კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

იყვნენ თუ არა ბერიას საყვარლები მისი აგენტები და სჯიდა თუ არა ის პატიმრებს თავისი ხელით

ლავრენტი ბერიას სახელი მთელ მსოფლიოშია ცნობილი,  თუმცა  მისი ბიოგრაფიის ბევრი დეტალი ქართველი საზოგადოებისთვის დღემდე ნაკლებადაა ცნობილი.  ერთ-ერთ ასეთ ეპიზოდზე გვესაუბრება  ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს  მწერალთა  კავშირის წევრი  ნიკა თევზაძე.

– ბატონო ნიკა,    როგორ დაახასიათებთ ბერია – ადამიანს?

– სამწუხაროდ, ლავრენტი ბერიაზე  დღეს  მითები უფროა გავრცელებული. ერთნი  მას განადიდებენ და ლამისაა საქართველოს პატრიოტად გამოჰყავთ; მეორენი კი, პირიქით, მანიაკად და სადისტად  მოიხსენიებენ.  არცერთი  ეს განსაზღვრა არ არის სწორი, რადგან ისინი  უფრო ემოციების კარნახითაა გაკეთებული, ვიდრე გონების. სიმართლეს ვერ გაექცევი – ბერია უდავოდ ჭკვიანი  და ნიჭიერი კაცი  იყო. ეს ჯერ კიდევ ბავშვობაში გამოჩნდა, როცა ლავრენტი კლასის ლიდერი იყო.  ამას ამბობდნენ ისინიც, ვინც შემდგომში ემიგრაციაში  წავიდა.  სიმართლეს არ შეესაბამება  ისიც, რომ ბერია სადისტი  იყო.  „ჩეკაში” მუშაობისას ის  პატიმარს ხელით არასდროს  შეხებია.  მის დახასიათებაში ნათქვამია – ჭუჭყიან საქმეს გაურბისო. „ჭუჭყიან საქმეში” მკვლელობა და წამება იგულისხმება.   ამის გაკეთებას ის სხვისი ხელით ამჯობინებდა.  დოკუმენტებზე  არის მისი   წერილობითი განკარგულებები, მავანი და მავანი პიროვნება  მაგრად მიტყიპეთო,  მაგრამ პირადად ამას არასოდეს აკეთებდა; მეტიც, წამებაზე  დასწრებას ერიდებოდა, რაც მის  დახასიათებაშიცაა დაფიქსირებული. ასევე, სიმართლეს არ შეესაბამება  ისიც,  თითქოს ლავრენტი სექსუალური მანიაკი იყო. მას უყვარდა ქალები და  ჰყავდა საყვარლები,   თუმცა, ისიც ფაქტია, რომ არცერთი მათგანისათვის  არასდროს ძალა  არ დაუტანებია; პირიქით,   ბევრი ქალბატონი გულმოდგინედ ცდილობდა, ბერიას საყვარელი გამხდარიყო.

– ბერიას მეუღლე, ნინო გეგეჭკორი ამტკიცებს, რომ ეს ქალები ლავრენტის აგენტები იყვნენ.

– ხშირ შემთხვევაში ასეც იყო. მაგალითად, ცნობილი ჯაშუში ჩეხოვა ლავრენტის აგენტიც  და საყვარელიც  გახლდათ.  იგივე შეიძლება სხვებზეც ითქვას. 

ლავრენტი   ბოლშევიკური პარტიის წევრი თებერვლის რევოლუციის შემდეგ ხდება – მაშინ როცა  რომანოვების დინასტია დაამხეს  და  რუსეთში დროებითი მთავრობა ჩამოყალიბდა. შემდეგ იყო ოქტომბრის გადატრიალება,  სამოქალაქო ომი.  ბაქოში თურქები შევიდნენ, საქართველომ კი 1918 წლის 26  მაისს დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ახალგაზრდა ბოლშევიკი ბერიაც რჩება ბაქოში არალეგალურ სამუშაოზე. პარტიის დავალებით ის ურთიერთობას ამყარებს მუსავატურ კონტრდაზვერვასთან, რაც დოკუმენტურადაა  დამტკიცებული.  ბრალდებები,  თითქოს ბერია  პროვოკატორი იყო და ბოლშევიკებს აბეზღებდა, სიმართლეს არ შეესაბამება.  

–  მართალია,  რომ  ბერია საქართველოს კონტრდაზვერვაზეც მუშაობდა?

– დოკუმენტებით ეს არ მტკიცდება.  ამავე დროს, ყველა, ვინც იმ პერიოდში ლავრენტის იცნობდა,  ეთანხმება მტკიცებას, რომ ბერია საქართველოს დამოუკიდებლობას  სკეპტიკურად უყურებდა.  მეგობრებთან საუბარში ის ამტკიცებდა, რომ ქართულ სახელმწიფოებრიობას მომავალი არა აქვს, რადგანაც საქართველოს არ გააჩნია დამოუკიდებლობისათვის საჭირო საკმარისი რესურსები. მისი აზრით, საქართველოს დამოუკიდებლობაც დროებითი, გარდამავალი მოვლენა  იყო. თბილისზე  ან რუსეთის თეთრი  დროშა აღიმართებოდა, ან წითელი. ბერია,  როგორც ბოლშევიკი, მიიჩნევდა, რომ წითელი დროშა  საქართველოსთვის საუკეთესო ვარიანტია.  გამომდინარე აქედან,  ძნელი წარმოსადგენია,  რომ მას საქართველოს  დაზვერვასთან რაიმე კონტაქტი ჰქონოდა. მან მთელი თავისი ნიჭი, ენერგია და ინტელექტი რუსეთის იმპერიის აღორძინება-გაძლერებას მოახმარა.

– ბაქოზე წითელი დროშის აღმართვის შემდეგ როგორ წარიმართა ლავრენტის ბედი?

– ბაქოს აღების შემდეგ დღის  წესრიგში  საქართველოს ოკუპაცია-ანექსიის საკითხი დადგა. რუსების სქემა მარტივი  იყო: მე-11  არმია საქართველოში შემოიჭრება; პარალელურად  კი საქართველოს ქალაქებში ბოლშევიკები შეიარაღებულ გამოსვლებს მოაწყობენ.  

ოკუპირებული ბაქო,  რომელზეც წითელი დროშა აღიმართა, ანტიქართული  ინტრიგებისა და შეთქმულებების ცენტრად გადაიქცა.  სწორედ აქედან ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში ჯაშუშურ-დივერსიული  ჯგუფების  შემოგზავნა.  ერთ-ერთი  ასეთი ჯაშუში ლავრენტი ბერიაც იყო. მოგვიანებით ის თავის  ავტობიოგრაფიაში დაწერს,  რომ კავშირი დაამყარა მენშევიკური გვარდიის ზოგიერთ მაღალჩინოსანთან, ქართული არმიის გენშტაბის წარმომადგენლებთან.  ამრიგად, ლავრენტი ანტიქართული შეთქმულების ერთ-ერთი აქტიური მონაწილე ბრძანდებოდა.

– აბდურაჰმან   ავტორხანოვი წერს, მენშევიკურ საქართველოში ბერია წითელი აბრეკი  იყოო...

– შესაძლოა, ლავრენტის პატრონებს  მართლაც ასე ჰქონდათ ჩაფიქრებული. ბერია  შექმნიდა დივერსიულ ჯგუფს და, როგორც კი წითელი  არმია შემოიჭრებოდა, ფართომასშტაბიან დივერსიულ-სადაზვერვო მოღვაწეობას გაშლიდა. მაგრამ ლავრენტის არ გაუმართლა –  ის  ძალიან სწრაფად დააპატიმრეს. საგანგებო რაზმს,  რომელმაც ბერია აიყვანა,   მექი კედია მეთაურობდა. მან ოპერაცია  ისე  დაგეგმა, რომ ბერიამ ვერავითარი წინააღმდეგობის გაწევა ვერ მოასწრო. ლავრენტის ხელბორკილი დაადეს და ციხეში წააბრძანეს. შემდგომში  მისმა არაკეთილმოსურნეებმა დაიწყეს მტკიცება, დაკითხვებზე ტიროდა  და შებრალებას ითხოვდაო.  

ბერიას არაკეთილმოსურნენი,  უწინარეს ყოვლისა, ქართველი ბოლშევიკები – ორახელაშვილები, ღოღობერიძე თუ სხვები, ამას ჯერ კიდევ 20-იან წლებში ამტკიცებდნენ. ბრალდება ფაქტებით ვერ დადასტურდა,  არ ჩავარდნილა არც ერთი პიროვნება, ვისთანაც ლავენტის კავშირი ჰქონდა. ქართულმა კონტრდაზვერვამ ვერ გამოავლინა  გენშტაბსა თუ  სახალხო გვარდიის ხელმძღვანელობაში მყოფი პირები,  რომლებიც რუსებზე მუშაობდნენ და რომლებთანაც ბერიას უშუალო კავშირები ჰქონდა. 1921 წლის თებერვალში ამან  კატასტროფული შედეგები იქონია. ის, რომ  ჩვენ ტაბახმელის ბრძოლა წავაგეთ და წითელი არმია თბილისში შემოიჭრა,   არა მხოლოდ რუსების რიცხობრივი უპირატესობით, არამედ ღალატითაც არის განპირობებული. ამ მოღალატეთა შორის  მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ ისინი, ვისთანაც ბერია იყო დაკავშირებული.

– ანუ, ბერია  არ ტიროდა და შებრალებას არ ითხოვდა?

– აბა, რა გითხრათ.   ჯაშუშს  სიამაყე და ღირსეულად  თავის დაჭერა არ მოეთხოვება.   მხოლოდ საბჭოთა ფილმებშია გამოყვანილი ამაყი  ჩეკისტები,  რომლებსაც აწამებენ, მაგრამ კრინტსაც ვერ  აძვრევინებენ. 

შესაძლოა, ბერია  მართლაც ტიროდა და შებრალებას ითხოვდა,  თუმცა, ფაქტია ისიც, რომ მას არავინ გაუცია. ლავრენტიმ მოახერხა, თავი წვრილმან წითელ ჯაშუშად გაესაღებინა.  რუსეთის წინაშე  ის აბსოლუტურად პირნათელია,  აი, ჩვენ,  ქართველებს კი, სრული უფლება გვაქვს, ბერია ვაძაგოთ – ის ხომ დამოუკიდებელი საქართველოს წინააღმდეგ იბრძოდა და ბევრი გააკეთა იმისთვის, რომ საბჭოთა  რუსეთს  ჩვენი ქვეყანა   დაეპყრო.

როგორც ცნობილია,  რუსეთის მიერ   საქართველოში პირველი შემოჭრის მცდელობა 1920 წელს მარცხით დასრულდა.  ლენინი იძულებული გახდა, საქართველოს დამოუკიდებლობა  ეცნო.  რუსეთთან დადებული შეთანხმების შედეგად, საქართველოს მთავრობამ გაათავისუფლა  თითქმის ყველა დაკავებული ბოლშევიკი.  მათი უმეტესობა საქართველოდან გაასახლეს და ისინი ბაქოში გაემგზავრნენ.  ამ ხალხს შორის ლავრენტი ბერიაც იყო, თუმცა, თავისი ამხანაგებისგან განსხვავებით, ის საქართველოდან არ   წასულა.

– რატომ?

– მალე  საქართველოში რუსეთის  საელჩო გაიხსნა,  ელჩად კი სერგეი კიროვი დაინიშნა.  ბერიამ ამ საელჩოში ლაკერბაიას გვარით დაიწყო მუშაობა.  ამერიკის დაზვერვის მომავალი შეფი ალენ დალესი წერს, რომ კიროვის კანტორა სინამდვილეში  ჯაშუშურ ცენტრს წარმოადგენდა. ეს  მართლაც ასე  იყო – ბერია-ლაკერბაიაც ამ ჯაშუშური ცენტრის აქტიური თანამშრომელი იყო.

– ანუ, ბერია ანტიქართულ ჯაშუშურ საქმიანობას ეწეოდა?  

– დიახ, თუმცა, არც ამჯერად გაუმართლა – ის კვლავ დააპატიმრეს და ქუთაისის ციხეში გამოამწყვდიეს. ციხეში ლავრენტი ლაკერბაიას გვარით იმყოფებოდა.  მენშევიკებმა ვერც მისი ნამდვილი გვარი დაადგინეს და ვერც ის, რომ ეს კაცი ცოტა ხნის წინ  უკვე დაკავებული ჰყავდათ.

– თქვენი აზრით, ეს მენშევიკური ხელისუფლების უნიათობამ განაპირობა?  იქნებ მართლები იყვნენ  ისინი, ვინც ამტკიცებდა,  რომ ბერია საქართველოს დაზვერვაზეც მუშაობდა?

– ფაქტებით ეს არ მტკიცდება: საბჭოთა რუსეთმა  საქათველოში ძლიერი აგენტურული ქსელის აწყობა მოახერხა.  წითლებმა  მეფის „ოხრანკის” ოფიცრები და მათი მსტოვრებიც გადაიბირეს, ანუ, საუბარია ხალხზე, ვინც რევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობდა,  1918-20 წლებში კი საქართველოს სახელმწიფო აპარატში,  არმიასა და სახალხო გვარდიაში  მაღალი პოსტები ეკავა.  ბერია ბევრ მათგანს პირადად იცნობდა,  თუმცა ქართულმა კონტრდაზვერვამ ამ ხალხის   გამომჟღავნება ვერ შეძლო.  რუსულმა „მეხუთე კოლონამ” დიდად განაპირობა ის, რომ  1921  წელს  რუსეთმა საქართველო დაიპყრო.  ღალატი  ტაბახმელის ბრძოლის დროსაც მოხდა.  ბერიას რომ საქართველოზე ემუშავა,  ეს ასე არ იქნებოდა. 

დღეს, როცა უამრავი საიდუმლო დოკუმენტი გამოქვეყნდა, ჩვენს ხელთ ბევრი ფაქტია. ფაქტები კი შემდეგია:  ბერიამ გადაიბირა ბაგიროვი, გადაიბირა მუსავატელთა ბევრი მაღალჩინოსანი,  ვისი დახმარებითაც  რუსებმა ბაქო  თოფის გასროლის გარეშე აიღეს. შირერი წერს, რომ ბერიამ ინგლისის რეზიდენტურის რამდენიმე წარმომადგენელიც გადაიბირა და ეს ხალხი წლების განმავლობაში მუშაობდა რუსეთის დაზვერვაზე. საქართველოში  ლავრენტის საქმიანობაზე უკვე ვილაპარაკე, ასე რომ, დასკვნა ცალსახაა: ბერია  საბჭოთა რუსეთზე მუშაობდა.  მისი ღვაწლი უდიდესია იმაში,  რომ ბოლშევიკურმა  რუსეთმა ამიერკავკასიის, მათ შორის, ბერიას მშობლიური საქართველოს  კვლავ   დაპყრობა შეძლო.

– ისევ ქუთაისის ციხეს დავუბრუნდეთ: მაშ, ბერია ანუ ლაკერბაია იქ გამოამწყვდიეს?

– ციხეში ლავრენტი ცნობილ ბოლშევიკს, საშა  გეგეჭკორს დაუახლოვდა.  რუსეთის ელჩი კიროვი  ყოველმხრივ ცდილობდა,  დაპატიმებული  ქართველი ბოლშევიკები დაეხსნა. მენშევიკური ხელისუფლება ჯიუტობდა.  კიროვმაც ქართველ ბოლშევიკებს შეუთვალა, შიმშილობა გამოაცხადეთო.   ასეც მოხდა. ბერია ამ   შიმშილობას არ შეერთებია და  შემდგომში ამას არაერთხელ აყვედრიდნენ, თუმცა,  ჩემი აზრით, აქ ბერია მართალი იყო.

– რატომ?

– ბერია პარტიის რიგითი წევრი კი არა, რეზიდენტი   გახლდათ.  შესაბამისად, ფრთხილად უნდა ყოფილიყო,  რათა არ გაშიფრულიყო და ლავრენტიმ ამას მიაღწია. 

– შიმშილობა  რა შედეგებით დასრულდა?

– ჟორდანია დაპატიმრებული ბოლშევიკების  გათავისუფლებას დაყაბულდა, ოღონდ, ერთი პირობით: ყოველ მათგანს საქართველო უნდა დაეტოვებინა. ასეც მოხდა. გათავისუფლებული ბოლშევიკები აზერბაიჯანში გაემგზავრნენ. მათ შორის ლაკერბაია ანუ ლავრენტი ბერიაც იყო. ასე დასრულდა მისი საიდუმლო მისია საქართველოში.

 

скачать dle 11.3