა“. „ძნელია, სიტყვით გადმოსცე ის მადლი, რომელსაც მამა ვიტალის ლოცვით ვიღებთ. ეს იყო განსაკუთრებული სიმყუდროვე სულისა, განახლებული, განმტკიცებული რწმენა და სინანულიანი ლოცვითი მდგომარეობა”. 

რადგანაც ღვთისთვის სათნო ყველა საქმე კაცთა მოდგმის მტრის სიძულვილს იწვევს, მამა ვიტალისაც გამოეცხადა ერთხელ ბოროტი და უთხრა: „აღაპისთვის მე შურს ვიძიებ შენზე“. სქემიღუმენია სერაფიმა: „ერთ დროს მამა ვიტალის მოსახსენებლიდან შლიდნენ, ტაძარში არ იხსენიებდნენ, ერეტიკოსად მიიჩნევდნენ, ხარისხის ჩამორთმევაც უნდოდათ, მაგრამ ღვთისმსახურებიდან გადაყენებული არასდროს ყოფილა. მამა ვიტალი ხატებთან დგებოდა და ცრემლებით ლოცულობდა: „დედა ღვთისმშობელო, ერეტიკოსი არ ვარ“. მღვდელი პავლე კოსაჩი: „მას გამუდმებით ესხმოდნენ თავს, სხვა მის ადგილას უბრალოდ გაგიჟდებოდა. თავზარდაცემული ვიყავი მისი მოთმინებით, მოკრძალებითა და თავმდაბლობით. სხვა მის ადგილას აფეთქდებოდა, დაიყვირებდა, მაგრამ ის ასე არასდროს იქცეოდა“. ერთხელ, გულახდილ საუბარში თავის სულიერ შვილთან, რომელიც შემდეგში ეპისკოპოსი გახდა, მამა ვიტალიმ თქვა: „ჩემზე ამბობენ, რომ ჯადოქარი ვარ, რომ კერპივით თაყვანს მცემენ, რომ მყავს ბავშვები, რომლებსაც ჩვილობის ასაკში ვმარხავ, რომ ვნათლავ და ვუგალობ მიცვალებულებს, რომ ველაქუცები მღვდელმთავარს და პირფერი ვარ“. ის ამას ღიმილით ამბობდა და შემდეგ ღრმა მწუხარებით დაუმატებდა: „ჩემს ადგილას ვერც ერთი თქვენთაგანი ერთ საათსაც ვერ იცოცხლებდა”. ასეთ მწუხარებას დაატარებდა ის, ითმენდა დამცირებასა და ცილისწამებას. მისი სიყვარული იფარავდა ადამიანებს და მიუტევებდა მათ ადამიანურ ნაკლოვანებებს, რის გამოც შემდეგში თვით მისი მტრებიც კი მასში უფლის ჭეშმარიტ მონასა და მოსაგრეს ხედავდნენ. მამა ვიტალის თბილისში ცხოვრების პერიოდი აღსავსე იყო მწუხარებითა და უდიდესი სულიერი ნუგეშისცემით. თუმცა, ის ყოველივეს, რის გადატანაც უწევდა, ღვთისგან ბოძებულად იღებდა და ჰმადლობდა შემოქმედს. ის თბილისიდან სულიერ შვილებს წერილს წერდა, სადაც ბოლოს მიაწერდა „წმიდა თბილისო, თაყვანს გცემთ“. 

 

скачать dle 11.3