კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

ლოლაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ლოლა, რომელიც სპარსული წარმოშობისაა და ქართულად „იასამანს“ ნიშნავს.

თიანეთში მცხოვრებ ღვინია ლოლაშვილს 1829 წელს შეეძინა ქალი, რომელიც მონათლა მღვდელმა აბრამ თეთრაძემ და სახელად უწოდა ქეთევან.

ლოლაშვილები სოფელ ასურეთში 1941 წლიდან ცხოვრობენ.

ამავე ძირისაა გვარები: ლოლაძე, ლოლიაშვილი, ლოლუა.

საქართველოში 480 ლოლაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 243, სიღნაღში – 120, დედოფლისწყაროში – 32. არიან სხვაგანაც.

მეკოკაშვილი

გვარის ფუძეა ხელობის აღმნიშვნელი სიტყვა – მეკოკე, რაც კოკების მკეთებელს, ხელოსანს ნიშნავს.

მსგავსად წარმოშობილი გვარებია: მენამდე, მესაბლიშვილი, მექვაბიშვილი და ასე შემდეგ.

საქართველოში 693 მეკოკაშვილი ცხოვრობს: საგარეჯოში – 324, თბილისში – 248, გურჯაანში – 75. არიან სხვაგანაც.

კვიცაძე

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი კვიცა.

ამავე ძირისაა გვარები: კვიციშვილი, კვიციაშვილი, კვიციანი.

სოფელ კოდაში მცხოვრები დღევანდელი კვიცაძეები, 1873 წლის აღწერით, კვიციშვილები იყვნენ.

კვიციაშვილი გიორგი და მისი შვილები არაგვის საერისთავოში, დუშეთის რაიონის სოფელ ეთვალიდან გადმოსულან. 

საქართველოში 56 კვიცაძე ცხოვრობს: თბილისში – 26, თეთრი წყაროში – 20, რუსთავში –  6. არიან სხვაგანაც.

კუჭიაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი კუჭა, კუჭია.

მეტსახელი კუჭია შემონახულია ფოლადის გვარის სახინჯარში.

გვხვდება ტოპონიმები: კუჭიანი – ქიზიყში, კუჭია კი – ზესტაფონის რაიონში.

კუჭიაშვილები იყვნენ მებატონეებიც და ყმა-გლეხებიც.

საქართველოში 78 კუჭიაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 36, მცხეთაში – 36, კასპში – 6.

სკამკოჩიშვილი

გვარის ფუძეა მეტსახელი სკამკოჩა. ეს მეტსახელი წარმოშობილია მეგრული გამოთქმიდან „სკან კოჩი“, რაც ნიშნავს „შენს კაცს“.

სკამკოჩიშვილი და სკამკოჩაშვილი ერთი და იგივე გვარია.

საქართველოში 65 სკამკოჩიშვილი ცხოვრობს: ოზურგეთში – 47, თბილისში – 10, ბათუმში – 8.

ტუჩაშვილი

ტუჩაშვილები სოფელ ქურთაში, 1781 წლის აღწერით, ტუჩიაშვილებად არიან ჩაწერილები.

ტუჩაშვილების პირვანდელი გვარი ბაბეური ყოფილა, შემდგომში კი ბაბიაური გამხდარა. ხოლო ხურთისში მცხოვრები ტუჩაშვილების ადრინდელი გვარი ბაბაშვილი ყოფილა. ბაბაშვილები ტუჩაშვილების გვარზე მეთვრამეტე საუკუნეში გადასულან: 1781 წლის აღწერაში, ისინი, ვინც 1774 წელს ბაბიაურის გვარს ატარებდნენ, ტუჩაშვილებად არიან ჩაწერილი. ტუჩაშვილები და ბაბაშვილები ერთმანეთში ქალს დღესაც არ ათხოვებენ.

საქართველოში 209 ტუჩაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 73, მცხეთაში – 23, კასპში – 11. არიან სხვაგანაც.

 

აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით

скачать dle 11.3