კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის აფუჭებენ ყველაფერს ქალები, მამაკაცების აზრით და როდის ჰგონია ზოგიერთ კაცს სერიოზული ურთიერთობა ტანჯვა და წამება

თეიკო (36 წლის): რამდენიმე შეყვარებული მყავდა... ჩვეულებრივი შეყვარებული და არა „ბოიფრენდი“. საქმე ერთად ცხოვრებამდე მათთან არ მისულა. იმიტომ არა, რომ ამ ტიპის ურთიერთობა ჩემთვის მიუღებელია. უბრალოდ, შეიძლება, არასაკმარისად მიყვარდა. ისინიც ფრთხებოდნენ, როცა ქორწინებაზე, ოჯახსა და შვილებზე ვიწყებდი ლაპარაკს. მე კი ნერვები მეშლებოდა.

 

– ნერვები საკუთარ თავზე გეშლებოდათ?

– საკუთარ თავზეც და იმათზეც. რატომ შევიყვარე ასეთი დებილი-მეთქი, ვფიქრობდი და ვბრაზობდი. მიკვირდა, კაცის მხრიდან ასეთი უაზრო და სულელური შიში – ფობია. მითხარით, როგორ უნდა მქონოდა მათ მიმართ ნდობა, თუნდაც ელემენტარული... დიახ, დავდიოდით ერთად, ვსეირნობდით და კაფეშიც შევდიოდით... ბევრს ვლაპარაკობდით. ერთთან თითქმის ძალიან გასერიოზულდა ურთიერთობა – თითქმის-მეთქი, იმიტომ ვამბობ, რომ ლამის დავრწმუნდი: ეს ის არის, ვინც მჭირდება-მეთქი. მოკლედ, რესტორანში ვიყავით. ჩემი დაბადების დღე იყო. ვუთხარი, წარმომიდგენია, ქმრის ამპლუაში როგორ დაბადების დღეს გადამიხდი-მეთქი. ცოტათი ვიხუმრე, მაგრამ ის ამას ვერ მიხვდა და ისეთი საცოდავი სანახავი შეიქმნა, დავიწვი მისი უბედურებით. ზოგადად, ვერ ვიტან ასეთ მომენტებს. ისიც, რომ თავს ნაძირალად გრძნობს და ცდილობს, ეს არ შეიმჩნიოს და რაღაც დოზით – შენც. იმიტომ რომ, იმის გაკეთებას აიძულებ, რაც არ უნდა.

– ვერ მივხვდი, რისი თქმა გინდათ.

– გეტყვით. უფრო სწორად, ვცდილობ, აგიხსნგათ. ჩემი ეს შეყვარებული ნორმალურ მამაკაცს ჰგავდა. ამან შემიყვანა შეცდომაში.

– ნორმალურს ჰგავდა, რას ნიშნავს?

– კაცს რომ დაქორწინების ხსენებაზე აჟრიალებს, ის ნორმალურია? როგორც კი გრძნობდნენ, რომ სერიოზული ურთიერთობა მინდოდა, ეგრევე ამუხრუჭებდნენ და უკანმოუხედავად გარბოდნენ. მე არცერთს არ გავტირებივარ და არც გავკიდებივარ... თუმცა, გული ძალიან მწყდებოდა. თან მიკვირდა, თუ ადამიანი გიყვარს, მასთან ყოფნა ხომ უნდა გინდოდეს?! რა არის ამაში არანორმალური?

– ზოგიერთ მამაკაცს ქორწინება აფრთხობს. თუმცა, მერე ეს ფობია გაუვლით ხოლმე.

– ესე იგი, მე „მძიმე ავადმყოფები“ მხვდებოდნენ. სულ ფრთხებოდნენ და ფრთხებოდნენ... ისეთი გამომეტყველებით მეუბნებოდნენ, უნდა დავშორდეთო, რომ ლამის იქით ვუხდიდი ბოდიშს, რომ მათთან ვიყავი. საერთოდ, ძალიან მაინტერესებს, რატომ დაკარგეს ამ კაცებმა ღირსება, ვაჟკაცობა და სიამაყე. რატომ არ შეუძლიათ, დააფასონ საკუთარი მამაკაცობა და აიღონ პასუხისმგებლობა. ქორწინებაც ხომ პასუხისმგებლობაა, თანაც ორმხრივი. როცა იღრიჯებიან – რა კარგად ვართ, ქორწინება რაღა საჭიროაო; რატომ ხართ ქალები ყველანი ერთნაირები; რატომ აფუჭებთ ყველაზე იდეალურ ურთიერთობასაცო... გავგიჟდი... აღარ მინდა ამდენი იმედგაცრუება. ვერ ვხვდები, რატომ არიან მამაკაცები დარწმუნებულები იმაში, რომ ქალები ყველაფერს ვაფუჭებთ, ან რას ვაფუჭებთ, იქნებ ამიხსნან.

– ქმარი ხომ გყავთ?

– მყავს. მაგრამ ეს ის ურთიერთობა არ არის, რომელზეც მიოცნებია და მნდომებია. იცით, უკვე რამდენჯერ მითხრა, რომ რაღაც მომენტში აგრესია აქვს ჩემზე?!

– რატომ? ანუ, რატომ აქვს აგრესია, ამას არ აკონკრეტებს?

– როგორ არა. შენ თავიდანვე გქონდა გათვლა, რომ შემიყვარდებოდი და ცოლად მოგიყვანდიო. რა უნდა ვუპასუხო ამაზე?! თურმე დანაშაული ყოფილა ქორწილზე, თეთრ კაბასა და ქალურ ბედნიერებაზე ოცნება. მართლა ვერ ვხვდები, ეს რატომ უნდა ყოფილიყო მისთვის გამაგიჟებელი.

– როცა კაცი თავიდანვე გარკვევით ამბობს, რომ არ უნდა ქორწინება?!

– იცით, რაშია საქმე? – ნებისმიერი ურთიერთობა პასუხისმგებლობას გულისხმობს. როცა ორი წლის განმავლობაში ხვდები ქალს. მის გვერდით ხარ ყველგან და ყოველთვის, რა უნდა იფიქროს იმ ქალმა?

– ფიქრის დონეზე რატომ უნდა გადაგეწყვიტათ. საუბარი ხომ ჯობდა?

– გვისაუბრია კიდეც. როცა მე ვლაპარაკობდი ქორწინებაზე და ჩვენს საერთო მომავალზე, ჩუმად იყო. ახლა კი წამომაძახა – რა მექნა, მთელი თვე ტვინს მიბურღავდი, მიმტკიცებდი, რომ ქორწინებაა ჩემი ცხოვრების მიზანი... ჩემს მაგივრად ფიქრობდი და აზროვნებდი და გადაწყვეტილებაც ჩემ მაგივრად მიიღე. დაიწყე მსუბუქი მინიშნებებით და ბოლოს აქტიურად შემომიტიე, ჩიხში შემიყვანე და გასაქანი აღარ მომეცი. შენი პრინციპი თავიდანვე იყო: სად წავა... შევუყვარდები და დაქორწინდება, აბა, რას იზამსო. რატომ ფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ადვილად და მალე დამავიწყდება. ზოგჯერ გიყურებ და ნერვები ისე მეშლება, მზად ვარ, პირველივე შემხვედრთან გიღალატოო. ამ განცხადებამ შოკში ჩამაგდო. გამოვიდა – მე იერიში მივიტანე მასზე და გასაქანი აღარ მივეცი, სანამ ცოლად არ მომიყვანა. იცით, ეს როგორი შეურაცხმყოფელია?! თავს ძალიან დამცირებულად ვგრძნობ. სერიოზული ურთიერთობა ჩემთან, ქმრისთვის ტანჯვაა და წამება.

– იქნებ, ასე იმიტომ ფიქრობს, რომ თქვენ მისი რომელიღაც კომპლექსი გაამწვავეთ.

– რომელი კომპლექსი, რას ამბობთ?! თუ კომპლექსები ჰქონდა და ნორმალური არ იყო, ურთიერთობას რაღატომ იწყებდა ჩემთან?! ვაიძულე, რომ ჩემთან პაემანზე ერბინა?! საჩუქრები რომ მოჰქონდა და იმის განცდას მგვრიდა, ამ ადამიანს ვუყვარვარ-მეთქი, ეს ნორმალური იყო? თუ თვითონ თავს მოტყუებულად გრძნობს, მეც არ ვარ უკეთეს მდგომარეობაში. მე ჩემი „ბიოლოგიური“ საათი მაქვს, რომელიც დროს „მითვლის“ და მიანგარიშებს...

– რას გიანგარიშებთ და გითვლით?!

– ყველა ქალს აქვს მოთხოვნილება, გახდეს დედა და მე ამაში კრიმინალს ვერ ვხედავ. ვერც ისეთ პრობლემას, რომელმაც მამაკაცი უნდა გადარიოს. მით უმეტეს, შეყვარებული მამაკაცი...

– ესე იგი, არ ჰყვარებიხართ.

– ფაქტი სახეზეა – დღეს ის ჩემი ქმარია და მიმტკიცებს, რომ ძალიანაც ვუყუვარდი, სანამ  ცოლად მოყვანას ვაიძულებდი. ძალიან უცნაური სიყვარულია, ხომ მართალი ვარ? თავიდანვე ხომ მიხვდა, უწესო და შემთხვევითი კავშირების მომხრე რომ არ ვიყავი. ორი წელი ცოტა დრო არ არის იმისთვის, რომ ადამიანი გაიცნო... გამიოცებია, მაგრამ ძალიან ცუდად.

– როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი ერთად ცხოვრება თუ გაშორებას გეგმავთ?

– არა. არ უნდა გაშორება. მითხრა ეს, მაგრამ ისიც ამიხსნა, რომ თავისუფლებას ვერ შევუზღუდავ. ამისი უფლება არ მაქვს, რადგან პირადი ცხოვრება წავართვი. მითხარით, რაზე ველაპარაკო კიდევ? ახლა მხოლოდ უნდა ვინერვიულო...

– რომ გიღალატებთ?

– მარტო ეგ არა. იმიტომ, რომ ჩემთან თავს კარგად არ გრძნობს; რომ თვალი გაქცევაზე უჭირავს; რომ კომპლექსები აქვს... მოკლედ, ბევრი „რომ“ დაგროვდა. ცუდი კიდევ ის არის, რომ პატარა გოგო არ ვარ. შვილიც უნდა გავაჩინო და ასეთ არასტაბილურ სიტუაციაში გადაწყვეტილების მიღება ძალიან მიჭირს... მარტო არ დავრჩე ბავშვით ხელში.

скачать dle 11.3