კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ ესწრებოდა ლოს-ანჯელესში ქეთა თოფურიას მშობიარობას და რა ამბავი განიცადა ამ დროს ყველაზე მეტად

რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი ქეთა თოფურია დედა გახდა.  ჟურნალი „თბილისელები“ ულოცავს მას დედობას და უსურვებს ჯანმრთელობას, ბედნიერებას და კიდევ უფრო მეტ წარმატებას, მის პატარა ოჯახთან ერთად.

ბოლო ინტერვიუში, ქეთამ გვითხრა, რომ  მშობიარობა რუსეთში უნდოდა და ეს გადაწყვეტილი ჰქონდა, მაგრამ ქმარმა დაიყოლია და ორსულობის ბოლო პერიოდი ლოს-ანჯელესში მეუღლესთან, ბიზნესმენ ლევ გეიხმანთან ერთად გაატარა. მის გვერდით იყო დედაც, ქალბატონი ნატა.

ქეთას ორსულობაზე რუსული მედია აქტიურად წერდა. მის ამერიკაში გამგზავრებასა და მშობიარობაზეც დაიწერა და ისიც, რომ ლოს-ანჯელესის  ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კლინიკაში იმშობიარა. კლინიკაში მშობიარობა დაახლოებით 30 ათასი დოლარი ღირს და ამ კლინიკის პაციენტები იყვნენ: მადონა, ბრიტნი სპირსი, კიმ კარდაშიანი და ასე შემდეგ.

ჩვენ ქეთას ამერიკაში, 16 ივნისს, მშობიარობიდან დაახლოვებით ოთხ საათში დავურეკეთ და მივულოცეთ პატარას დაბადება. რადგან ის ძალიან დაღლილი იყო, დეტალები დედას, ქალბატონ ნატას გამოვკითხეთ.

ნატა: მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ, რომ ქეთას, ეს უბედნიერესი დღე მიულოცეთ და ჩვენი სიხარული გაიზიარეთ. თუმცა, ახლა ძალიან დაღლილია ემოციით და მე მოგიყვებით მის ამბებს. სხვათა შორის, ერთ-ერთ რუსულ გამოცემას აქვს ქეთას ჩაწერის ექსკლუზივი, მაგრამ პროდიუსერს გადაურეკა და უთხრა, მართალია, ექსკლუზივს რუსულ გამოცემას ვაძლევ, მაგრამ საქართველოდან დამირეკეს და ამათ უარს ვერ ვეტყვიო. 

– რამხელა დაიბადა ბავშვი და როგორ გრძნობენ თავს ახალშობილი და მისი დედიკო?

–  ბავშვი 3 კილო და 60 გრამი დაიბადა, 52 სანტიმეტრია სიმაღლეში. ალივია დაარქვეს და ლივს დავუძახებთო, ასე ამბობენ ქეთა და ლევი. მშობიარობამ კარგად ჩაიარა, გართულებების გარეშე. ქეთამ ბუნებრივად იმშობიარა, რძეც აქვს. 

– ქმარი მშობირობას დაესწრო?

– საკმაოდ კარგი კლინიკაა, სადაც ქეთამ იმშობიარა. აქ იცით, როგორ ხდება? პალატაში სადაც მშობიარეა, აქვეა სამშობიარო ბლოკი და მე და ლევიც აქ ვიყავით, როცა პატარა ალივია დაიბადა. თუმცა, მე ვეღარ გავუძელი და გამოვედი. მამამისი კი ვაჟკაცურად იდგა. ქეთას ხომ რუსეთში უნდოდა მშობიარობა, ჰოდა, ლევი სულ ეუბნებოდა,  ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი შვილი საუკეთესო პირობებში მოევლინოს ქვეყანასო. ასე რომ, მართლაც, არჩევანი საუკეთესო კლინიკაზე გააკეთა. ქეთამ, ლოს-ანჯელესის დროით, 20 საათსა და 20 წუთზე იმშობიარა.

– ვის ჰგავს პატარა?

– რომ დავხედე, მამას მივამსგავსე, მაგრამ ზუსტად ვიცი, შეიცვლება და საბოლოო ჯამში, ვის ემსგავსება, ჯერ ამაზე ლაპარაკი ადრეა. მთავარია,  ჯანმრთელი, კარგი გოგოა და ყველანი გაგვახარა. ალბათ, სამ დღეში გაგვწერენ კლინიკიდან.

– ქეთას რა რეაქცია ჰქონდა, როცა ალივია ამ ქვეყანას მოევლინა?

– ქეთა გადარეულია, არ იშორებს ბავშვს გვერდიდან. მეორე ოთახშიც კი არ გააყვანინა. ტკიპასავით მიკრული ჰყავს (იცინის). 

– ამბობენ, რომ კლინიკა, სადაც ქეთამ იმშობიარა, საკმაოდ ძვირად ღირებულია. საიტებზე დაიწერა კიდეც, რომ მშობირობა 30 ათასი დოლარი დაჯდაო.

– საკმაოდ მაღალი დონის სამშობიაროა და ჰოლივუდის ბევრი ვარსკვლავი გახდა აქ დედა. მაგრამ, რა ჯდება მშობიარობა, ნამდვილად ვერ გეტყვით. ლევმა დაფარა ყველა ხარჯი და სიმართლე გითხრათ, არც კი მიკითხავს. აქ ძიძას, ექიმს, მომსახურე პერსონალს ყველას სათითაოდ უხდიან ფულს. ჩვენ ჰოლივუდში ვცხოვრობთ და  ლოს-ანჯელესში ეს საუკეთესო სამშობიაროა. ამ სამშობიროში რუსული შოუ-ბიზნესიდან ალსუმაც იმშობიარა. 

– რამდენ ხანს დარჩებით ამერიკაში? 

– ქეთა და ბავშვი აგვისტოს ბოლომდე დარჩებიან ამერიკაში. მერე კი, მოსკოვში დაბრუნდებიან. ქეთამ, მშობიარობამდე რამდენიმე დღით ადრე, გაიგო თბილისის ტრაგედია და ისე ნერვიულობდა, ვაწყნარებდით. ვეუბნებოდით, გადმოერთე შვილზე. ვუშლიდით, ნუღარ ათვალიერებ სურათებს სოციალურ ქსელშიო. მართლა ძალიან ინერვიულა და განიცადა. ამბობდა, ზოოპარკში სულ დავყავდი მამას, ყველა კუთხე-კუნჭული ვიცოდი და ეს რა ხდება, როგორ განადგურდა, რამდენი ლამაზი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა ამ სტიქიამო. 

– როდის ვიხილავთ პატარა ალივიას ფოტოებს სოციალურ ქსელში?

– ქეთი წინააღმდეგია შვილის ფოტოების სოციალურ ქსელში დადებაზე. არც რუსული მედიისთვის მიუცია ფოტოები. ამბობს, ჯერ ახალდაბადებულია, ცოტა რომ მოკოკროჭინდება და მოიზრდება, გავიპრანჭებით, გადავიღებთ სურათებს და გაჩვენებთო. მხოლოდ პატარა ფექუნებზე გადაუღო ფოტო და ის დადო თავის საიტზე. თავად მითხრა, „თბილისელებს“ პირველს მივცემ ბავშვის სურათებსო. ასე რომ, ექსკლუზივი თქვენი იქნება.

– დიდი მადლობა, და კიდევ ერთხელ გილოცავთ!  

 

P.S. პრიმადონა ალა პუგაჩოვა ერთ-ერთი პირველი გახლდათ, რომელმაც ქართველ მომღერალს დედობა მიულოცა. ის თავის გვერდზე წერს: „მთელი გულით ვულოცავ ქეთას და ლევს გოგონას დაბადებას! ვაშა!

скачать dle 11.3