კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეკითხვა ასტროლოგს

კითხვა: დავიბადე 1998 წლის 15 ივლისს. უცხოეთის რომელი ქვეყანაა ჩემთვის მისაღები და რა საქმიანობაში მელის წარმატება?

პასუხი: თქვენთვის პროფესიებიდან კარგია: პედიატრია, რეანიმატოლოგია, ფსიქოლოგია, გინეკოლოგია, ქირურგია, არატრადიციული მედიცინა, საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, საფინანსო სფერო, სამართალდამცავი ორგანოები, სამხედრო სტრუქტურები, საგამომძიებლო საქმე, მაკონტროლებელი ორგანოები, საბაჟო, სადაზღვევო ორგანიზაციები, საგადასახადო ინსპექცია, პედაგოგიკა, ფილოსოფია, ფსიქოლოგია, ისტორია, ეთნოგრაფია, არქეოლოგია. უცხოეთი თქვენი კარმული მისია ნამდვილად არ არის, თუმცა საშუალოდ გაგიმართლებთ. ქვეყნებიდან კარგია: ამერიკის შეერთებული შტატების დასავლეთი მხარე, აფრიკის ჩრდილო-დასავლეთი ქვეყნები, თურქეთი, შოტლანდია, ახალი ზელანდია, ჩინეთი, ინდოეთი, იტალიის ვენეციის მხარე, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, გერმანიიდან – ბავარიის მხარე, ნორვეგია, შვედეთის დასავლეთი მხარე, კუბა, მექსიკა და უნგრეთი.

კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 2005 წლის 21 ივნისს. რა არის მისი კარმული მისია და რომელ სფეროში გაუმართლებს სამომავლოდ?

პასუხი: მისი კარმულ-კოსმიური მისია უკავშირდება ისეთი თვისებების გამოვლენას, როგორიცაა: დისციპლინა, ორგანიზებულობა, შეუპოვრობა, მიზანსწრაფულობა, ნებისყოფა, პრაქტიკულობა. მეტი სერიოზულობით უნდა მიუდგეს საქმეს, გამოავლინოს პასუხისმგებლობა, იყოს მუდამ მოწესრიგებული. ნებისმიერ დეტალს მიაქციოს ყურაღდება, სადაც საჭიროა, გამოავლინოს არასტანდარტული მოქმედება და სპონტანური იმპროვიზაცია. იყოს დემოკრატი, დაიცვას სხვისი უფლებები. დაეყრდნოს ინტუიციას და გამოავლინოს დიპლომატია ურთიერთობებში. რაც შეეხება პროფესიებს, მისთვის მისაღებია: დრამატურგია, სცენარისტობა, რეჟისურა, კომპიუტერული ტექნოლოგიები, ავიაბიზნესი, სოციოლოგიის ფართო სპექტრი, სამეცნიერო-კვლევითი საქმე, ტექნიკა-მექანიკა, საკონსტრუქტორო, საგამომგონებლო საქმე, მედიცინის ფართო სპექტრი, საბანკო, ეკონომიკური, კომერციული, სავაჭრო, საფინანსო სფერო, პედაგოგიური მოღვაწეობა, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო-საგამომცემლო საქმე.

კითხვა: დავიბადე 1990 წლის 12 იანვარს. რა არის ჩემი კარმული მისია და რა გავაკეთო წარმატების მისაღწევად?

პასუხი: თქვენი კარმულ-კოსმიური მისიაა: იყოთ ორგანიზებული, დისციპლინირებული, შეუპოვარი, მომთმენი, პრაქტიკული, მიზანსწრაფული, შრომისუნარიანი, ნებისყოფიანი, ფულის ყაირათიანად მხარჯველი და გადამნაწილებელი. ყოველთვის უნდა იყოთ სუფთა და პიწკინა, მოწესრიგებული მუშაკი. თუ რამეს აკეთებთ, გააკეთეთ მიფუჩეჩების გარეშე. ასევე, უნდა იყოთ მარტოხელა მებრძოლი. საქმეს მიუდექით მეტი პასუხისმგებლობით. იყავით ფრთხილი და იმოქმედეთ პრინციპით: „შვიდჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი“. ამ თვისებების გათვალისწინებისა და გამოყენების ხარჯზე, თქვენ დადგებით სწორ, კოსმიურ-კარმულ ევოლუციურ გზაზე, რაც თქვენი წარმატების გარანტიც გახდება.

скачать dle 11.3