კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მიიღეს დათო ქაცარავა ცოლთან ერთად „ნატოში“ და ვისი „დახრჩობა“ და „განადგურება“ მოუწია მას

ჯომარდობის ფედერაციის პრეზიდენტის, დათო ქაცარავასა და სოფო ხაჭაპურიძის ოჯახური  ტანდემი 10 წლის წინ შედგა, თუმცა, უფრო დიდი ხანია, რაც ისინი „ერთ ნავში“ სხედან – დათომ მეუღლე საყვარელ სპორტში ისე ჩაითრია, რომ ბოლოს მას ყველაზე მნიშვნელოვანი „ფლანგიც” კი ანდო. 

დათო ქაცარავა: ცოტა ხნის წინ დავბრუნდი ბოსნიიდან, სადაც  მაისში ევროპის ჩემპიონატი ჩატარდა.  ჩვენი ნაკრები ამ ჩემპიონატზე პირველად იყო წარმოდგენილი. მასში მონაწილეობაც საკმაოდ დიდი მიღწევაა, რომ არაფერი ვთქვათ იმ შედეგებზე, რასაც მივაღწიეთ. ოთხი დისციპლინიდან ერთ-ერთ ყველაზე რთულ დისციპლინაში (ეს არის სპრინტი – მოკლე დისტანციაზე სწრაფი დაშვება) უმნიშვნელო შეცდომის გამო, ჩვენ დავკარგეთ 2 წამი და პირველ ხუთეულში მოხვედრის შანსი. 2 წამი სპორტის ამ სახეობაში ხშირად გადამწყვეტიც კი ხდება, თუმცა, ჩვენ გამოვიარეთ ურთულესი მონაკვეთები და, დებიუტანტი გუნდის კვალობაზე, ძალიან კარგი შთაბეჭდილება დავტოვეთ.  უკვე გადაწყდა, რომ მომავალ წელს ევროპის თასი ჯომარდობაში გაიმართება საქართველოში,  რამდენიმე დღის წინ მივიღეთ  ოფიციალური დასტური მსოფლიო ფედერაციისგან საქართველოში 2016 წლის ევროპის თასის ჩატარების შესახებ, რაც  ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია – მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, რანგით მესამე ტურნირს საქართველო უმასპინძლებს. ეს მაღალი და პრესტიჟული კატეგორიის ტურნირია, რომლის ჩატარების გარეშე გამორიცხულია, მსოფლიო ფედერაციამ ვინმეს მიანიჭოს მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების უფლება; ფაქტობრივად, მაპის მინიჭების გარეშე მიგვიღეს „ნატოში” (იცინის).   ევროთასზე მონაწილეობის სურვილი უკვე გამოთქვეს  ჩეხეთმა,  იუგოსლავიამ,  რუმინეთმა, რუსეთმა, ბულგარეთმა, თურქეთმა,  ბოსნია-ჰერცოგოვინამ და სერბეთმა; მონაწილეთა ამ რაოდენობას დაემატება სხვა ქვეყნებიც. ჩვენს ქვეყანას დიდი პოტენციალი გააჩნია ასეთი ჩემპიონატის ჩატარებისთვის როგორც ტურიზმის კუთხით, ასევე, იმ თვალსაზრისით, რომ გვაქვს არაჩვეულებრივი წყალუხვი მდინარეები, რომლებიც მისწრებაა საჯომარდოდ. 

 – სოფო, თქვენც ჩართული იქნებით ევროთასის ჩემპიონატში?

სოფო ხაჭაპურიძე: როგორც მონაწილე, ალბათ,  ვერ ჩავერთვები, აქამდე ბევრი მაკლია (იცინის), თუმცა, როგორც ფედერაციის წარმომადგენელს, რომელიც ხელმძღვანელობს პიარსა და მარკეტინგს, ამ მხრივ, დარწმუნებული ვარ, ბევრი საქმე მექნება. ეს მაღალი რანგის ჩემპიონატია და, სტუმრებს, რომლებიც საქართველოში ჩამოვლენ, ღირსეულად უნდა დავხვდეთ. დათომ ამიტომაც ჩამაბარა ეს ფლანგი ფედერაციაში – პროფესიით პიარის სპეციალისტი ვარ. ბოლო წლებში ფედერაციამ  ბევრი რამ გააკეთა სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციისთვის; ჩატარდა არაერთი ტურნირი; უფრო და უფრო მეტი ადამიანი გამოხატავს  სურვილს, პროფესიონალურად ჩაერთოს ჯომარდობაში. ჩვენ გვაქვს კონტაქტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ჯომარდობის ფედერაციებთან,  რაც გახდა გადამწყვეტი ფაქტორი, რომ ჯომარდობის მსოფლიო ფედერაციამ ამ ტურნირის ჩატარების უფლება გვანდო. 

 – წლების წინ, როდესაც ოჯახი შექმენით,  ერთმანეთს ჯომარდობამ დაგაკავშირათ? 

დათო:  ერთმანეთი არაჯომარდულ სიტუაციაში გავიცანით, თუმცა, იქაც წყალი გახდა გადამწყვეტი – ეს იყო საირმის გორის აუზი (იცინის). სოფო ისე ლამაზად და მოხდენილად ცურავდა, ძალიან მოვიხიბლე.  ქვეცნობიერად მივხვდი, რომ გოგონა, რომელსაც ეტყობოდა, რომ  წყლის მიმართ განსაკუთრებული ემოციები ჰქონდა, ჩვეულებრივი გოგო არ იყო, „რუსალკასაც” კი ვეძახდი. იმ პერიოდში ჯომარდობა ჩემს ცხოვრებაში არ არსებობდა, თუმცა, ძალიან მიყვარდა ცურვა და, ზოგადად,  სპორტის ყველა სახეობა. იმის მიუხედავად, რომ ბავშვობაში ორჯერ ვარ გადარჩენილი დახრჩობას, წყალი და ცურვა სულ იყო ჩემი სტიქია. ესეც აღმოჩნდა გადამწყვეტი, რომ, აგერ უკვე 12 წელია, ჯომარდი ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და  დიდი ხანია უკვე ჰობიც  აღარ ჰქვია. 

სოფო: როცა დათო გავიცანი, იმ დროს ჯომარდობისგან  ძალიან შორს ვიყავი; მე კი არა, მგონი, საქართველოში არავინ იცოდა სპორტის ამ სახეობის შესახებ. ახალშეუღლებულები ვიყავით, როცა დათო ჯომარდობით დაინტერესდა. იმის მიუხედავად, რომ არასდროს მივლია სპორტის არცერთ სახეობაზე, ბუნებით ექსტრემალი ვარ,  წყალი ჩემთვისაც დიდი სტიქიაა და ამიტომაც  მეც  სიამოვნებით ავყევი.  

– როდესაც  ცოლ-ქმარი ერთ საქმეშია ჩართული,  კომფორტულია?

დათო: კი, სოფო ძალიან ბევრ საორგანიზაციო საქმეში მეხმარება. რომ არა მისი მხარდაჭერა,  ამდენს, ალბათ,  ვერ შევძლებდი.  ცოლ-ქმარს საყვარელი საქმეც თუ აერთიანებს, ამას რა ჯობია? როცა ადამიანი გვერდში გიდგას,  უნდა გაბედო და ის აუცილებლად აზიარო იმ სიყვარულს, რასაც შენი საქმე განიჭებს.     

სოფო: თავიდან ეშინოდა ნავში ჩემი ჩასმა, ამისთვის დიდხანს ვემზადებოდით. ბევრჯერ გადამიდო დიდ წყალში ჯომარდობა, მე კი ვითხოვდი  და ვითხოვდი რიონზე წაყვანას. ბოლოს, როგორც იქნა, რიონზეც მოვახერხე ჯომარდი.   

დათო:  ნავში ჩაჯდომა ცოტა  გვიან ვანდე.  როცა ჩემი შვილი, რომელიც მაშინ 4 წლის იყო, საკმაოდ ექსტრემალურ წყალში ვატარე,  სოფოსაც ვეღარ ვუთხარი უარი.  დღეს სოფო კარგად ჯომარდობს, საკმაოდ ენერგიული და სწორი მოსმა აქვს, შესანიშნავ მეჯომარდედ ჩამოყალიბდა ამ  ბოლო დროს.  

– თქვენი ცხოვრებაც ისეთივე სტიქიურია, როგორც საყვარელი საქმე?

– ორი ექსტრემალის ერთად ცხოვრება სტიქიური არ იქნება?! (იცინის) სტიქია გადის ჩვენს სისხლში, ჩვენს სხეულში, ასე რომ, მშვიდი და მდორე  თანაცხოვრება ვერ გამოგვივა.  ამის გარეშე, ალბათ,  არც იქნებოდა საინტერესო ის ყველაფერი, რაც ჩვენ ერთმანეთთან გვაკავშირებს. ცხოვრების ტემპი და ორომტრიალი ძალიან გადამდებია, ასე დაგვემართა ჩვენც.

სოფო:  ბოლო წლებში ისეთი აქტიური რეჟიმით ვცხოვრობთ,  მობილიზაცია გვჭირდება იმისთვის,  რომ  ცოტა დავისვენოთ და ძალები აღვიდგინოთ.  დათო არაჩვეულებრივი მამა და მეუღლეა, სახლში საქმე გაყოფილი და განაწილებული გვაქვს, თუმცა, მშობლები  რომ არ გვეხმარებოდნენ, ხშირად ისეთი მოუცლელები ვართ, ალბათ, ჩვენი სამი შვილი საჩივრის წიგნს შეგვიდგენდა (იცინის).    

– სოფო, თქვენი მეუღლე ძალიან პოპულარულია, მით უფრო – ქალბატონებში. ეს დისკომფორტს არ გიქმნით?  

– ანუ, გინდათ მკითხოთ ვეჭვიანობ თუ არა? (იცინის) ადრე უფრო ვეჭვიანობდი, რის გამოც გვქონდა ხოლმე ბარიერები. არ დავმალავ, რომ ვარ ეჭვიანი, თუმცა, ეს პერიოდი უკვე გადავლახეთ – დათოს პოპულარობას  უკვე  შევეჩვიე.  ჩვენ იმდენი რამ გვაკავშირებს, ახლა დათოზე ეჭვიანობა რომ დავიწყო, სასაცილოც კი იქნება. შვიდი წელი ვიარეთ ერთად და მერე დავქორწინდით; უკვე ათი წელია, ცოლ-ქმარი ვართ, იმდენ წყალში შევედით ერთად და გამოვედით, იმდენჯერ გამოსცადა ცხოვრებამ ჩვენი ოჯახი,  ახლა უკვე მშვიდად ვართ (იცინის). 

– დათო, კინოკარიერას შეელიეთ?

დათო: არა, რატომ უნდა შეველიო? როცა უკვე ოც პროექტში ხარ დაკავებული,  ეს უკვე საკმაოდ დიდი აქტივია და საქმეს პროფესიონალურად უდგები. კინოს გარეშე ვეღარც კი წარმომიდგენია ცხოვრება.  ბოლო პერიოდში,  რატომღაც,  ნაკლები შემოთავაზებები მაქვს საქართველოში, სამაგიეროდ,  საკმაოდ საინტერესო წინადადებებია  რუსეთიდან, უკრაინიდან, სომხეთიდან.  ჩემი ბოლო ფილმის პრეზენტაცია იყო 28 თებერვალს, რუსეთში. ამ ფილმში ერთ-ერთი მთავარი როლი შევასრულე.  თავიდან იყო მელოდრამები,  ახლა კი მოთხოვნა ძირითადად  „ბოევიკ”  პერონაჟებზეა – ვინმეს მოკვლა, დახრჩობა. ჩემი ოცნება იყო  „ექშენ” როლები და  ასე აეწყო კიდეც ჩემი კინოკარიერა (იცინის).

–  თქვენი შესრულებული პიკანტური როლებიც საკმაოდ ბევრი ვნახეთ. სოფო არ ჩაითრიეთ კინოში?

სოფო: კინოს მიმრთაც მაქვს ინტერესი, ხომ გითხარით, ბევრი თემით  ვართ გადაჯაჭვული, მაგრამ, ამ მხრივ აშკარად დათო მბლოკავს (იცინის). 

დათო:  სოფო ამ პროექტებში მხოლოდ პიარის კუთხით არის ჩართული. არ დავმალავ, რომ  კინოში სოფოს ჩათრევას არ ვაპირებ, პირიქით, ამ საკითხზე ჩემი პრინციპული დამოკიდებულება მაქვს. ეს ავუხსენი კიდეც სოფოს და ვთხოვე, ამ გზაზე ჩემთან არ გადაკვეთილიყო (იცინის).         

скачать dle 11.3