კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ იმატა თბილისში უხვმა ნალექმა და სეტყვამ და როგორი ამინდია მოსალოდნელი მთელი ზაფხულის განმავლობაში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე

ბოლო წლებში საქართველოში ამინდი სულ უფრო არმადგრადი ხდება და რა ამინდი იქნება ხვალ, ამის პროგნოზი გართულებულია. ფაქტია, ბუნებრივი მოვლენების ანომალიური სახეცვლილება აშკარად სახეზეა. 

თუ როგორი ამინდი გველის ზაფხულში საქართველოს მასშტაბით, მოსალოდნელია თუ არა გაუსაძლისი სიცხეები, ზოგ რეგიონში სეტყვა და ქარბორბალა და რისგან არის გამოწვეული მსგავსი კლიმატი, ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვეთ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰოდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის უფროსს, ბატონ რამაზ ჭითანავას.

– გლობალური დათბობა საერთო, საკაცობრიო პრობლემაა. ჯერ კიდევ გასული საუკუნის 70-იან წლებში მეცნიერებმა გააცნობიერეს რა, გარემოში ადამიანის ჩარევის შედეგად კლიმატის ცვლილების შესაძლებლობა, 1988 წელს მსოფლიო მეტეოროლოგიურმა ორგანიზაციამ და გაეროს გარემოსდაცვითმა პროგრამამ ერთობლივად დააფუძნეს – კლიმატის ცვლილების სახელმწიფოთაშორისო ექსპერტთა საბჭო (IPCC). IPCC -ის დასკვნით, ადამიანის სამეურნეო საქმიანობის შედეგად, უკანასკნელ ათწლეულებში ატმოსფეროში გაფრქვეულია დიდი რაოდენობის სათბურის გაზები, განსაკუთებით: ნახშირორჟანგი, მეთანი, აზოტის ჟანგეულები. მათი რაოდენობა ინდუსტრიამდელ პერიოდთან შედარებით, 70-80 პროცენტითაა გაზრდილი. აღნიშნულის გამო, ატმოსფერული ჰაერის ტემპერატურა საშუალოდ 0,7-0,8 0C-ითაა მომატებული. სითბური გაფართოების, მყინვარებისა და პოლარული ყინულოვანი ფარების დნობის  შედეგად, ზღვის დონის აწევის სიჩქარე გაზრდილია 3 მილიმეტრამდე წელიწადში, ხოლო   არქტიკული ზღვის ყინულოვანი ზედაპირის ფართობის შემცირების სიჩქარე, ათი წლის განმავლობაში საშუალოდ 7,5 პროცენტს შეადგენს.  

გლობალური დათბობის შედეგად, დარღვეულია ათასეული წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული კლიმატური სისტემა, რაც სტიქიური მოვლენების განმეორებადობის გაზრდას იწვევს.

– სპეციალისტთა მონაცემებზე დაყრდნობით, მეწყერების საშიშროების თვალსაზრისით, საქართველო მთელ კავკასიაში რისკის ზონად ითვლება. ამ მხრივ რა სიტუაცია გევლის? სახეზეა, რომ დათბობასთან ერთად, მთიან რეგიონებში გახშირდა წყალმოვარდნების, მეწყერებისა და ღვარცოფების ინტენსივობა. ზოგ რეგიონში კი  შეინიშნება გვალვების გაძლიერება.

– გეთანხმებით, ამ მხრივ საქართველო, მართლაც საშიშ ზონად ითვლება. საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობის თავისებურება და რთული რელიეფი, ხშირად ზოგადი ატმოსფერული ცირკულაციური პროცესების გამწვავებას  და სხვადასხვა სახის სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური და მასთან დაკავშირებული გეოლოგიური მოვლენების – თავსხმა ნალექების, წყალდიდობა-წყალმოვარდნების, თოვლის ზვავების, სეტყვის, ღვარცოფების, მეწყერების, ძლიერი ქარების, გვალვების, ატმოსფერული ჰაერის ექსტრემალურად მაღალი ან დაბალი ტემპერატურების  ფორმირებას უწყობს ხელს. გლობალური კლიმატის ცვლილების ფონზე, საქართველოს ტერიტორიაზე შესამჩნევადაა გაზრდილი სტიქიური მოვლენების სიხშირე და ინტენსივობა. მრავალწლიური ჰიდრომეტეოროლოგიური დაკვირვების მონაცემთა ანალიზი უჩვენებს, რომ უკანასკნელ ათწლეულებში, სტიქიური მოვლენების განმეორება 2-3-ჯერ აღემატება წინა პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებელს. სტიქიური მოვლენები დიდ მატერიალურ ზარალს და ხშირად ადამიანთა მსხვერპლს იწვევს. ამ მოვლენების ძლიერ ზეგავლენას პერიოდულად განიცდის ათასობით დასახლებული პუნქტი, მიწის სავარგულები, სატრანსპორტო გზები, ნავთობ და გაზსადენები, მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ანძები, ჰიდროტექნიკური ობიექტები და სხვა. საქართველოში წყალდიდობა-წყალმოვარდნების მხრივ, მაღალი რისკით გამოირჩევა მცხეთა-მთიანეთის, იმერეთის, სამეგრელოს, გურიის მდინარეები და ალაზნის მარცხენა სანაპირო. თოვლის ზვავები უპირატესად კავკასიონის დასავლეთ და ცენტრალური მონაკვეთებზე, აგრეთვე გურია-აჭარის მთიანეთში აღინიშნება.  განსაკუთრებული სიძლიერის გვალვები კახეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლისა და ზემო იმერეთის რეგიონებში,  ხოლო სეტყვა აღმოსავლეთ საქართველოში შეინიშნება.

– სპეციალისტები იმასაც ვარაუდობენ, რომ საქართველოს ტერიტორიის გარკვეული ნაწილი, გლობალური დათბობით გამოწვეული პროცესების გამო, საერთოდ აღარ იარსებებს. ეს რეალურია?

– გააჩნია, რა სცენარით განვითარდება მოვლენები. თუ სათბურის გაზების გაფრქვევის ზრდის ტენდენცია ბოლო ათწლეულების ანალოგიურად შენარჩუნდება, შედეგები მართლაც კატასტროფული იქნება. წარმოიდგინეთ, ზღვის დონის რამდენიმე მეტრით მომატების შემთხვევაში, რა სურათი შეიქმნება შავი ზღვის სანაპირო ზოლში. რას გამოიწვევს კავკასიონის მყინვარების სრული გადნობა, რა ზიანს მიაყენებს ქვეყანას კიდევ უფრო გაზრდილი სიხშირისა და ინტენსივობის სტიქიური მოვლენები. თუმცა, დარწმუნებული ვარ,  რომ კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის ფარგლებში, სახელმწიფოების მეთაურები შეთანხნდებიან და გაატარებენ ყველა საჭირო ღონისძიებას კლიმატის ცვლილების პროცესების შესარბილებლად და კლიმატის გარკვეული (გარდაუვალი მასშტაბის) ცვლილებებით გამოწვეული უარყოფითი შედეგებისადმი ადაპტაციის უზრუნველსაყოფად.

– გამოდის, რომ  ამ პროცესის შეჩერება პრაქტიკულად შეუძლებელია?

– როგორც კომპეტენტური მეცნიერები ამტკიცებენ, სათბური აირების კონცენტრაციის ზრდის შეჩერების შემთხვევაშიც კი, ამჟამად ატმოსფეროში მათი კონცენტრაცია იმდენად მაღალია, რომ კლიმატის შემდგომი ცვლილების პროცესს მთლიანად ვერ შევაჩერებთ. დღეს, თუ ჩვენ ვსაუბრობთ გლობალური საშუალო ტემპერატურის 0,80C-ით აწევაზე, მიმდინარე საუკუნის ბოლომდე ამ მაჩვენებლის 20C-მდე გაზრდას თავიდან ვერ ავიცილებთ. ამიტომ, სათბურის გაზების გაფრქვევის შეზღუდვის გარდა, აქცენტები უნდა გაკეთდეს კლიმატის გარდაუვალი ცვლილებით გამოწვეულ შესაძლო უარყოფითი შედეგებისადმი ადაპტირებაზე. საქართველოში უკვე ტარდება ან იგეგმება ღონისძიებები ცალკეული სახეობის სტიქიურ ჰიდრომეტეოროლოგიურ მოვლენების მართვის თვალსაზრისით. როგორც იცით, კახეთის რეგიონში უკვე დაიწყო სეტყვაზე ხელოვნურად ზემოქმედების სამუშაოები; განიხილება გუდაური-კობის მონაკვეთზე თოვლის ზვავების ხელოვნურად ჩამოშვების ორგანიზების საკითხი; მიმდინარეობს აქტიური მუშაობა რიონის აუზში მოსალოდნელი წყალდიდობა-წყალმოვარდნებისა და დევდორაკი-ამალის ხეობაში მოსალოდნელი მყინვარული, მეტეოროლოგიური, გეოლოგიური, ჰიდროლოგიური, გეოთერმული და სეისმური მოვლენების შესახებ ეფექტური წინასწარი გაფრთხილების სისტემის შესაქმნელად და სხვა.  არსებითად ფართოვდება ჰიდრომეტეოროლოგიური მონიტორინგის ქსელი, რაც ხელს შეუწყობს როგორც ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების ხარისხის გაუმჯობესებას, ასევე შექმნის კლიმატის ცვლილების ფიზიკური პროცესების უფრო დეტალურად შესწავლის საშუალებას. 

– იქნებ ამინდის გრძელვადიანი პროგნოზიც გაგვიმხილოთ, რომ საქართველოს მოსახლეობა გაფრთხილებული იყოს?

– არსებული სინოპტიკური მასალების ანალიზი საშუალებას გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ საქართველოში მიმდინარე წლის ზაფხული მრავალწლიურ ნორმასთან შედარებით, საშუალოდ 1-2 0C-ით ცხელი იქნება. ეს იმას ნიშნავს, რომ ივნის-აგვისტოში თვის საშუალო ტემპერატურა საქართველოს დაბლობსა და ბარში 19-26, მთაში 17-24 და მაღალ მთაში 12-19 0C-ის ფარგლებში იქნება. ცალკეულ დღეებში აბსოლუტურმა მაქსიმალურმა ტემპერატურამ შეიძლება დაბლობსა და ბარში – 43, მთაში – 38 და მაღალ მთაში – 35 0C-ს მიაღწიოს.

скачать dle 11.3