კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კუპიატიცის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი

ხსენებული ხატის გამოცხადება 1182 წელს მოხდა რუსეთში, პინსკის მაზრაში.

სოფელი კუპიატიცი მდინარე იასოლნის ნაპირას მდებარეობს. ამ სოფლის მკვიდრი ერთ-ერთი ქალწული, სახელად ანა, მდინარის პირას მამის ცხვარს აძოვებდა. მოულოდნელად მან ტყეში, ხეებს შორის, მოელვარე ნათელი შეამჩნია. როდესაც ქალწული სინათლეს მიუახლოვდა, დაინახა, რომ ხეზე მცირე ზომის ჯვარი ეკიდა, რომელზეც ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამის ხატი იყო გამოსახული. გოგონამ ჯვარი ხიდან ჩამოხსნა, სიხარულით აღვსილმა თავის სახლში გადააბრძანა, დამალა და თავის ფარას დაუბრუნდა. ანამ ცხვრის მწყემსვა განაგრძო, მაგრამ, იმავე ადგილას, ტყეში კვლავ დაინახა მოელვარე ნათება. გოგონა იმავე ხესთან მივიდა და კვლავ იხილა მასზე დაკიდებული ჯვარი. ანამ ჯვარი ვერ იცნო, მას ეგონა, რომ სხვა ჯვარი იპოვა. ამიტომ, ამჯერად ის გულზე ჩამოიკიდა და სახლში აღარ წაიღო. საღამოს, როდესაც ცხვარი სახლში მირეკა, ნაპოვნი ჯვრის მამისთვის ჩვენება მოინდომა, მაგრამ, მისდა გასაოცრად, ჯვარი მკერდზე ვეღარ აღმოაჩინა. ანამ მამას უთხრა, რომ მას ამგვარი ჯვარი სხვაც ჰქონდა და პირველად ნაპოვნი ჯვრის მოსატანად გაიქცა, თუმცა, ვერც გადამალული ჯვარი იპოვა. მაშინ გოგონა მამასთან ერთად იმ ადგილისკენ გაემართა, სადაც ჯვარი ორჯერ აღმოაჩინა. როდესაც მდინარის პირას მივიდნენ, ამჯერად უკვე მამამ და შვილმა ერთად იხილეს მოელვარე ნათელი და ხეზე ჩამოკიდებული ჯვარი, რომელზეც ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი მარიამი იყო გამოსახული. მათ კვლავ ჩამოხსნეს ჯვარი ხიდან და სახლში წააბრძანეს. მეორე დღეს მამამ და მისმა ქალიშვილმა ჯვარი მოიძიეს, მაგრამ ის სახლში ვეღარ აღმოაჩინეს. ამის შემდეგ მათ მომხდარი სასწაულის შესახებ მთელ სოფელს შეატყობინეს. ხალხი მითითებული ადგილისკენ გაემართა და ამჯერად უკვე ყველამ იხილა ხეზე ჩამოკიდებული მოციმციმე ჯვარი. ამ სასწაულმა სოფლელთა გულებში კეთილი განზრახვა აღძრა და მათ ხატის გამოცხადების ადგილას ხის ეკლესია ააგეს, ხოლო ნაპოვნი ჯვარი ღვთისმშობლის გამოსახულებით, ახლად ნაკურთხ ეკლესიაში დააბრძანეს. შემდგომ ამისა, ხატი მრავალი სასწაულით გაბრწყინდა. ის განსაკუთრებით შეეწეოდა რუს ხალხს უცხო დამპრყობლებთან ბრძოლის ჟამს.

გამოხდა ხანი. მორიგი შემოსევის დროს თათრებმა კუპიატიცის ეკლესია ცეცხლს მისცეს. ჯვარი ზეციური დედოფლის გამოსახულებით ხანძრის დროს ძირს ჩამოვარდა და, ფერფლწაყრილი, დიდი ხნის განმავლობაში მიწაზე იყო დასვენებული. ერთხელ, ერთმა მგზავრმა, სახელად იოაკიმმა, ნატაძრალის ახლოს ჩაიარა და უეცრად მიწიდან ამომავალი საოცრად მოციმციმე ნათელი იხილა. იოაკიმი იმ ადგილს მიუახლოვდა, საიდანაც სინათლე სცემდა და ფერფლში დასვენებული ჯვარი იხილა. მან მომხდარის შესახებ სოფელ კუპიატიცის მკვიდრთ შეატყობინა. გახარებულმა ხალხმა სოფლის ღვთისმსახურთან ერთად მაშინვე ნატაძრალს მიაშურა. ყველამ იცნო მათ ეკლესიაში დაბრძანებული სასწაულმოქმედი ჯვარი, რომლისთვისაც ხანძარს ვერაფერი დაეკლო. დამწვარი ეკლესიის ადგილას კუპიატიცელებმა ახალი ტაძარი ააშენეს, იოაკიმი კი ეკლესიაში მნათედ დარჩა. 1629 წელს კუპიატიცის ტაძართან მამათა მონასტერი დაფუძნდა.

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი სოფელ კუპიატიცაში იყო დაბრძანებული მანამ, სანამ მონასტერი მართლმადიდებლების ხელში იმყოფებოდა, მაგრამ მეჩვიდმეტე საუკუნის მეორე ნახევარში მონასტერს ჯერ ბენედიქტელები, შემდეგ კი უნიატი (უნია – კათოლიკური და სქიზმაში მყოფი ზოგიერთი მართლმადიდებელი ეკლესიის გაერთიანება რომის პაპის მეთაურობით) ბერები დაეპატრონენ. მაშინ, 1656 წელს, მართლმადიდებლებმა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი კიევში გადააბრძანეს და წმიდა სოფიას სახელობის ტაძარში დაასვენეს. კიევში ხატის მიერ კვლავაც მრავალი სასწაული აღესრულა. ხატი მართლმადიდებელ რუსებს განსაკუთრებით შეეწეოდა პოლონელებთან ომის დროს. ღირსმა ათანასემ, ბრესტის იღუმენმა, ხატის პირი გადაიღო და ის რუსეთის მეფეს, მიხეილ თევდორეს ძეს მიართვა.

კუპიატიცის ჯვარი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის გამოსახულებით სპილენძისგან არის დამზადებული. მისი სიგრძე 2,25 გოჯია. ჯვრის ერთ გვერდზე მარადქალწული მარიამია გამოსახული, ხოლო მეორეზე – ჯვარცმა.

скачать dle 11.3