კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ერთი პატარა გოგონას არცთუ ჩვეულებრივი ამბავი

სახელი: ნეევინი;

გვარი: ნირაჯ ვედი;

სამშობლო: ინდოეთი;

ასაკი: 5 წლის;

ტიტული: „პატარა მის ინდოეთი-2015“;  „ტოდ მის სამყარო-2015“

ჰოროსკოპი: თხის რქა;

საყვარელი ფერი: ყვითელი;

ეუფლება: იოგას, ტანვარჯიშს, ინგლისურს, კლასიკურ ინდურ ცეკვა – კატტაკს, ინდურ კლასიკურ მუსიკას, სიმღერას, მუცლის ცეკვას;

თავისუფლად ფლობს: რუსულ და ინგლისურ ენებს  და რაც მთავარია – ჰინდის.

ნეევინი: „მე ვარ პატარა ვარსკვლავი, მიყვარს საზოგადოების წინაშე ბრწყინვა.
მე მამიკოს სიამაყე ვარ, მსურს გავხდე ცნობილი ფოტომოდელი და მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ  პოდიუმებზე მოვხვდე.
მიყვარს ცეკვა, სიმღერა, ქარგვა და კიდევ, ვოცნებობ, დედიკოსავით დედოფალი გავხდე!“
5 წლის მომხიბლავი პრინცესა ნეევინ ნირაჯ ვედი ინდოეთიდან  საქართველოს ესტუმრა, რათა რიგით მე-10 საიუბილეო – სტილის, კულტურისა და ხელოვნების ბავშვთა საერთაშორისო ფესტივალზე, როგორც „პატარა მის სამყარო-2015“-ს  მიეღო მონაწილეობა.
ფესტივალის მე-10 საიუბილეო სეზონი საქართველოში, თბილისში ჩატარდა. მსოფლიოს 18 ქვეყნიდან ჩამოსული 5-15 წლამდე 35 ულამაზესი და უნიჭიერესი  ბავშვი იბრძოდა მთავარი ტიტულის: „პატარა მის სამყარო-2015-ის” სუპერ გრან-პრის მოსაპოვებლად.
„ჟიურის ძალიან გაუჭირდა გადაწყვეტილების მიღება – ამბობს ფესტივალის ქართველი ორგანიზატორი, ქალბატონი მაია თავაძე, – 2 საათზე მეტი ხანი დავობდნენ, რადგან ხმები გაიყო და თითოეული ტიტულის მისანიჭებლად, მოგვიწია  ფესტივალის მთელი ვიდეო და ფოტომასალის თავიდან გადათვალიერება. ერთადერთი ბავშვი, ვინც საკუთარი ტიტული, გრანპრი ასაკობრივ კატეგორიაში: „ტოდ მის სამყარო-2015,“ ყოველგვარი დებატების გარეშე, უყოყმანოდ მიიღო ხმათა უმრავლესობით – ეს ნეევინი გახლდათ“.
მუქი კანი, შავი თმა, ხავერდოვანი თვალები და მომხიბლავი ღიმილი – აი, მისი სავიზიტო ბარათი, ამას დავუმატოთ მისი ულამაზესი კოსტიუმები და ტალანტ-შოუში შესრულებული ინდური ცეკვა სიმღერის თანხლებით, ნეევინმა მართლაც მოხიბლა მაყურებელი და თავი შეაყვარა.
„წელს ფესტივალზე ჩვეულებრივი, ეროვნული კოსტიუმების ნაცვლად, მონაწილეებსა და მათ მშობლებს დაევალათ, ჩამოეტანათ და  ეჩვენებინათ თავიანთი ქვეყნების  სამეფო დინასტიებისა და სამეფო ოჯახების კოსტიუმები – ამბობს ფესტივალის დიზაინერი, ქალბატონი ნინო ლურსმანაშვილი, – ნეევინმა და დედამისმა, ქალბატონმა რაისა-ვედ ზაკიროვამ, ამ დავალებასაც შესანიშნავად გაართვეს თავი“.
პატარა ბუდასავით ფეხმორთხმულმა ნეევინმა დიადი დედოფალი – მახარანი წარმოადგინა ფესტივალის საექსპოზიციო დარბაზში. დიდებული თეთრი კოსტიუმით, თავით-ფეხებამდე სამკაულებასხმულმა, ინდოეთიდან ჩამოტანილი ეგზოტიკური ხილით, ჭურჭლით, ხალიჩებითა და ძალაუფლების სიმბოლოებით  გარშემორტყმულმა ნეევინმა, მაყურებლის აღფრთოვანება გამოიწვია.
წარმატება ვუსურვოთ პატარა პრინცესას ინდოეთიდან. ის არ აპირებს მიღწეულზე შეჩერებას – კიდევ უამრავ კონკურსსა და ფესტივალზე გამარჯვებას და მსოფლიო  პოდიუმების დაპყრობას გეგმავს.
გვჯერა, რომ  ეს აუცილებლად ასრულდება.
скачать dle 11.3