კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოაკვლევინა ნარკომანმა შვილმა გამწარებულ მამას ცოლი

59 წლის ლაურა მ-ძე მეუღლემ, 64 წლის მუხრან მ-შვილმა, ნაჯახის დარტყმით მოკლა. ქალს მძიმე დაზიანება კისრის არეში ჰქონდა მიყენებული, რაც სიცოცხლისათვის შეუთავსებელი აღმოჩნდა – ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. სამართლადამცველებმა მომხადრ ფაქტზე მისი მეუღლე, მუხრან მ-შვილი, მკვლელობიდან რამდენიმე საათში დააკავეს, მამაკაცმა წარდგენილ ბრალდებაში  თავი დამნაშავედ ცნო.  

  როგორც წინასწარი მოკველევით დადგინდა, მკვლელობის მიზეზი გახდა კონფლიქტი, რომელიც ოჯახში მამასა და  უფროს შვილს – 38 წლის ნუკრი მ-შვილს შორის არსებობდა. ბოლოს  კონფლიქტი ისე  გამწვავდა, მუხრან მ-შვილის მეზობლები დანაშაულის ჩადენამდეც ამბობდნენ, რომ ამ  ოჯახში საშინელი ტრაგედია  გარდაუვალი იყო. ამის შესახებ გამოძიებას ინფორმაცია გარდაცვლილის მეზობელმაც მიაწოდა. 

ამონაწერი მოწმის, ნელი ს-შვილის ჩვენებიდან: „გარდაცვლილ ლაურა მ-ძესთან, როგორც კარის მეზობელთან, ახლო ურთიერთობა მქონდა. მშრომელი ხალხი იყო თვითონაც და მისი მეუღლეც, მაგრამ შვილებში არ გაუმართლათ. ნუკრი ორჯერ იყო გასამართლებული და მის შვილებს ლაურა და მუხრანი ზრდიდნენ. მეორედ რომ გამოვიდა ციხიდან, ნუკრიმ სმა დაიწყო და, ნარკოტიკების მოხმარებაზეც არ ამბობდა უარს. მამა-შვილი ხშირად ჩხუბობდა და ხან ვინ იყო უბანში მათი გამშველებელი, ხან – ვინ. ბოლოს ნუკრი ფიზიკურადაც კი უსწორდებოდა მამას, რის გამოც ყველა ვფიქრობდით, რომ მათ ოჯახში ტრაგედია დატრიალდებოდა. დედა ყველანაირად ცდილობდა, მამა-შვილი მოერიგებინა, მაგრამ არ გამოსდიოდა. მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე სოფელში ხმა გავრცელდა, რომ ნუკრიმ მეზობლის სასურსათო მაღაზია გაქურდა. მეზობელი პოლიციაში არ აცხადებდა, მაგრამ ნუკრის პირდაპირ ადებდა ხელს. მუხრან მ-შვილი ამ ამბით ძალიან იყო გამწარებული, როგორც მერე გავიგე, ნუკრიმ მამას სახლიდან სანადირო თოფი მოჰპარა, რომელიც მეზობელ სოფელში 400 ლარად გაყიდა. ამაში ლაურა გამომიტყდა – ჩემმა ქმარმა ეს რომ გაიგოს, ნუკრის მოკლავსო, თუმცა, ჩვენ ყველას იმის უფრო გვეშინოდა, რომ მუხრანი არ გამხდარიყო შვილის მსხვერპლი. ლაურა მკვლელობამდე ერთი საათით ადრე ჩემთან იყო შემოსული, როცა რძალმა დაუძახა. მეც ფეხდაფეხ გავყევი. უცებ დავინახე, რომ ნუკრის ცოლი მიწაზე დაეგდო და სცემდა. ქალი მე და ლაურამ გამოვგლიჯეთ ხელიდან. ნუკრი საძინებელში შევიყვანეთ, ქალს კი სისხლიანი სახე მოვბანეთ. მერე მე ჩემს სახლში გადავედი. ალბათ, 20 წუთი იქნებოდა გასული, ჩემი მეზობლებისგან ყვირილი და კივილი შემომესმა. სანამ მათ ეზოში გადავედი, ტრაგედია უკვე მომხდარი იყო – ლაურა მიწაზე იწვა და  სისხლის გუბეში ცურავდა. თავიდან  ვერ მივხვდი, რა მოხდა. იქვე ახლოს ეგდო ნაჯახი, გამწარებული მუხრანი კი საკუთარ შვილზე ისე იწევდა,  რძალი ძლივს აკავებდა. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ლაურას ნაჯახი შვილმა დაარტყა. კივილზე მეზობლები შემოცვივდნენ. ერთ-ერთის მანქანით ლაურა საავადმყოფოში წაიყვანეს, მაგრამ ქალი გზაში გარდაიცვალა.”

 საქმის მასალების მიხედვით, ლაურა მ-ძე მეუღლემ, მუხრან მ-შვილმა მოკლა, თუმცა, თავიდან გაჩნდა ვერსია, რომ, შესაძლოა, დედის მკვლელი  არა მისი ქმარი, არამედ შვილი იყო. ამ ვერსიას ამყარებდა მკვლელობის ადგილზე მყოფი ადამიანების ჩვენებები.  ნუკრი მ-შვილმა  და მისმა  ცოლმა ჩვენება ორჯერ შეცვალეს. გარდაცვლილი ქალის მეუღლემ, მუხრან მ-შვილმა, თავიდანვე განაცხადა, რომ ცოლს ნაჯახი თავად დაარტყა, თუმცა მისი დაკითხვა  შოკურ მდგომარეობაში ყოფნის გამო მოგვიანებით მოხდა.  იმას, რომ ლაურა მ-ძე მეუღლის მიერ არ იყო მოკლული, ამტკიცებდა მისი  ქალიშვილიც, თუმცა, ეს ეჭვი გამოძიებამ ვერ დაადასტურა. მუხრან მ-შვილმა ცოლის მკვლელობა აღიარა სასამართლო პროცესზეც – როგორც მან განაცხადა, ცოლი  შვილზე გაბრაზებულმა, აფექტურ მდგომარეობაში მყოფმა მოკლა.  ამონაწერი მკვლელობაში ბრალდებულის ჩვენებიდან: „მკვლელობის დღეს  სახლში რომ დავბრუნდი, მთელი ოჯახი აწიოკებული დამხვდა. ნუკრი ამას ხშირად აკეთებდა, მაგრამ ჩემი ცოლი ყველანაირად ცდილობდა, რომ ეს ჩემს ყურამდე არ მოსულიყო.  მისი საქციელის გამო მთელ სოფელში თავი მქონდა მოჭრილი. დარწმუნებული ვარ, მეზობლის მაღაზიაც მან გაქურდა, თუმცა კატეგორიულად უარყოფდა ამას. მერე გავიგე, რომ სახლიდან თოფი მოიპარა და გაყიდა.  იმ დღეს სახლში მისულს ლაურა ატირებული, ჩემი რძალი კი ნაცემი დამხვდა. ოთახში შევედი და ნუკრის სიტყვიერი შეურაცხყოფა მივაყენე და ვუთხარი, შენ რა კაცი ხარ, ცოლს სცემ-მეთქი. საწოლიდან წამოხტა და სახეში გამარტყა. ოთახში წავკამათდით, მერე გარეთ გამოვედი და გამომყვა. ჩემი ცოლი შუაში ჩაგვიდგა და გვაშველებდა, რადგან ნუკრი ჩემკენ იწევდა საცემრად. ძალიან გავბრაზდი. იქვე ცული ეგდო, ავიღე და, არ ვიცი, როგორ მოხდა ეს – ჩემ ცოლს კისერში ჩავარტყი. როგორც კი ლაურას ყელზე სისხლი დავინახე,  თვალთ დამიბნელდა. რამდენიმე წამი ვერც კი გავაცნობიერე, რა ჩავიდინე. ჩემი საქციელი უფრო ჩემი შვილის უსაქციელობის გამო ცოლზე შურისძიებას ჰგავდა, რასაც ძალიან ვნანობ.”              

სასამართლომ მუხრან მ-შვილი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში, გაითვალისწინა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა (მამაკაცი ასთმით არის დაავადებული) და მას 8 წლით პატიმრობა შეუფარდა. სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრა  ნუკრი მ-შვილსაც, რომლის მიმართ სისსხლის სამართლის საქმე  ჩადენილი ქურდობის ფაქტზე აღიძრა, თუმცა, დაკავებული ნუკრი მ-შვილი ჩადენილ დანაშაულს არ აღიარებდა. დედამთილის მკვლელობის შემდეგ ქმრის  წინააღმდეგ ჩვენება მისცა   მისმა ცოლმაც, რომელმაც ქმარი ქურდობაში დაადანაშაულა.  გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ ნუკრი მ-შვილს 6 წლით პატიმრობა შეუფარდა.    

скачать dle 11.3