კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ დასდევდა უცხო კაცი მოსკოვის სასტუმროში დავით თორაძესა და ზურაბ ანჯაფარიძეს

„მისმა ბავშვობამ რაჭის საცალფეხო ბილიკებსა და ბეწვის ხიდზე გადაირბინა. იმ მთებში პირველად გაგონილმა „ალილომ” და „ქვედრულა მოდიდებულას” ხმებმა ჩაუსახა ოცნება და მიზანი იმ მომავლის, რომელსაც მთელი თავისი სიცოცხლე მოფერებით ემსახურებოდა... 7 წლის დავითი უკვე უკრავდა ფორტეპიანოზე. 13 წლის ბავშვი უკვე კომპოზიციაში მეცადინეობდა. 15 წლისა უკვე თბილისის კონსერვატორიაში იწყებს მეცადინეობას კომპოზიციისა და ფორტეპიანოს ფაკულტეტზე... 17 წლის ჭაბუკი სწავლას მოსკოვის კონსერვატორიაში აგრძელებს... მოსკოვში სწავლების პერიოდი დავით თორაძეს მძიმე წლებში მოუხდა: მამა უკვე გარდაცვლილი ჰყავდა და უპატრონო სტუდენტი იძულებული იყო, სწავლასთან ერთად, რესტორნებსა და კინოთეატრებში ემუშავა როგორც პიანისტს, რათა დახმარებოდა მარტოდ დარჩენილ დედასა და დას... საქართველოში დაბრუნების შემდეგ სწავლას განაგრძობს თბილისის კონსერვატორიის საკომპოზიციო კურსზე... 1942 წელს დავით თორაძე, როგორც სახელმწიფო ჯაზ-ორკესტრის მუსიკალური ხელმძღვანელი, სხვადასხვა ქალაქის საკონცერტო ესტრადებზე გამოდის. მან დიდი ამაგი დასდო საქართველოს ჯაზ-ორკესტრის განვითარებას” (ე. ავაზაშვილი „წუხილი სასწაულისა”) – ეს დავით  თორაძის დღიურებია. მისმა აღიარებულმა „გორდამ” თავის დროზე ევროპა მოიარა. გაზეთმა „მადია როსინგმა” წერილი გამოაქვეყნა სათაურით „ქართული ბალეტი ღია მინდორზე” – ბალეტმა „გორდამ” მაშინ უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა მაყურებელზე. უცხოურ გაზეთებში მასზე წერდნენ: „ეს არის ბრწყინვალე ნაწარმოები, დავით თორაძე კი – დიდი ტალანტის კომპოზიტორი, ორიგინალური და ძლიერი პიროვნება.” 

ერთად გადავავლოთ თვალი მისი ცხოვრების ეპიზოდებს.        

„...დავით (გუგული) თორაძეს საკუთარ ჭერქვეშ ეგულებოდა თავისი ლირიკული სიმღერების მუზა და არასდროს არ უძებნია ის გარეთ. ნაწარმოებების უმეტესი ნაწილი ლიანა ასათიანისადმია მიძღვნილი. კინომუსიკის ჟანრთანაა დაკავშირებული მისი დიდი აღიარება და სიყვარული. დღესაც სიამოვნებით ასრულებენ მომღერლები ესტრადაზე მის სიმღერებს კინოფილმებიდან: „ჭირვეული მეზობლები”, „დღე პირველი, დღე უკანასკნელი”, „პალიასტომი”, „შეხვედრა წარსულთან”. მოხუცი ფოსტალიონის სიმღერა თითქოს ჩვენთან ერთად დაიბადა. მან თაობები გაიყოლა და მრავლი თაობის მეგზურად იქცა”... 

„...ჩვენი შეხვედრა 1945 წელს მოხდა. გუგული გამორჩეული ახალგაზრდა იყო, ამიტომ ყველა იცნობდა და დღითიდღე ზრდიდნენ მის იმიჯს... – იხსენებს ქალბატონი ლიანა და გვიყვება, თუ რა პირობებში მოუხდათ ოჯახის შექმნა: – ეს ის წლებია, როდესაც ქვეყანა ნაომარ-გაპარტახებულ იარებს იშუშებდა. ცარიელ ადგილზე ვაგებდი ბუდეს, რათა გუგულის მუშაობის პირობები ჰქონოდა, ნინოსა და ლექსოს კი – საშუალება, გაზრდილიყვნენ ჯანმრთელნი, გამოჩენილი პიროვნებები – ოჯახი, შვილები, მტერი თუ მოყვარე – ქალბატონი ლიანას საზრუნავი იყო. – მე ვიცოდი, რომ გუგული ექსტრაორიდნარული პიროვნება იყო. მისი უზადო, დიდი ნიჭი და მისი – ადამიანური თვისებები ყოველნაირ ხელშეწყობასა და ანგარიშის გაწევას საჭიროებდა. ჩვენი ცხოვრება საინტერესო წარმატებებით სავსე, მოჭარბებული პრობლემებით, მეგობრებითა და ახლობლებით დამშვენებული იყო... ჩვენი ოჯახი საიმედო ნავსაყუდელი იყო მისი სტუდენტებისთვის. თავის საქმეს დიდი სიამოვნებით გადადებდა და გულუხვად გაიღებდა სიკეთეს სხვისთვის. ხან ვეტყოდი, ცოტა შენთვისაც დაიტოვე დრო, ჯანმრთელობასაც მიხედე-მეთქი, მაგრამ, ხასიათი... ხასიათი წყვეტს ყველაფერს და ეს ყელაფერი ჩემ თვალწინ ხდებოდა...” 

მეგობართა მოგონებებში ცოცხლდება ბატონი  დავითის ხასიათები, მისი იუმორი, რამაც ნათელი გახადა, თუ რატომ უყვარდათ მის გვერდით ყოფნა... „დიდი მეგობრობა მქონდა მის ოჯახთან, პატარა ლექსოსთან. „ანჯიკას” მეძახდა და გვერდიდან არ მცილდებოდა, – იხსენებდა ზურაბ ანჯაფარიძე, – მახსოვს, მოსკოვში, სასტუმრო „ბუდაპეშტში”, დიდი სუფრა იყო გაშლილი, თუ ვინმე ქართველი იყო ჩამოსული, ყველამ მოვიყარეთ თავი. უკრავდა რესტორნის ორკესტრი. ჩვენი თხოვნით, გუგული ავიდა ესტრადაზე და მისებურად ბრწყინვალედ ააჟღერა როიალი. საოცარი ტექნიკა ჰქონდა და ამიტომ არ მიკვირს დღეს ლექსოს ასეთი აღზევება – გენები თავისას შვრება. ორკესტრანტებმა თავი დაანებეს დაკვრას და ჩვენს მაგიდას შემოუსხდნენ. გუგულიმ მიხმო სცენაზე და, თუკი რამე ვიცოდით, ყველაფერი შევასრულეთ. დარბაზში ხსვებიც ისხდნენ. ერთი კაცი გადაგვეკიდა – ვინა ხართ და საიდან ხართო? გუგულიმ უთხრა – მე კოლმეურნეობის თავჯდომარე ვარ, ეს კი ტრაქტორისტიაო. მთელი საღამო დაგვდევდა ეს კაცი – წამოდით, სადმე ანსამბლში მოგაწყობთ, უზრუნველყოფილი იქნებით მოსკოვში ჩაწერითო – ეს მაშინ დიდ ამბად ითვლებოდა. გუგული დაჰპირდა, ვიფიქრებთ ამაზეო... იმ კაცმა შემთხვევით მოსკოვის დიდ თეატრში ოპერა „აიდაში” მომისმინა, შემოვიდა საგრიმიოროში და თავი მოიკლა კინაღამ – როგორ ვერ გიცანით იმ საღამოს, როგორ შევრცხვიო... 

... თუ რამე შექმნა დავით თორაძემ, როგორც კომპოზიტორმა, მხოლოდ საკუთარ ჭერქვეშ, საოჯახო როიალთან. გერმანული როიალი თორაძეების ყველაზე ძვირფასი ნივთია, მომავალი სიამაყითა და თავმოწონებით იტყვის მასზე, რასაც მე დღეს ვამბობ. „ამ როლიალზე უკრავდა კომპოზიტორი დავით თორაძე. ამ კლავიშებზე იხვეწებოდა პატარა ლექსოს ჯადოსნური თითები”. 

ამ როიალის თავზე დარჩა ბევრი ჩანაფიქრი და დაუმთავრებელი ნოტები. ნუ ვიტყვით, რომ შვილის ცხოვრებაში დატრიალებულმა განსაცდელმა მისი გული მომაკვდინებელი ფიქრებისგან დაიფარა, თუმცა, არც ისე მომხდარა, როგორც ხალხმა გააკეთა დასკვნა – ლექსოს ხმის გაგონება და მამამისის აღსასრული ერთი იყოო. არ არის ეს მართალი და, არც ის – გაზეთს კითხულობდა, ჩაეძინა და გაეპარა თავის თავსო... ჩაძინებულმა, იქნებ, სიზმარიც ნახა, ჩვენ კი არავის აღარ ძალგვიძს, ვთქვათ, თუ რა ხილვები ჰქონდა სიცოცხლის უკანსაკნელ ჟამს – იქნებ, თავის მონატრებულ შვილთან საუბრობდა და გულმა ვეღარ გაუძლო ამ დიდ სიხარულს...” 

скачать dle 11.3