კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ არის ქართველი მხატვარი და პიანისტი, რომლის ნამუშევრები მაიამისა და ნიუ-იორკის ცნობილ გალერეებშია გამოფენილი და რომელი ქვეყნების კოლექციონერები ყიდულობენ მათ

მეგი რომი (Megi Rome) – ნიჭიერი, ემოციური და საქართველოზე საოცრად შეყვარებული ქალბატონია. მხატვარი, მუსიკოსი, რომლის ნიჭიერება დიდი ხანია, ბევრი ქვეყნის საზღვარს გასცდა. მიუხედავად იმისა, რომ ქალბატონი მეგი დიდი ხანია, ისრაელში ცხოვრობს, მას საქართველოსთან, სადაც დაიბადა და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცხოვრობდა, სულიერი კავშირი არასდროს გაუწყვეტია. მისი ნახატები ძალიან ბევრ ქვეყანაში იყიდება და იფინება, თუმცა, ქალბატონ მეგის ყველაზე მეტად საქართველოში ჩამოსვლა და თავისი ნამუშევრების ქართველი საზოგადოებისთვის გაცნობა სურს. 

მეგი რომი: დედა თბილისშია დაბადებული, მამა – ცხინვალში, თუმცა პატარაობიდან თბილისში ცხოვრობდა. მე მათი პირველი შვილი ვარ – მეგი პაპისმედოვი. 3 წლის ვიყავი, ხატვა რომ დავიწყე. პირველად ფული დავხატე და ისე ჰგავდა ნამდვილ ფულს, რომ მისით რამის ყიდვა შეიძლებოდა. სკოლაში სწავლისას, ვძერწავდი ციყვებს, სხვადასხვა რაღაცას და მეგობრებს ვჩუქნიდი ხოლმე. ზოგადად, ჩემს ოჯახში ძალიან უყვარდათ ხელოვნება. დავდიოდით სპექტაკლებზე, კონცერტებზე და მუდმივად ამ ლამაზ სამყაროში ვტრიალებდი. 8 წლისამ დავიწყე პიანინოზე დაკვრა. მუსიკა და ხატვა ჩემს ცხოვრებაში პარალელურად შემოიჭრა. თუმცა, იყო პერიოდები, როდესაც  ხან ერთი იყო უფრო აქტიური და ხან – მეორე. 

– როდის გადავიდა თქვენი ოჯახი ისრაელში საცხოვრებლად? 

– ჩემი წინაპრები მამაჩემის მხრიდან, ებრაელი რაბინები იყვნენ, თან ძალიან ცნობილები. მამის დედა, ძმა და და ისრაელში წავიდნენ წლების წინ და მამამ მათ გარეშე ვერ გაძლო. ასე ჩამოვედით ჩვენც ისრაელში, მაშინ 11 წლის ვიყავი და არ მესმოდა, რატომ უნდა დამეტოვებინა სკოლა, მეგობრები და წავსულიყავი იმ ქვეყანაში, რომლის ენაც კი არ ვიცოდი. მშობლებსაც ძალიან გაუჭირდათ სხვა ქვეყანაში, უცხო  გარემოში ცხოვრება. ბევრი სირთულე შეგვხვდა. საბოლოოდ კი, ისრაელი ჩვენს მეორე სამშობლოდ გადაიქცა. მე ძალიან მალე ვისწავლე ებრაული ენა, შევეგუე აქაურობას. თუმცა, გავიდა წლები და მივხვდი, როგორ მყვარებია საქართველო. ეს განსაკუთრებით 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიისას ვიგრძენი. სულ ტელევიზორთან ვიჯექი, ვტიროდი, განვიცდიდი. მაშინ მივხვდი, თუ რა დიდი ყოფილა საქართველოსადმი ჩემი სიყვარული. 

– როგორ განვითარდა ისრაელში თქვენი კარიერა?

– დავამთავრე მუსიკალური სასწავლებელი. ვუკრავდი და გამოვდიოდი კამერულ ორკესტრებთან ერთად. გარდა ამისა, დავწერე მასალა სკოლის ბავშვებისთვის – ეს არის მეთოდი, რომელმაც ბევრი პრიზი დაიმსახურა და აქ ბავშვებს მუსიკას მისი დახმარებით დღემდე ასწავლიან. ხატვაში გარკვეული პერიოდის განმავლობაში დიდი პაუზა მქონდა. ერთ დღეს ზიგმუნდ ფროიდის შვილიშვილის, დიდი მხატვარის, ლუსიან ფროიდის გამოფენაზე ვიყავი თელ-ავივში, რომელიც ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა. ჩემზე იმხელა შთაბეჭდილება მოახდინა მისმა ნახატებმა, რომ დავბრუნდი სახლში და მიუხედავად იმისა, რომ უკვე ღამე იყო, მთელი ღამის განმავლობაში ვხატავდი. ასე, წლების შემდეგ დავუბრუნდი ხატვას. ჯერ ვხატავდი საქართველოს პეიზაჟებს – ისე, როგორც მახსოვდა. შემდეგ ნელ-ნელა საკუთარი სტილის ძიება დავიწყე. მინდოდა, ჩემი ჟანრი მეპოვა. საკუთარ თავს კითხვებს ვუსვამდი, ამოცანებს ვუსახავდი: რა მინდა, რა გამოვთქვა, რატომ ვხატავ, რა არის ამ ყველაფრის სიღრმეში? რაც მთავარია, მინდოდა, მუსიკისა და ხატვის შერწყმით გამომემუშავებინა ერთი სტილი. მინდოდა, ჩემი ორი სიყვარული, მუსიკა და ხატვა შეხვედროდა ერთმანეთს ისევე, როგორც საქართველო და ისრაელი. ჩემს ერთ ნახატს ჰქვია „პარალელური ხაზების შეხვედრა“. მასზე გამოსახულია მატარებლის ორი რელსი, რელსებზე კი მუსიკალური ნოტები ბახის მუსიკიდან. საქართველო და ისრაელი ერთმანეთს გეოგრაფიულად და ფიზიკურად ვერ ხვდებიან, მაგრამ ჩემს გულში ისინი ერთმანეთს შეხვდნენ, ისევე, როგორც ხატვა და მუსიკა. სხვათა შორის, ეს ნახატი დღეს მაიამის გალერეაშია. 

 – რა იყო  პირველი, რამაც ისრაელში წარმატება მოგიტანათ? როგორც ვიცი, ძალიან უყვართ ისრაელში თქვენი ხელოვნება. 

– თავიდან ჯგუფურ გამოფენებში ვმონაწილეობდი. პირველი გამოფენა თელავივში მქონდა დიდი ხნის წინ. ძალიან კარგად ჩაიარა. მას შემდეგ იყო სხვადასხვა გამოფენა. ამერიკაში გაიმართა ინტერნეტ-გამოფენა. ყველა ქვეყნიდან ამოირჩიეს ერთი ხელოვანი და მისი ნახატები გამოფინეს თაიმ სქვერზე, დიდ ეკრანზე. ეს იყო თანამედროვე გამოფენა. ისრაელიდან მე ვიყავი წარდგენილი. თაიმ სქვერზე, სადაც ბევრი ხალხი იყო შეკრებილი, დიდ განათებულ  ეკრანზე ონლაინ შეგეძლო, თვალყურის დევნება გამოფენისთვის. ეს არის ახალი ეპოქის გამოფენა – პირველი პრეცედენტი, რომელმაც ძალიან კარგად ჩაიარა. ყველაფერს საკუთარი თვალით ვუყურებდი. გამოხმაურებაც ძალიან კარგი იყო. მაიამიშიც არის ერთი გალერეა, სადაც ჩემი ნახატებია გამოფენილი. გამოფენა მქონდა დავიდ გერშტეინთან ერთად, რომლის შემოქმედებასაც მთელი მსოფლიო იცნობს. მაიამიზე არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოფენა – „მაიამი-ბაზელ“, სადაც ნახატები იფინება ამერიკიდან, ევროპიდან. გამოფენა ხან მაიამიზეა, ხან ბაზელზე და იქაც იყო ჩემი ნახატები გამოფენილი. აქ  მთელი მსოფლიოდან მოდიან მხატვრები, რომ თავიანთი ნახატები გამოფინონ. აქ იმართება ყველაზე დიდი აუქციონები, ისევე, როგორც ნიუ-იორკში. ჩემს ნახატებს, ძირითადად, კოლექციონერები ყიდულობენ. ისინი თვალს გადევნებენ, აინტერესებთ – რას ქმნი, რა მიმართულებით მიდიხარ. შესაბამისად, კოლექციონერები სხვადასხვა ქვეყნიდან არიან.  ამიტომ, ხშირად არც კი ვიცი, სად არის ჩემი ნახატები – ხელიდან ხელში გადადის, იფანტება. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია. მე განსაკუთრებით მიყვარს ქართული ინტელიგენცია. მათ წინაშე გამოსვლა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. აშდოტში ცოტა ხნის წინ იყო ქალთა საერთაშორისო დღე. აშდოტის მერის მოადგილეა ბატონი მოსე ბოთერაშვილი. მან მთხოვა, ეს საღამო წამეყვანა. რა თქმა უნდა, სიამოვნებით დავთანხმდი. მე და ჩემმა მეგობარმა, რიკი ჰენმა ჩამოვაყალიბეთ დუეტი – „კომედი შოუ“. დავწერეთ სკეტჩები და ამ საღამოზე გამოვედით კომედი შოუთი. იხალისა ხალხმა. ზოგადად, ქართულ საღამოებზე ყოველთვის სიამოვნებით გამოვდივარ. ვუკრავ, ვასრულებ ნაწარმოებებს – მუსიკა ხომ სიყვარულს ყველაზე კარგად გამოხატავს. მე მხოლოდ არ ვხატავ. გავაკეთე მეტრონომის ინსტალაცია – კონსტრუქცია, რომელსაც ოთხი მხარე აქვს, როგორც სკულპტურას. ერთ მხარეს საათია, მეორე მხარეს – მეტრონომი, მესამეზე – ქვიშის საათი. ანუ, მე მინდა რიტმული კავშირი გამოვხატო მუსიკასა და ხატვას შორის. ბახის პრელუდია ამოვარჩიე, ჩავწერე საკუთარი შესრულებით და ეს შევიდა ინსტრუქციის შიგნით. შემდეგ გამოფენაზე წავიღე და იქ უკრავდა მეტრონომი. საინტერესო გამოვიდა. ამით მინდოდა მეთქვა, რომ ყველას ცხოვრებაშია მეტრონომი, რომელიც გვაკავებს, გვიჭერს, მაგრამ, მეორე მხრივ, ეს ნამდვილი თავისუფლებაა. გარდა ამისა, ცოტა ხნის წინ გამოვედი სცენაზე და ჩემი ხელოვნების შესახებ  ლექცია ჩავატარე. ვუკრავდი და ირგვლივ გამოფენილი იყო ჩემი ნახატები. ეს გამოსვლა მთლიანად აერთიანებდა ჩემს შემოქმედებას, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. 

– ერთ-ერთი ამერიკული წიგნი სწორედ თქვენი ნახატით არის გაფორმებული.

– ამერიკაში ერთმა ცნობილმა პოეტმა დაწერა წიგნი. ეძებდნენ მხატვარს, რომელიც კარგად გამოხატავდა ამ პოეზიის შინაგან სამყაროს. ბოლოს ჩემამდე მოვიდნენ. ჩემს ერთ-ერთ ნახატს ჰქვია FILM NOIR  –  ეს არის კადრი მეოცე საუკუნის 40-50-იან წლებში გადაღებული შავ-თეთრი ფილმიდან, სადაც იყო: ბევრი კრიმინალი, სიყვარული. ეს კადრი ნახატად დავამუშავე და დავარქვი FILM NOIR. ძალიან მოეწონათ და შემდეგ წიგნის გარეკანისთვის გამოიყენეს. 

– თქვენი ოჯახიც გამაცანით. 

– ჩემი მეუღლე აფრიკაში მუშაობს, ერთ-ერთი კომპანიის დირექტორია. ადრე სამხედრო საქმიანობას ეწეოდა, გენერალია, წარმოშობით ფრანგი. ზუსტად ისეთი ადამიანია, როგორიც მინდოდა, რომ გვერდით მყოლოდა. მყავს სამი შვილი, ორი ვაჟი და ერთი გოგონა. ჩემი ქმარი ჩოგბურთს თამაშობდა კარგად. ბევრი პრიზი აქვს მოგებული და პატარებიც ჩოგბურთის ვარსკვლავები აღმოჩდნენ. ძალიან კარგად თამაშობენ. 

скачать dle 11.3