კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ისპანახი, მჟაუნა, კარტოფილი და ბულგარული წიწაკა სამკურნალო ბოსტნეულია

ისპანახი ბევრ მნიშვნელოვან, ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებას შეიცავს. ასეთი შემადგენლობის გამო ის დიეტურ საკვებად გამოიყენება ისეთი დაავადებების დროს, როგორებიცაა სისხლის პათოლოგია და ტუბერკულოზი. რკინის შემცველობის გამო, ისპანახი კარგია ანემიის დროს. ის აძლიერებს პერისტალტიკასა და საჭმლის მომნელებელი ჯირკვლების სეკრეციას, ამიტომ, კარგად მოქმედებს ყაბზობისა და მეტეორიზმის დროს. ის რეკომენდებულია შაქრიანი დიაბეტისა და ჰიპერტონიის სამკურნალოდ.

ისპანახი დამამშვიდებლად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, თუმცა, მისი ჭამა არ შეიძლება მათთვის, ვინც დაავადებულია ნიკრისის ქარით, ღვიძლისა და თირკმლის პათოლოგიით.

მჟაუნას ფოთლებიც სამკურნალო პროდუქტია; მას აქვს ანთების საწინააღმდეგო, შარდმდენი და ჭრილობების შემხორცებელი თვისებები.

თუმცა, მჟაუნა არ არის რეკომენდებული მათთვის, ვისაც აწუხებს კუჭის წყლული, გასტრიტი ან ნიკრისის ქარი.

ქოლეცისტიტის დროს 1 ჩაის კოვზ ახალგამოწურულ მჟაუნას ფოთლების წვენს დაუმატეთ 1 ჩაის ჭიქა შაქრიანი წყალი და დალიეთ დღეში 2-ჯერ, უმჯობესია, ჭამიდან ნახევარი საათის შემდეგ. ის, ასევე, კარგი ნაღველმდენი საშუალებაა.

მჟაუნას ფოთლები დიდი რაოდენობით შეიცავს რკინას, ამიტომ ის აუცილებლად უნდა მიიღოთ დაბალი ჰემოგლობინის დროს.

კარტოფილი ორგანიზმიდან გამოდევნის ტოქსიკურ ნივთიერებებს. უმი კარტოფილის წვენი სასარგებლოა შაქრიანი დიაბეტის, კუჭის წყლულოვანი ან ჰიპერტონიული დაავადებების დროს, ასევე, მათთვის, ვისაც თირკმელები და ღვიძლი აწუხებს. რაც მთავარია, კარტოფილი ებრძვის სიმსივნურ წარმონაქმნებს. კარგად ბალანსირებული მინერალური შემადგენლობის გამო კი ამ პროდუქტის მიღება კარდიოლოგიური ავადმყოფებისთვისაც შეიძლება.

საკმარისია, მიიღოთ დღეში 20-30 გრამი ბულგარული წიწაკა, რომ ორგანიზმმა მიიღოს აუცილებელი სასიცოცხლო ნივთიერებები. განსაკუთრებით სასარგებლოა წითელი, ნარინჯისფერი და ყვითელი წიწაკა.

ბულგარული წიწაკა აცხრობს შაკიკის შეტევას, შველის ხველას, აუმჯობესებს მხედველობას, კარგია ანემიის დროს; ასევე, ის ხელს უშლის სკლეროზის განვითარებას, ორგანიზმიდან გამოაქვს ცუდი ქოლესტერინი, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და ამშვიდებს ნერვულ სისტემას.

 

მხიარულ ადამიანებს დიდხანს სიცოცხლე გარანტირებული აქვთ

ახლა ის პერიოდია, როცა დისკომფორტს განვიცდით, იზრდება გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკი და პიკს აღწევს უამრავი სხვა დაავადება. ამიტომ, ყურადღება გაამახვილეთ კვებაზე და ივარჯიშეთ.

ხალისიანი განწყობის შესაქმნელად დაგეხმარებათ კარგი კვება და ძილი. მთელი დღის განმავლობაში დატვირთვით რომ იმუშაოს, ტვინს ესაჭიროება შაქარი, ძირითადი ცხიმმჟავები, B ჯგუფის ვიტამინები. ამიტომ, ხშირად მიირთვით ბრინჯი, ხორცი, თევზი, რძის პროდუქტები და ხორბალი. 

ჟანგბადით ცუდად მომარაგებული ორგანიზმი მალე იღლება და იხარჯება, ღრმა სუნთქვა კი ერთგვარ მასაჟს უკეთებს შინაგან ორგანოებს, აადვილებს ნარჩენების გამოდევნას, აუმჯობესებს ძალას და სტიმულს აძლევს სისხლის ცირკულაციას. ისწავლეთ სწორად სუნთქვა: მოკუმეთ პირი, მარცხენა ნესტოზე მიიჭირეთ თითი და მარჯვენა ნესტოთი ღრმად ჩაისუნთქეთ. შემდეგ მარჯვენა ნესტოს მიაჭირეთ თითი და მარცხენა ნესტოთი ამოისუნთქეთ. რამდენჯერმე გააკეთეთ „მუცლით სუნთქვა” – ცხვირით ჩაისუნთქეთ და პირით ამოისუნთქეთ.

ხანგრძლივი სიცოცხლე გარანტირებული აქვთ მხიარულ და ოპტიმისტ ადამიანებს. გაითვალისწინეთ, რომ სიცილის დროს ვარჯიშდება ყველა კუნთი და სისხლი ჟანგბადით მდიდრდება. 

 

მწვანე ჩაი ორგანიზმის სითხით მომარაგების საუკეთესო საშუალებაა, პომიდორი კი სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემის სამკურნალოდ

 პომიდორი და მწვანე ჩაი ამ სეზონისთვის ორგანიზმისთვის აუცილებელი პროდუქტებია.

 პომიდორი განსაკუთრებით სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სამკურნალოდ, ასევე, გაცხიმოვნებისა და მარილოვანი ცვლის დარღვევის დროს. ის თქვენს ორგანიზმს კაროტინით ამარაგებს, რომელიც ორგანიზმში A ვიტამინად გარდაიქმნება. ყოველდღე ერთი ჩაის ჭიქა პომიდვრის წვენის დალევით ადვილად შეივსებთ A ვიტამინის დეფიციტს. ამ ბოსტნეულში ასევე ბევრია B1,B12, C, PP და K ვიტამინები, ფოლიუმის მჟავა და მინერალური მარილები. მცირე რაოდენობით არის: ცილები, გლუკოზა, ფრუქტოზა, საქაროზა და ორგანული მჟავები, კერძოდ, ვაშლისა და ლიმონის მჟავა, რომლებიც აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს და ამცირებს ნაწლავური ბაქტერიების ზრდას. ამ თვისებების გამო, პომიდორი სამკურნალო და პროფილაქტიკური პროდუქტია.

რაც შეეხება მწვანე ჩაის, მისი ყოველდღიური მიღებით, ორგანიზმს დაიცავთ გაუწყლოვანებისგან და, გარდა ამისა, მას ანტისიმსივნური ეფექტიც გააჩნია. 

მწვანე ჩაი ადამიანის ორგანიზმის სხვადასხვა სისტემაზე ზემოქმედებს: ამცირებს მავნე ქოლესტერინის შეწოვას, ამაგრებს სისხლძარღვებს, ასუსტებს სახსრებისა და მყესების ტკივილს, ამცირებს გულის შეტევის ალბათობას.

სიცხეში მწვანე ჩაის სმა აძლიერებს იმუნურ სისტემას, ხსნის დაღლილობას, ამაღლებს შრომის უნარს და ორგანიზმს ახალი სასიცოცხლო ძალებით ავსებს.

ქოლესტერინის დონის სტაბილიზაციის, თავის ტვინის სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკისა და ანტისიმსივნური ეფექტისთვის, დალიეთ დღეში 3-4 ჭიქა მწვანე ჩაი.

ზოგადად, ზაფხულში, მწვანე ჩაი არის ორგანიზმის სითხით მომარაგების საუკეთესო საშუალება: კლავს წყურვილს და, ამავდროულად, ქსოვილებს საჭირო თხევად გარემოსაც უნარჩუნებს. მისი მიღება აუცილებელია ხანში შესული ადამიანებისთვის, რადგან ის ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, რითაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკას უწყობს ხელს.

 

რა უნდა გაითვალისწინოთ ზაფხულში, რომ ორგანიზმი ფორმაში იყოს

აუცილებელია, რომ სიცხეში საკუთარ ჯანმრთელობაზე განსაკუთრებულად იზრუნოთ და მისცეთ ორგანიზმს საშუალება, ცხელ სეზონზე თავისი ფიზიკური შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოვლინოს. ამისთვის კი უნდა გაითვალისწინოთ მარტივი რჩევები:

* ცხელ ამინდში ადამიანის ორგანიზმი დღეში 3 ლიტრ სითხეს საჭიროებს. შემდგომში ეს სითხე გამოიყოფა ოფლთან ერთად, რომელიც ორგანიზმიდან გამოდევნის უვარგის ნარჩენებს. ამას გარდა, დიდი რაოდენობით სითხის მიღება ასტიმულირებს განსაკუთრებულ ცილას, ეგრეთ წოდებული ეპიდერმული ზრდის ფაქტორს, რაც  აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას და აფერხებს მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითარებას.

* ეცადეთ, ველოსიპედით სეირნობით გაავარჯიშოთ გული და სისხლძარღვები. გაცილებით უფრო დაცულია იმ ადამიანების გულ-სისხლძარღვთა სისტემა, რომლებიც ზაფხულში ყოველდღიურად სეირნობენ ველოსიპედით, რაც ინფარქტით გარდაცვალების რისკს საგრძნობლად ამცირებს. 

* ყოველდღიურად მიირთვით დიდი რაოდენობით ხილი, განსაკუთრებით კი – სეზონური კენკროვნები. მათ შემადგენლობაში შემავალი ანტიოქსიდანტები იცავს კანის უჯრედებს მავნე რადიკალების ზეგავლენისგან და, შესაბამისად, აფერხებს სიბერის პროცესს.

* ზაფხულში ენდოკრინული სისტემა განსაკუთრებით აქტიურად გამოიმუშავებს სასქესო ჰორმონს, რომელიც აძლიერებს სექსუალურ აქტივობას; ხშირი სქესობრივი ურთიერთობა კი ამაგრებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას, აძლიერებს იმუნიტეტს და წვავს კალორიებს.

* ხშირად იარეთ ფეხშიშველმა ცვრიან ბალახზე ან ქვიშიან სანაპიროზე, რადგან ტერფზე თავმოყრილია ადამიანის ყველა ორგანოს საპროექციო წერტილები. ქუსლის მიწასთან შეხებისას ღიზიანდება მასზე არსებული მრავალრიცხოვანი რეცეპტორი და ორგანიზმის  გარკვეულ წერტილებში, უფრო მეტად კი ცხვირ-ხახისა და ზედა სასუნთქი გზების მიდამოში,  რეფლექტორულ რეაქციებს რთავს; ასე რომ, ვინც ზაფხულის პერიოდში ხშირად ივლის ფეხშიშველი, ზამთარში უკეთ იქნება დაცული ვირუსული დაავადებებისგან.

 

რა გამოვლინებები ახასიათებს ტუბერკულოზის დაავადებას

ტუბერკულოზის დაავადება უმეტესად ფილტვებში ლოკალიზდება, თუმცა, შესაძლოა, პროცესში სხვა ორგანოებიც ჩაერთოს. დაავადება თანდათან პროგრესირებს და, უყურადღებობის შემთხვევაში, ფატალური შედეგით მთავრდება. ტუბერკულოზის გამომწვევი ბაქტერია ადამიანიდან ადამიანს ჰაერწვეთოვანი გზით გადაეცემა. ნერწყვით, ნახველით ან მტვრის ნაწილაკებით ფილტვებში შეღწეული მიკრობაქტერია შემდეგ ახლომდებარე ლიმფურ ჯირკვლებში აღწევს, რის შემდეგაც, შესაძლოა, სისხლშიც მოხვდეს და მისი საშუალებით მთელ ორგანიზმში გავრცელდეს.

დაავადებულთა ან ინფიცირებულთა დაახლოებით ოც პროცენტში ტუბერკულოზი სხვადასხვა ფორმით ვლინდება. ინფიცირებულ ადამიანებში დაავადების  განვითარების საფრთხეს იმუნური სისტემის სისუსტე ქმნის. ეს, შეიძლება, უკავშირდებოდეს არასრულფასოვან კვებას, შიმშილს, გენეტიკურ ფაქტორს, იმუნიტეტის დამაქვეითებელი პრეპარატების გამოყენებას, საცხოვრებელ პირობებს, ავთვისებიან დაავადებას, თირკმლის ქრონიკულ უკმარისობას და ასე შემდეგ. დაავადების პროცესში ვითარდება სხვადასხვა ზომის გრანულები – ანთებითი კერები. პროგრესირებისას ისინი რბილდება და ლღვება, რის შედეგადაც იშლება ფილტვის ქსოვილი და ფორმირდება ღრუ, რომელიც მიკრობაქტერიების რეზერვუარს წარმოადგენს. მიკრობაქტერიები შეიძლება ბრონქების საშუალებითაც გავრცელდეს და ფილტვების სხვადასხვა ნაწილში ახალი პათოლოგიური ცვლილებები გამოიწვიოს, შემდეგ კი, ლიმფური სადინარისა და სისხლძარღვების საშუალებით, შესაძლოა, მთელ ორგანიზმში გავრცელდეს. ზოგჯერ ტუბერკულოზურ კერებში ცვლილებები ნაკლებად არის გამოხატული. ასეთი კერები გაიწოვება და ქსოვილის სტრუქტურა სრულად აღდგება.

ტუბერკულოზი ვლინდება რამდენიმე კლინიკური ფორმით. ეს კლინიკური ფორმები ერთმანეთისგან მიმდინარეობით, დაავადების გამოვლენითა და პროგნოზით განსხვავდება. ტუბერკულოზს ახასიათებს შემდეგი სიმპტომები: ძლიერი სისუსტე, ოფლიანობა, ხველა სისხლის მინარევით, 37,3 გრადუსი ტემპერატურა, წონაში კლება. ზოგჯერ პათოლოგია ხველისა და ტემპერატურის ცვლილებების გარეშეც მიმდინარეობს.

 

მოამარაგეთ  ორგანიზმი საჭირო რაოდენობის ენერგიის შემცველი პროდუქტებით

ვარჯიში ააქტიურებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას და ამცირებს სისხლში ქოლესტერინის შემცველობას. ადამიანისთვის, დღეში ნახევარი საათი ვარჯიშიც კი, საკმარისია ამისთვის.

რეგულარული ვარჯიში და სწორი კვება ამცირებს სისხლძარღვების, სახსრების, კუნთების დაავადების რისკს და ასევე – კიბოთი  დაავადების რისკსაც. გახსოვდეთ, რომ ფიზიკურად აქტიური ადამიანები გაცილებით ნაკლებად ავადდებიან, ვიდრე პასიურები.

თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ იმავდროულად, აუცილებელია, დღის განმავლობაში ორგანიზმის მომარაგება საჭირო რაოდენობის ენერგიის შემცველი პროდუქტებით. ასეთია: პური, ბრინჯი, მაკარონი, წიწიბურა, ახალი ბოსტნეული და ხილი, რძის ნაწარმი, საქონლისა და ქათმის ხორცი, თხილი, თევზი.

ასევე, გაითვალისწინეთ ისიც, რომ, რაც უნდა სრულფასოვნად და სწორად იკვებოთ, დანამატების სახით ვიტამინებისა და მინერალების მიღება მაინც აუცილებელია.

скачать dle 11.3