კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვეტერინარის რჩევები

კითხვა: მყავს 5 წლის კოკერსპანიელი, რომელიც ბოლო დროს აღარ გვემორჩილება – თმას არ გვაჭრევინებს. ზაფხულში კი მისი გრძელი ბეწვი ალბათ, ორმაგ დისკომფორტს შექმნის. რას გვირჩევთ?

პასუხი: ამისთვის აუცილებლად უნდა მიმართოთ სპეციალისტს, თუ თქვენს ძაღლს ცხელი სეზონის გადატანა გაუჭირდება, განსაკუთრებით თუ მუქი ფერის ბეწვი აქვს. თუ ვერ მოახერხეთ მისი გაკრეჭა, მაშინ ძაღლი უნდა მოათავსოთ გრილ ადგილას და პერიოდულად აბანაოთ. წყალი უნდა ჰქონდეს მუდმივად. 

კითხვა: უკვე მესამე სეზონია, ზაფხულის დადგომისთანავე, ჩემს ძაღლს თვალი უღიზიანდება და კონიუნქტივიდი ემართება. ეს საშიშია?

პასუხი: ასეთ შემთხვევაში, ექიმს აუცილებლად უნდა მიმართოთ, რადგან მისი უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება. მით უმეტეს, თუ ეს პირველი შემთხვევა არ არის. ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ ზაფხულში ხშირია  კონიუნქტივიტები, რაც განპირობებულია მტვრის მოხვედრით თვალის ლორწოვან გარსზე. ძაღლს ამ დროს თვალი დახუჭული აქვს, აღენიშნება ცრემლდენა და ქუთუთოების შესიება. ამ დროს თვალი უნდა გაუწმინდოთ ჩაის წყლით და აუცილებლად მიიყვანოთ ვეტერინართან. ის დაუნიშნავს ცხოველს თვალის წვეთებს. 

კითხვა: შეიძლება, ძაღლი ვერ ნაყოფიერდებოდეს? უკვე 4 წელია, გვყავს მეტისი და ჯერ ლეკვები არ ჰყოლია.

პასუხი: როგორც სხვა ძუძუმწოვრებს ძაღლებსაც აქვთ სქესობრივი ციკლი და ამ ციკლთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემა შეიძლება იყოს უნაყოფობის მიზეზი. აუცილებლად უნდა დაზუსტდეს, აქვს თუ არა თქვენს ძაღლს ციკლი, ჯვარდება თუ არა და თუ ჯვარდება, ეს შეჯვარება ემთხვევა თუ არა ოვულაციას, რათა მოხდეს განაყოფიერება. ანუ, ციკლის დაწყებიდან მერამდენე დღეზე აჯვარებთ ძაღლს. გირჩევთ, ამ საკითხთან დაკავშირებით, ვეტერინართან გაიაროთ კონსულტაცია, რის შემდეგაც შეიძლება, სპეციალური გამოკვლევები დასჭირდეს თქვენს ცხოველს. ეს კი დააზუსტებს თქვენი ძაღლის უნაყოფობის მიზეზს.

კითხვა: ჩემს ძაღლს დღეში ორჯერ მაინც ვვარცხნი, მაგრამ მაინც ძალიან სცვივა ბეწვი. რა შეიძლება, ამის მიზეზი იყოს?

პასუხი: შესაძლოა, თქვენს ძაღლს, რომელიმე ვიტამინის ან მიკროელემენტის ნაკლებობა აქვს. ასევე არ არის გამორიცხული, რომ ბეწვის ცვენა, არასწორი და არასრულფასოვანი კვების ბრალი იყოს. შესაძლოა, ბეწვის ცვენა გამოწვეული იყოს კანის დაავადებით. ამიტომ, ზეპირად ცოტა რთულია კონკრეტული პასუხის გაცემა ამ საკითხთან დაკავშირებით. უმჯობესია, ვეტერინართან ვიზიტი დაგეგმოთ და მისგან სწორი პასუხი მიიღოთ. 

скачать dle 11.3