კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ მიმართავენ თვითმკვლელობას ყურადღების მიპყრობის მიზნით და როდის ხდება წარმატებული ადამიანი სუიციდის მსხვერპლი

 ბოლო წლების სტატისტიკით, საგრძნობლად გაიზარდა  თვითმკვლელობათა რიცხვი. სულ ახლახან საქართველოში სუიციდის ორი შემთხვევა დაფიქსირდა, რასაც, იმ ადამიანთა  უმეტესობა, ვინც წლებია, სუიციდის ფაქტებზე მუშაობს, არსებული კრიზისული ფონით ხსნის.  ამას ისიც ემატება, რომ ქვეყანაში არ არსებობს სუიციდის პრევენციის პროგრამა, რომელსაც  უამრავი სუიციდანტის სიცოცხლის გადარჩენა შეეძლო. როგორია იმ ადამიანთა ფსიქოლოგიური პორტრეტი, ვინც სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებს და რატომ გაიზარდა სუიციდის შემთხვევები,  ამის შესახებ  ფსიქოსოციალური დახმარების ასოციაცია „ნდობის” ხელმძღვანელი ნანა აღაპიშვილი გვესაუბრა. 

ნანა აღაპიშვილი:  ბოლო წლებში სუიციდის სტატისტიკა მთელ მსოფლიოში გაიზარდა.  სუიციდის ფაქტებმა მოიმატა საქართველოშიც – ბოლო  სამი წლის განმავლობაში. ეს განსაკუთრებით შემაძრწუნებელია, როცა სუიციდანტები არიან მოზარდები, ახალგაზრდები. ზოგადად, სიცოცხლის გამანადგურებელი აქტების, სუიციდის ძირითადი მიზეზი არის ის კრიზისული ფონი, რაც  ჩვენს საზოგადოებაშია.  კრიზისული ფონი მოიცავს დეპრესიულობას, ადამიანებს უჩნდებათ გამოუვალობის განცდა; ამას ემატება ძალადობა, დაჩაგვრა, უიმედობა. სოციალურ-ეკონომიკური ფონი აისახება ზრდასრულებზე, მაგრამ ეს ირიბად გადადის მოზარდებზეც.  როდესაც ოჯახი შფოთავს, ღელავს, ფიქრობს ეკონომიკურ თემებზე, დაძაბულია ურთიერთობებიც, რაც აუცილებლად აისახება ბავშვებზე. ახალგაზრდას ყველაზე მეტად სჭირდება გაგება, ყურადღება, ურთიერთობები, სითბო, აღიარება; შესაბამისად,  ეს ყველგან  შეიძლება იქცეს პრობლემურ თემად.  თქვენ ფიქრობთ, რომ სუიციდს მხოლოდ გაჭირვებული ადამიანები მიმართავენ? რა თქმა უნდა, არა. ეს არ არის დამახასიათებელი  გაჭირვებული ან სოციალურად დაბალი სტატუსის მქონე ადამიანებისთვის, წარმატებულ ადამიანებსაც აქვთ სტრესული მომენტები ცხოვრების გზაზე, რაც არცთუ იშვიათად ხდება სიუციდის მიზეზი. სუიციდის აქტების უმეტეს შემთხვევაში, ადამიანი სიცოცხლის დასრულებას ცდილობს იმის გამო, რომ ის შეურაცხყოფილი, დათრგუნული  და განადგურებულია. ეს, შესაძლოა, ეკონომიკურად გამართულ ადამიანსაც  დაემართოს. თვითმკვლელობის ტიპების მიხედვით, ადამიანმა სუიციდი შეიძლება ჩაიდინოს: ადამიანური ურთიერთობებისა და სოციალური ფაქტორების;  ეკონომიკური ფაქტორების;  სხვა ადამიანის სიყვარულის;  გარშემო მყოფთა ყურადღების მიპყრობის ან გარემოს მიმართ პროტესტის გამოხატავის მიზნით. ხშირად ადამიანები ასეთი ქცევით გარშემო მყოფთა ყურადღების მიპყრობას ცდილობენ. არაერთი მკვლევარი დარწმუნებულია, რომ ადამიანი თვითმკვლელობას მაშინ მიმართავს, როცა სოციალური ურთიერთობების დეფიციტს განიცდის, განსაკუთრებით მაშინ, როცა პრობლემა მოულოდნელად წარმოიქმნება, მაგალითად, სამსახურს კარგავს ან ოჯახი ენგრევა.  არსებობს სუიციდის ფორმა, როცა ადამიანს საკუთარი სიკვდილით  სურს ვინმეს  დასჯა. ასეთი შემთხვევები  ხდება ასევე ოჯახური ძალადობის დროს.  

– როგორია სუიციდანტების ასაკობრივი სეგმენტი? გარდა ამისა, ქალები უფრო მიდრეკილნი არიან სუიციდისკენ თუ მამაკაცები? 

– უკანასკნელ წლებში იმ ადამიანების  ასაკი, ვინც სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს  5-6 წლით გაახალგაზრდავდა. რისკ-ასაკად ითვლება მოზარდობის ასაკი და ასევე 40 წლიდან ზემოთ, როცა ადამიანს გარკვეული ჰორმონული ცვლილებები ეწყება. ეს არის კრიზისული ასაკი.  იმის მიუხედავად, რომ სიუციდის თითოეული შემთხვევა არის  ინდივიდუალური აქტი, ყველა შემთხვევას აერთიანებს ის, რომ,  ადამიანები, რომლებიც თვითმკვლელობით ამთავრებენ სიცოცხლეს,  ამ გადაწყვეტილების აღსრულების დროს  იყვნენ მარტო, არ ჰყავდათ გვერდით ვინმე, ვინც დახმარების ხელს გაუწვდიდა. ეს ადამიანები დროდადრო გზავნიან სიგნალს, რომ ისინი თვითმკვლელობას აპირებენ და დახმარება სჭირდებათ. არ არის აუცილებელი, მათ დახმარება გაუწიონ პროფესიონალებმა; შესაძლოა, ახლობელი ადამიანის გვერდში დგომა აღმოჩნდეს გადამწყვეტი. ხშირად არის საუბარი ამაზე და ეს დადასტურებულია, რომ სუიციდი არის ინდუცირებადი, ეს ერთგვარად  არის  წამბაძველობითი და გადამდები აქტი, ანუ, ფსიქოლოგიური პრობლემების მქონე, უიმედო ადამიანისთვის შეიძლება „გადამდები” აღმოჩნდეს,  როდესაც  გაიგებს, რომ ზუსტად მის მდგომარეობაში მყოფმა ადამიანმა ცხოვრება სუიციდით დაასრულა და ამიტომაც არის ეს ძალიან საფრთხილო თემა.      

– თქვენ მოგისმენიათ ბევრი  ისტორია, რას ამბობენ ისინი, ვინც თვითმკვლელობის მცდელობის მიუხედავად,  გადარჩენენ. რას გრძნობდნენ იმ დროს, როცა საკუთარი სიცოცხლის განადგურებას ცდილობდნენ?  

– ის ისტორიები, რაც მე მომისმენია იმ ადამიანებისგანაც კი, რომლებმაც რამდენჯერმე სცადეს თვითმკვლელობა, ერთმანეთს იმით ჰგავს, რომ მათი უმეტესობა გახარებულია, რომ ცოცხლები გადარჩნენ. სუიციდის გადაწყვეტილება იშვიათად მიიღება სპონტანურად. სერიოზული ფსიქიკური დაავადებებისა და აშლილობის დროს, როდესაც ადამიანს „ზევიდან” ესმის ხმები და „ჰკარნახობენ”, რომ ეს ჩაიდინოს, ის სპონტანურად იღებს  სუიციდის გადაწყვეტილებას. სხვა შემთხვევებში სუიციდანტი  გეგმავს, ზუსტად აწონ-დაწონის, როგორ ჩაიდინოს თვითმკვლელობის აქტი. თუ მის გარემოცვაში არის  ყურადღებიანი ადამიანი, რომელიც მას კარგად იცნობს, ეს არ უნდა გამოეპაროს.

– როგორია სუიციდანტის ფსიქოლოგიური პორტრეტი?

–  როდესაც ადამიანი რადიკალურად იცვლება, წყვეტს ურთიერთობებს; უქრება ის ინტერესები, რაც ჰქონდა; ჩაკეტილია საკუთარ თავში, არ უვლის თავს, აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება  ამ უცნაურ შეცვლას. ეს, შესაძლოა, არ იყოს სუიციდის გამოვლენის პირდაპირი ნიშანი, მაგრამ, ფსიქიკური პრობლემების ნიშანი ნამდვილად არის. მოზარდის შემთხვევაში,  ყურადღება უნდა მიექცეს მის ემოციურ ფონს, სწავლის შეწყვეტას, გაღიზიანებადობას. მოზარდმა, რომელსაც ასეთი ფიქრები აქვს,  შესაძლოა, შეიცვალოს ჩაცმულობის სტილიც კი; ზედმეტი გულჩათხრობილობა, ძილის დარღვევა, შფოთვა, უხალისობა, ზოგჯერ  პროტესტი და  ახალი გატაცებებიც კი – ეს ყველაფერი ანგარიშგასაწევი და ყურადღების მისაქცევი ფაქტორებია. არსებობს  სხვა ტიპის გარემოებებიც: ადამიანი, რომელსაც თვითმკვლელობა აქვს დაგეგმილი, შესაძლოა, შეინიღბოს: პირიქით, ზედმეტად აჟიტირებული იყოს, უფრო მეტად უვლიდეს თავს, იქცეოდეს ისე, რომ არ შეამჩნიონ. გარემოდან მოსული ზეწოლის, სიტუაციების გავლენას ყველა ერთნაირად არ განვიცდით,   ყველა ერთნაირი სიმყიფის არ არის; ჩვენ აბსოლუტურად განსხავავებულები ვართ.  ვიღაცაზე რაღაც საერთოდ არ მოქმედებს; ვიღაცაზე კი, პირიქით, შესაძლოა, ძალიან დიდი გავლენა მოახდინოს. ამიტომაც, ვერ ვიტყვით, რომ თვითმკვლელობას  ზედმეტად ემოციური ან, პირიქით, ნაკლები ემოციების ადამიანები სჩადიან. არსებობს მოსაზრება, როცა ადამიანი სტრესული სიტუაციის დროს ახსენებს, რომ ის თავს მოიკლავს, რეალურად არასდროს ჩაიდენს ამას. ეს არის მითი.   როდესაც ადამიანი აცხადებს, რომ ის თავს მოიკლავს, არსებობს  სუიციდის რისკი, რაც აუცილებლად უნდა იქცეს სიგნალად მისი ახლობლებისთვის.   სუიციდის მიზეზი შესაძლოა იყოს ყურადღების მიქცევის მცდელობაც – თვითმკვლელობის ასეთი დემონსტრაციული ფორმა  საკმაოდ  ხშირია.  

სხვათა შორის, კვლევები აჩვენებს, რომ თვითმკვლელობის მაჩვენებელსა და თვითმკვლელის პროფესიას შორის გარკვეული კავშირი არსებობს. აღმოჩნდა, რომ სპეციალობებს შორის სუიციდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ექიმებშია.  სუიციდის მაჩვენებლით, სპეციალობებს შორის მეორეა იურისტის პროფესია. რაც შეეხება მონაცემებს ქალთა და მამაკაცთა სუიციდის შემთხვევების შესახებ,  ცოტა ადრინდელი მონაცემებით, ქალებში უფრო ხშირი იყო სუიციდის მცდელობის შემთხვევები, ვიდრე მამაკაცებში, თუმცა მამაკაცები 4-ჯერ  უფრო ხშირად იღუპებოდნენ თვითმკვლელობით, რადგან ისინი უფრო ბრუტარულ საშუალებებს მიმართავდნენ. ბოლო მონაცემებით, შეფარდება 4/1-ზე შეიცვალა და დღეს  არის 2/1-ზე, რაც  იმას ნიშნავს,  რომ, ან ქალებში გაიზარდა სუიციდის შემთხვევები, ან სუიციდის შედეგად  მამაკაცების სიკვდილიანობა შემცირდა.   

скачать dle 11.3