კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დავიცვათ თავი წყალდიდობის შემდეგ ეპიდემიური საფრთხისგან და როგორ მოვიხმაროთ წყალი და საკვები

 13 ივნისის წყალდიდობის შემდეგ თბილისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სტიქიური უბედურების  ადგილები, შესაძლოა, ეპიდემიის გავრცელების კერად  ქცეულიყო; თუმცა, როგორც სპეციალისტები ამბობენ,  დედაქალაქს ეს საფრთხე არ ემუქრება. რა რეკომენდაციები უნდა  დაიცვას მოსახლეობამ სტიქიური უბედურების დროს ეპიდემიის თავიდან ასაცილებლად, ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი   ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა განყოფილების უფროს სპეციალისტს, დათო ბალიაშვილს გავესაუბრეთ. 

დათო ბალიაშვილი: 13 ივნისის სტიქიის შემდეგ დედაქალაქში  ეპიდემიის გავრცელების არანაირი საფრთხე არ არსებობს. ამ წყალდიდობით გამოწვეული გადამდებ დაავადებათა გავრცელების რისკი არაფრით აღემატება ნებისმიერი წყალდიდობის დროს გამოწვეული რისკებს. ჩვენი ცენტრი მუდმივად აკონტროლებს სიტუაციას.  მოსახლეობას ჰქონდა შიში სასმელ წყალთან და დაღუპული ცხოველების  ლეშებთან დაკავშირებით. ჩვენი ინფორმაციით, ამ მხრივ საფრთხე არ არსებობს. საფრთხე ჩნდება მაშინ, როდესაც ლეში დიდი ხნის განმავლობაში რჩება გარემოში და იწყება მისი ლპობა.  ასეთ დროს ჩნდება ზოონოზური დაავადებების საფრთხე, როცა დაავადება ცხოველიდან ადამიანზე  გადადის.  ყველა აღმოჩენილი ცხოველის ლეშის დამუშავება – დამარხვა მოხდა სათანადო წესების დაცვით, ყველა მკვდარი ცხოველი იყო ჯანმრთელი.  რაც შეეხება წყალს, სასმელი წყლის დაბინძურების საფრთხე არ შექმნილა, რადგან თბილისი მარაგდება ბულაჩაურის წყალსაცავის წყლით და მდინარე ვერესთან  არანაირი შეხება არ აქვს;  ამას გარდა, არ ჰქონია ადგილი დიდ გაჟონვას – თბილისის წყალმომარაგების კომპანიას ასეთი  შემთხვევა არ აღმოუჩენია.  

– თუმცა, არსებობს ინფექციის გავრცელების რისკი, რის გამოც მოხდა  სტიქიის კერებში მომუშავე ადამიანების აცრა ტეტანუსზე.

–  ეს იყო პრევენციული  ღონისძიება. მოგეხსენებათ, ტეტანუსის დაავადება არ არის დაკავშირებული არც წყალთან, არც დაღუპულ ცხოველებთან; ეს დაავადება ადამიანისთვის საფრთხეს შეიძლება  წარმოადგენდეს იმ შემთხვევაში, თუ მას აქვს ჭრილობა, რომელიც დაბინძურდება მიწით. ამ დღეებში  დიდი რაოდენობით მოხალისეს  მოუწია მუშაობა ადგილებში, სადაც არსებობდა  რისკები, დაეზიანებინათ კანი, მიეღოთ ჭრილობა. ამის გამო, საჭირო გახდა ტეტანუსთან დაკავშირებით იმ ადამიანების აცრა, ვისაც  წყალდიდობის შემდეგ ამ ადგილებში მოუწიათ მუშაობა. ტეტანუსის წინააღმდეგ არსებობს ძლიერი და ეფექტური ვაქცინა, რომელიც არის სრულიად უსაფრთხო. ნებისმიერ შემთხვევაში, როცა ადამიანს აქვს  კანის მთლიანობის დარღვევა, რეკომენდებულია, რაც შეიძლება მალე გაიკეთოს ტეტანუსის აცრა.   

– ეპიდემიის საფრთხე მხოლოდ წყლიდან და ცხოველებისგან შეიძლება მოდიოდეს? ზოგადად რა ტიპის დაავადებების საფრთხე ჩნდება წყალდიდობის შემდეგ?

–  წყალდიდობის დროს საფრთხეების უმეტესობა დაკავშირებულია წყალთან. ჩვენს სიტუაციაში ამას, ზოოპარკში დატრიალებული მოვლენების გამო, დაემატა დაღუპული ცხოველებიც.  წყალდიდობის შემდეგ არსებობს სხვადასხვა  სახის რისკები, პათოგენები, რომლებიც წყლით გადადის; როცა დაბინძურებული წყალი შეერევა წყალ-მომარაგების სისტემას, ჩნდება ნაწლავური ინფექციების გავრცელების საფრთხე. საბედნიეროდ, ჩვენთან მსგავსი არაფერი მომხდარა. წყალდიდობების დროს არსებობს საფრთხეები, რომლებიც ჩნდება სტიქიის კერებში მწერებისა და მღრღნელების მომრავლებისგან;  მღრღნელების გამრავლებამ წყალდიდობის დროს შეიძლება  გამოიწვიოს ლეპტოსპიროზი,  თუკი მღრღნელების მიერ დაბინძურებული წყალი მოხვდა ადამიანის ორგანიზმში – ეს, ასევე, არის მონადირეების ან იმ ადამიანების დაავადება, რომლებსაც დიდი ხნის განმავლობაში უწევთ მინდორში ყოფნა და სვამენ ისეთ წყალს, რომელიც დაბინძურებულია მღრღნელებისგან. საქართველოში წყალდიდობასთან დაკავშირებული ეპიდემიის გავრცელების შემთხვევა თითქმის არ  გვქონია.  იყო    დიარეული დაავადებების გავრცელების რისკი, მაგრამ, ეპიდემიური აფეთქების შემთხვევა არ ფიქსირდება. ასევე, იყო ერთი შემთხვევა, თბილისში ეს საფრთხე წარმოიქმნა წყალმომარაგების პრობლემიდან და   დაკავშირებული იყო ამებასთან, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს ნაწლავური ინფექციები. სხვადასხვა ქვეყანაში, მაგალითად, აფრიკულ ქვეყნებში,  სადაც წყალდიდობებიც ხშირია და ეპიდემიის გავრცელების რისკიც, პრობლემას ქმნის წყლის დაჭაობება, რაც იწვევს მწერების მომრავლებას და ამ დროს კოღო ხდება  მალარიის გადამტანი – ეს არის მძიმე პარაზიტული დაავადება.  საქართველოში მალარიის შემთხვევა დიდი ხანია, არ გვქონია; შესაძლოა, დაფიქსირდა  შემოსულ ადამიანზე, თუმცა, ქვეყანაში დაავადების გადაცემის შემთხვევა ათ წელზე მეტია, არ ყოფილა. ამ მხრივ საშიშროებას არც ეს წყალდიდობა გვიქმნის. სხვადასხვა დაავადების დროს ეპიდემიის განსაზღვრება სხვადასხვაა. იმ დაავადებების შემთხვევაში, რომელიც ქვეყანაში არ არსებობს და წლების განმავლობაში მისი ერთი შემთხვევაც არ დაფიქსირებულა, მისი გამოვლენის ერთი შემთხვევაც კი ეპიდემიად მიიჩნევა. არის დაავადებათა სახეობები, რომლის ფონური დონე არის გავრცელებული და კონკრეტულ შემთხვევაში  ხდება ამ შემთხვევების რაოდენობის მკვეთრი  მატება – ესეც ეპიდემიად მიიჩნევა.  

 – რა რეკომენდაციებს მისცემთ მოსახლეობას, სტიქიური უბედურების შემდეგ როგორ დავიცვათ თავი  დაავადებების გავრცელების საფრთხისგან? 

– ფორსმაჟორულ სიტუაციაში ჰიგიენური ნორმების დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ამიტომაც, მუდმივად ხდებოდა იმ ადგილებში მომუშავეთა გაფრთხლება, რომ არაფერი მიირთვან  ჰიგიენური ნორმების დარღვევით, ხშირად დაიბანონ ხელები.  გადამდებ დაავადებათა თვალსაზრისით, ყველაზე მაღალი რისკის შემცველია სასმელი და რეკრეაციული წყლები, ამიტომ, წყალსადენში წყლის წყვეტილი მიწოდებისას, სასურველია, წყალმა იდინოს არანაკლებ 10 წუთისა და შემდეგ გამოიყენეთ სასმელად ან საკვების მოსამზადებლად. არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ სასმელად წყალი ადუღების გარეშე, თუ მის უვნებლობაში არ ხართ დარწმუნებული. ანადუღარი წყალი ვარგისია 24 საათის განმავლობაში. საკვებთან დაკავშირებული საფრთხეების შემცირების მიზნით: სასურველია, მომზადებული კერძი მიირთვათ ჯერ კიდევ ცხელი, ან, მზა  კერძი ჭამის წინ უნდა წამოადუღოთ. მომზადებული საკვების ხელახალი დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით, მზა კერძი მოათავსეთ მაცივარში. მაცივარში ცალ-ცალკე უნდა შეინახოთ უმი პროდუქტი და მზა კერძები. უმი პროდუქტი – შეხვეული ან პოლიეთილენის პარკში შენახული, ხოლო მზა კერძები – თავდახურულ ჭურჭელში. გაითვალისწინეთ, რომ ელექტროენერეგიის გათიშვის შემთხვევაში, მაცივარი არ არის საკვები პროდუქტების უსაფრთხოების გარანტი. თუ ელექტროენერგია ხანგრძლივად არ მოგეწოდებათ, შესაძლოა, თქვენი კერძების კეთილსაიმედოობა საეჭვო გახდეს. რაც შეეხება უშუალოდ დაზარალების ეპიცენტრს, იქ ყოფნისას საკვებად არ გამოიყენოთ წყალში ჩაძირული პროდუქტები. თუ გაქვთ ჭა, მისი წყლის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ სრულად ამოტუმბვისა და დეზინფექციის  შემდეგ, სასმელად და ხილ-ბოსტნეულის გასარეცხად კი გამოიყენეთ მხოლოდ გადადუღებული ან ბოთლებში დაფასოებული წყალი. დაბინძურებული ჭურჭელი გარეცხეთ (გამოხარშეთ) ან გარეცხვისთვით გამოიყენეთ საპონშემცველი საშუალებები და ეგრეთ წოდებული მათეთრებელი. ეს ყველაფერი არის პრევენციული ზომები, თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ამ ეტაზე ეპიდემიის არავითარი საფრთხე არ არსებობს.

скачать dle 11.3