კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები

კითხვა: ჩემს 3 წლის გოგონას შეეყარა ქუნთრუშა. ჰქონდა მაღალი სიცხეები. მერე გაუარა და 3-4 დღეში ისევ მისცა სიცხე. ექიმის თქმით, ფილტვებში, შარდში და სისხლის საერთო ანალიზში ყველაფერი ნორმაშია, მხოლოდ როე აქვს მომატებული 25-მდე. ამიტომ, გვირჩია 10 დღეში ისევ გაუკეთეთ, ეს ქუნთრუშა ბატონებმა იცისო. დასაშვებია ასე? მეშინია ამდენი დღე სიცხე შეიძლება?

პასუხი: ამ ეტაპზე ბავშვი უპირველეს ყოვლისა, აჩვენეთ ყელ-ყურის ექიმს, რადგან ქუნთრუშის უახლოესი და ხშირი გართულებებია ჩირქოვან-ანთებითი პროცესები, მაგალითად, ხახისუკანა აბსცესი, ოტიტი, სეფსისიც კი. არის მოგვიანებითი გართულებებიც.

უნდა შეფასდეს სისხლისა და შარდის საერთო ანალიზების პასუხი; ასევე, გადაიღოთ ეკგ და გაიაროთ ყელ-ყურის ექიმის კონსულტაცია. დაავადებას ახასიათებს „შემობრუნება”, თანაც, პირვანდელზე მძიმედ. ქუნთრუშის განმეორებითი შემთხვევები იშვიათი არ არის. ქუნთრუშის მეორე ტალღა ემუქრება დასუსტებულ ბავშვებს.

კითხვა: რისი ბრალი შეიძლება იყოს თავბრუხვევა, რომელიც დამიტოვა ერთმა ძლიერმა თავბრუხვევამ? თუ ვესტიბულომეტრიით ყურის პრობლემა გამოირიცხა, საჭიროა თუ არა ტომოგრაფიის გადაღება?

პასუხი: თუ ყურის პათოლოგიები გამორიცხულია, მიმართეთ ნევროპათოლოგს, მანამდე კი გაიკეთეთ სისხლის საერთო ანალიზი და გაიკონტროლეთ არტერიული წნევა; ღირებულ გამოკვლევებს განსაზღვრავს ექიმი, თქვენთან გასაუბრებისა და გასინჯვის შემდეგ.

კითხვა: შესაძლებელია თუ არა ლოგონევროზის განკურნება, რომელიც ბავშვობაშია შეძენილი? არსებობს თუ არა რამე პრეპარატი, რომელიც მას კურნავს? ასევე, თუ შეგიძლიათ, მომწერეთ, ვის შეიძლება მივმართო (ექიმს)?

პასუხი: ლოგონევროზი (ენის ბორძიკი) არის მეტყველების რთული მოშლა, რომლის განვითარების მექანიზმი ბოლომდე არ არის გარკვეული. ლოგონევროზი რჩება როგორც მეტყველების მოშლის ძნელად სამართავი სახე. არსებობს მთელი რიგი ფაქტორებისა, რაც განსაზღვრულ როლს თამაშობს ლოგონევროზის აღმოცენებაში. ესენია: ასაკი, ცენტრალური ნერვული სისტემის მდგომარეობა, მეტყველების განვითარების ინდივიდუალური თავისებურება, გენეტიკური ფაქტორი და სხვა. დღეისათვის მკურნალობის სქემაში გამოიყენება როგორც მედიკამენტური, ისე არამედიკამენტური მკურნალობა, რომლის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად ნევროლოგის მიერ. უნდა მიმართოთ ნევროლოგსა და ლოგოპედს. 

скачать dle 11.3