კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

როგორ აპირებენ ნუცა ბუზალაძის წყალობით მისი თანაკლასელები დიდი ფულის შოვნას და ვის კაბაში მოახდინა მან ბანკეტზე ფურორი

18 წლის მომღერალი ნუცა ბუზალაძე წელს სკოლას გამოემშვიდობა. როგორც თავად ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად აცდენდა გაკვეთილებს და ერთი სული ჰქონდა, როდის დაამთავრებდა სკოლას, ახლა გული სწყდება და ნანობს, ასე რომ ფიქრობდა. რაც შეეხება ბანკეტს, ნუცამ სოციალურ ქსელში დააანონსა და ფოტოებიც დადო, რომ ლურჯ კაბაში გამოწყობილი მივიდოდა. თუმცა, თანაკლასელებს იმედები გაუცრუა და რამაზო რომას ულამაზეს, მაგრამ სულ სხვა კაბაში  ჩაცმული მივიდა. რა გეგმები აქვს ნუცას სამომავლოდ და აპირებს თუ არა უცხოეთში სწავლის გაგრძელებას, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, მომავალი ცხოვრების გზაზე კიდევ უფრო მეტი წარმატება, სიყვარული და იღბალი ვუსურვოთ ახალსკოლადამთავრებულს.

ნუცა ბუზალაძე: როცა სკოლაში შევედი, კლასში ბევრი ბავშვი ვიყავით, მერე დაგვშალეს და სხვადასხვა ჯგუფში გადაგვანაწილეს. თუმცა, რვა ბავშვი ისევ ერთად მოვხვდით და დღემდე განსაკუთრებული მეგობრობა გვაკავშირებს. იმედია, ეს დამოკიდებულება და მეგობრობა, ცხოვრების ბოლომდე გაგვყვება. სკოლაში ძალიან  ბევრს ვერთობოდი, ვიცინოდი, ვმაიმუნობდი, ვბუნტისთავობდი, და, ახლა ვხვდები, ეს ის წლებია, რომელსაც ვერასდროს დავიბრუნებ. თუმცა, სასიამოვნო მოგონებად დამრჩება. მართალია, ბოლო წლებში, განსაკუთრებით ბოლო ორი წელი, ხშირად ვაცდენდი გაკვეთილებს, მაგრამ ამას საპატიო მიზეზები ჰქონდა. სულ იმას ვამბობდი, დროზე დავამთავრო ეს სკოლა, რომ ამოვისუნთქო და აღარ ვიფიქრო საკონტროლოებსა და გამოცდებზე-მეთქი. ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, ეს ყველაფერი მიშლიდა ხელს. თუმცა, მასწავლებლები ძალიან მიწყობდნენ ხელს და ამისთვის მათ დიდი მადლობა. ახლა კი, როცა სკოლაში აღარ ვარ მისასვლელი, გული მწყდება. იმის მაგივრად, რომ გამხარებოდა სკოლის დამთვრება, გული დამწყდა. 12 წელი ცოტა არ არის, კლასელებთან ერთად, მასწავლებლებს რომ უყურებ თვალებში. ახლა კი, როცა ვაცნობიერებ, სკოლის მერხს ვეღარ მივუჯდები, ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავედი და დიდი გოგო ვარ უკვე, გული ძალიან მწყდება. 

– ადამიანისთვის ბოლო ზარი და ბანკეტი ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულად დასამახსოვრებელი ფაქტია. აი, გავა წლები და დამეთანხმები. 

– წლების მერე როგორ გამახსენედება, არ ვიცი, მაგრამ ბოლო ზარს ჩემთვის უფრო მეტი ემოცია და დატვირთვა ახლდა, ვიდრე ბანკეტს. ბოლო ზარისთვის გამორჩეულად ვემზადებოდი, ბანკეტისთვის კი, ისე სწრაფად მოვემზადე, მეც გაოგნებული დავრჩი (იცინის). ვიცი, რომ გოგონები საბანკეტო მზადებას თვეობით ადრე იწყებენ, მე კი ეს საკითხი ორ დღეში მოვაგვარ-გადავწყვიტე. ბოლო ზარის თეთრ პერანგზე იმდენი წარწერა, სურვილი და თბილი სიტყვა შემომრჩა, ამას ცხოვრების ბოლომდე შევინახავ. ჩემი კლასელები მეუბნებოდნენ, შენი სახელი და გვარი გარკვევით დაგვაწერე, იქნებ მომავალში ამით ბევრი ფული ვიშოვოთო (იცინის).

– ეს რას ნიშნავს? როგორ აპირებენ ბოლო ზარის პერანგით ფულის შოვნას?

–  რა ვიცით, კიდევ როგორი პოპულარული იქნები მომავალში, ჩვენ კიდევ შენი ავტოგრაფი გვექნება თეთრ პერანგზე, გავყიდით აუქციონზე და გავმდიდრდებითო (იცინის). 

– სოციალურ ქსელში დადე ფოტო, სადაც ლურჯ კაბაში გამოწყობილი იწონებდი თავს და სტატუსიც დაწერე, ამ კაბით მოვალ ბანკეტზეო. თუმცა, დარბაზში სულ სხვა სამოსით გამოცხადდი. ეს ერთგვარი ინტრიგა იყო?

– სიმართლე გითხრათ, არ ვაპირებდი სკოლის ბანკეტზე წასვლას,  არ მქონდა დაგეგმილი. ვთქვი, ბოლო ზარზე მივალ და ბანკეტზე არა-მეთქი. მაგრამ ბოლო ზარზე რომ მივედი, ისე გავერთე და ვისიამოვნე, იმ დღეს გადავწყვიტე: არა, ბანკეტზეც წავალ, ამ სიამოვნებას ვერ მოვიკლებ-მეთქი (იცინის). მანამდე არც კი მიფიქრია, რას ჩავიცვამდი და ბოლო ორ დღეში გადაწყდა ეს საკითხი. რუსა მორჩილაძის დაბადების დღეზე გავიცანი დიზაინერი რამაზო რომა. ვუთხარი, ბანკეტი მაქვს ორ დღეში, მაგრამ კაბა არ მაქვს-მეთქი. დამიბარა, ხვალ აუცილებლად მოდი და მე შეგირჩევო. მივედი და ძალიან ლამაზი, ლურჯი კაბა გამომიტანა. ჩავიცვი, სარკესთან დავდექი ვიპოზიორე, გადავიღე სურათები და სოციალურ ქსელშიც დავდე – აი, ამ კაბით მივდივარ ბანკეტზე-მეთქი. მაგრამ, მერე თეთრი კაბაც  მაჩვენა, რომელზეც გადავირიე და იმით გადავწყვიტე საბოლოოდ ბანკეტზე წასვლა. იმ ლურჯ კაბას კი, სამომავლოდ, რომლიმე კონცერტზე აუცილებლად ჩავიცვამ.

– ბანკეტზე თუ იმღერე?

– მე სიმღერის გარეშე? ეს ხომ წარმოუდგენელია (იცინის). ორი სიმღერა შევასრულე და ძალიან კარგად გავერთე ჩემს საყვარელ კლასელებთან ერთად. ძალიან კარგი დრო გავატარე და ფიციც დავდე – მე კლასელებს არასდროს დავკარგავ და დავივიწყებ! მთელი ცხოვრების განმავლობაში სულ მოვიკითხავ და ხშირად ვნახავ მათ!

– სამომავლოდ რა გეგმები გაქვს? ადრე, მახსოვს, მითხარი, უცხოეთში ვაპირებ სწავლის გაგრძელებასო.

– მომღერალი ვარ და მთელი ცხოვრება მინდა, სცენაზე ვიდგე, მაგრამ ვფიქრობ, სწავლაც აუცილებელია. განათლების გარეშე ვერ დავრჩები. ამიტომ, აუცილებლად გავაგრძელებ სწავლას და ვაპირებ უცხოეთში წავიდე და იქ ვისწავლო. კონკრეტულად კი, ამერიკას ვუმიზნებ. ახლა დაკავებული ვარ, ვმეცადინეობ ვოკალში და ფიზიკურადაც ვვარჯიშობ, რომ ფორმაში ვიყო. გადაწყვეტილი მაქვს, მხოლოდ ამერიკაში გავაგრძელო სწავლა, სხვაგან არ მინდა. ეს ჩემი ბავშვობის ოცნებაა და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ავიხდინო. რაღაც სასიამოვნო სიახლეები მაქვს, მაგრამ არ მინდა წინასწარ თქმა, მოვა დრო და ვიტყვი (იცინის). 

скачать dle 11.3