კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

რის გამო დაანება 13 წლის ასაკში ყველაფერს თავი „X ფაქტორის“ მონაწილე ირაკლი ნონიაშვილმა და რატომ ჰქონდა მას აკვიატებული თმის შეღებვა

„X ფაქტორში” ჯგუფმა „პულსმა” და მისმა სოლისტმა, ირაკლი ნონიაშვილმა მსმენელის მოხიბვლმა ნამდვილად შეძლეს, თავიანთი განსხვავებული, ექსტრავაგანტური სტილითა და კარგი მუსიკით. ვისაც მოგწონთ მათი გამოსვლა ფილარმონიის სცენაზე, დაურეკეთ ნომერზე: 0903300309. 

ირაკლი ნონიაშვილი: ახლა მხოლოდ მუსიკით ვარ დაკავებული და „X ფაქტორით”. დაახლოებით ერთი წელია, რაც აღარ ვარ გიდი. მანამდე ჩემი გიდობა სკოლის ასაკის ბავშვებისთვის იყო განკუთვნილი, აქეთ-იქით ვატარებდი; მერე უცხოელებზე გადავინაცვლე. ბავშვების ტარება, რა თქმა უნდა, არ არის ადვილი, თან, ჩვენს სკოლებში კლასში ზოგჯერ 30 ბავშვი ზის, პლუს, მათ მშობლებიც მოჰყვებოდნენ. ყოფილა ისეთი შემთხვევაც, 30 ბავშვი წამოსულა და მათ 45 მშობელი გამოჰყოლიათ. მათი მწყემსვა უფრო ძნელია, ვიდრე ბავშვების. შეიძლება, მოგიწიოს რაღაც ზომების მიღება, მაგრამ, მაინც მხიარულებაა მათთან ყოფნა, რასაც ვერ ვიტყვი მშობლებზე. 

– რა იყო ბავშვებთან ურთიერთობისას ყველაზე დიდი სირთულე?

– მწკრივში რომ ჩაგეყენებინა და წესრიგი დაგემყარებინა. მერე, რომ ჩადგებოდნენ წესრიგში და მათ ნდობასა და სიმპათიებს დაიმსახურებდი, უკვე ქრებოდა სიძნელეები. მშობლებს ხანდახან რაღაც პრეტენზიები  ჰქონდათ – რომ ჰგონიათ, თვითონ იციან, სინამდვილეში კი არაფერიც არ იციან. ასეთ დროს ყოველთვის ვეუბნები, რომ აქ მე ვარ უფროსი, თქვენ მშობლები ხართ და, თუ რამე პრეტენზია გაქვთ, მე მომმართეთ. საბოლოოდ მადლობას მეუბნებოდნენ. 

– ნერვები წესრიგში გაქვს? 

– სცენაზე აბსოლუტურად ვთავისუფლდები ყველაფრისგან, შეიძლება ითქვას, პასუხისმგებლობისგან და საკუთარი თავისგანაც. რა ემოციაც მოდის, იმას არ ვაკავებ. საბედნიეროდ, კარგი ემოციები მოდის, გადავცემ ხალხს და საკუთარ თავს ვითავისუფლებ. სხვა დანარჩენ სიტუაციებში, სადაც პასუხისმგებლობას ითხოვს მომენტი, რა თქმა უნდა, თავი მიჭირავს. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ ნერვები მაინცდამაინც წესრიგში მაქვს, როგორც ყველა ადამიანს. მით უმეტეს, ბოლო დროს მეც შემიტოკდა ნერვები – დაძაბულობას თავისი შედეგი მოაქვს. 

– დიდი ხანია, მუსიკით დაინტერესდი? 

– ბრჭყალებში –„პროფესიონალურად” 18 წლის ასაკში დავიწყე ჯგუფებში სიმღერა. 9 წლის ვიყავი, როდესაც დედამ გიტარაზე მიმიყვანა, მერე – ფორტეპიანოზე. შემდეგ ჩავაბარე კონსერვატორიასთან არსებულ შვიდწლედში, მაგრამ სოლფეჯიოს პირველივე გაკვეთილიდან გამოვიქეცი – საშინლად არ მომეწონა. კერძო მასწავლებელთან გავაგრძელე სიარული, მაგრამ ეს 13 წლამდე გრძელდებოდა. პარალელურად სპორტზეც დავდიოდი, მაგრამ, 13 წლის რომ გავხდი, დამემართა B ჰეპატიტი, ანუ ბოტკინი, კარგა ხნით ჩავწექი სახლში და იმის მერე ვერც გიტარასა და ფორტეპიანოს მივუბრუნდი და ვერც სპორტს. 

– როგორ შეიქმნა ჯგუფი „პულსი”? 

– დიდი ხანია, ჩვენი ჯგუფი არსებობს. 2009 წლიდან უკრავენ დემე, ნიკა და სანდრო ერთად, მე 2011-ში შევუერთდი. ჩვენ ძმაკაცები, მეგობრები ვართ, მაგრამ, ოთხივე რადიკალურად განსხვავებულები, რაც კარგად მოქმედებს ჩვენს შემოქმედებაზე. ორი „მერწყული” და ორი „ვერძი” ვართ. ერთი „მერწყული” და ერთი „ვერძი” უფრო გიჟები არიან,  განსხვავებულები, მეორე წყვილი კი უფრო მიზანდასახული და შრომისმოყვარეა. ერთმანეთს ვაბალანსებთ. ყველანი განსაკუთრებულები ვართ, მაგრამ, ორი – შინაგანი ენერგიების გენერატორი ხდება, ორი – შემსრულებელი, საქმის გამკეთებელი. მე და დრამერი უფრო ემოციურები, ყველაფერზე წამსვლელები ვართ, დემე და სანდრო – შრომისმოყვარეები არიან, ჩვენ მობილიზებას რომ ახდენენ. 

– რატომ გადაწყვიტეთ „X ფაქტორში” მონაწილეობა? 

– ძირითადად ჩვენს სიმღერებს ვაკეთებთ, მაგრამ, იქიდან გამომდინარე, რომ გვიწევს სარეპეტიციო დარბაზის დღეში ორი საათით ქირაობა და, საბოლოოდ, თვეში ორჯერ ან სამჯერ თუ მოგვიწევდა რეპეტიცია, გასაქანი აღარ მოგვეცა. ჩვენი სიმღერების გასაკეთებლად დღეში მინიმუმ 4-5 საათი მეცადინეობაა საჭირო. რადგან ამის საშუალება არ გვქონდა, გავაკეთეთ ჩვენი სიმღერები, მაგრამ, იმის იქით ვეღარ წავედით, კონცერტებიც აღარ ტარდებოდა, რომ მოტივაცია გვქონოდა; დაშლა არ იყო არჩევანი და, ამიტომ, გადავწყვიტეთ, მე გავსულიყავი „X  ფაქტორში”, თან ვფიქრობდით, რამდენიმე ტურში ჩემებსაც დავიხმარდი. საბოლოოდ გადაწყდა, რომ წელს ბენდებსაც შეეძლოთ მონაწილეობა და მოვედით. რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი გამარჯვებაა, მაგრამ, ერთ-ერთი მიზანია, ვინმემ შეგვამჩნიოს; ნახონ, რომ არ ვართ ცუდი ხალხი; რომ მაყურებელზე მუშაობა და მათი გართობა შეგვიძლია; რომ დადებითი, მომგებიანი ხალხი ვართ და, იქნებ ვინმე მიხვდეს, რომ, ასეთ ხალხს თუ ჩაიგდებ ხელში და რესუსრსებს დაახარჯავ, ბევრი კარგი რაღაცის გაკეთება შეიძლება საკუთარი თავისთვისაც, ამ ჯგუფისთვისაც და საქართველოსთვისაც. 

– მოგების შანსებიც არ არის მცირე.

– ნამდვილად არ არის მცირე, თან, ერთი ჯგუფი დავრჩით და, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ყველაზე გამორჩეულები ვართ, სულ სხვადასხვა სტილს ვაკეთებთ, იმიჯიც გამორჩეული გვაქვს: კაბებით გამოვედით, თმა შევიღებე. მიყვარს, როცა ხალხს ვაკვირვებ, ვახარებ, თუმცა, ჩვენმა კაბებმა არაერთგვარი ემოციები გამოიწვია. 

– დისკომფორტი ახლდა კილტების ჩაცმას? 

– არანაირი. ძალიან კომფორტული ყოფილა კაბის ჩაცმა. 

– ვის ეკუთვნოდა თმის შეღებვის იდეა?

– თმის შეღებვის იდეა დიდი ხანია მქონდა აკვიატებული, მაგრამ, არ იყო მიზეზი, რომ შემეღება. „X ფაქტორი” გახდა ამისთვის იდეალური მომენტი. ჩემმა მეგობარმა, მიშო ელიავამ  მითხრა: მოდი, შეიღებე თმა, რას კარგავო. ვიყიდეთ საღებავი, მიშო ელიავას დედა დაგვეხმარა, პლუს მეგობრები და, შემიღებეს თმა. თავიდან ისეთი არ გამომივიდა, როგორიც მინდოდა, ახლა გადავიღებე და უკვე პროფესიონალს ვანდე თავი. პირველად რომ შევიღებე, ის არ იყო, რაც მინდოდა, მაგრამ, ძალიან გამიხარდა, რადგან, მე ეს შევძელი, გავბედე. ბოლოს, სამჯერ გაღიავებისა და ერთხელ გადაღებვის შემდეგ მივაღწიე სასურველ შედეგს და ძალიან მომწონს. ცხოვრებაშიც არ ვართ „დალაგებულები“ და ნორმალურები, ცოტა უფრო ექსცენტრიკულები ვართ, მაგრამ, საზოგადოებისთვის მიუღებელსა და ამორალურს არაფერს ვაკეთებთ, არც ჩვენი კილტები მგონია ამორალური. სხვათა შორის, კილტებით გამოსვლა მანამდეც ძალიან გვინდოდა, მაგრამ მაშინ ამის მატერიალური საშუალება არ გვქონდა. ერთ დღესაც, „X  ფაქტორის” დიზაინერი მოვიდა და გვკითხა, ჩაიცვამთ კილტებსო? რა თქმა უნდა, ძალიან გაგვიხარდა. ჩოხების თემა თამთას ეკუთვნოდა და ესეც ძალიან მოგვეწონა.

– როგორი მენტორია თამთა?

– ძალიან ლამაზია, მეგობრული და სასიამოვნოა მასთან ურთიერთობა. პირველივე დღიდან პირველივე სიტყვა იყო უშუალო, მეგობრული და გახსნილი. რა თქმა უნდა, თავი უჭირავს როგორც ქალს, ვარსკვლავს, მაგრამ, ყველა მონაწილესთან ისეთი ურთიერთობა აქვს, რომ ზედმეტის გაბედვაც არ მოგინდება და შენც მის მიმართ კარგად, მეგობრულად განეწყობი. 

– რა ხდება პირად ცხოვრებაში? 

– შეყვარებული არ მყავს, არ მცალია მაგისთვის. დაახლოებით ერთი წელია, არ ვარ დაკავებული. დაქორწინებას ჯერჯერობით არ ვაპირებ, მაგრამ შეყვარებულები მყოლია. რა თქმა უნდა, პირველი ეფექტი მნიშვნელოვანია, მაგრამ, თუ მან ვერ მიმიღო, მე ვერ მივიღე, მასთან ვერ ვიქნები გახსნილი და თავისუფალი და ისიც ჩემთან ასევე არ იქნება, რაც უნდა მზეთუნახავი და სუპერმოდელი იყოს, უბრალოდ, მასთან ყოფნა არაკომფორტული იქნება და არ გამოვა. მეც არ ვარ მარტივად აღსაქმელი და ადვილად მისაღები ადამიანი, ჩემი „ჩაკეტვა-გადაკეტვები” მეც მაქვს. მართალია, ლოიალური და დამთმობი ვარ, მაგრამ, არის რაღაცეები, რაც ჩემთვის მიუღებელია. 

скачать dle 11.3