კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორი რეაქცია ჰქონდა დავით ნარმანიას მეუღლეს 26 მაისს ჩაცმული სამოსის გაკრიტიკებასთან დაკავშირებით, რომელიც თინათინ მაღალაშვილმა შექმნა

მხატვარმა და დიზიანერმა თინათინ მაღალაშვილმა როგორც ქართველ საზოგადოებას, ასევე უცხოურს, თავი ქალური, ნაზი, დახვეწილი,  ხელით ნაქარგი კოლექციებით დაამახსოვრა. ამიტომაც, მუდმივად აქვს სხვადასხვა ქვეყნიდან მიწვევა. ის ახლო მომავალში საკუთარი ნახატების გამოფენასაც გეგმავს, სერიით: „ვენეცია“, „ცხოვრება თამაშია“ და „ქალი“.

თინათინ მაღალაშვილი: ხშირად მომდის შემოთავაზებები, სამწუხაროდ, ყველას ვერ მივყვები. ივნისის ბოლოსთვის ბრუკლინიდან გვაქვს მიწვევა, მაგრამ უარი ვთქვი, რადგან ივნისის ბოლოს თბილისში, კუს ტბაზე ვაპირებთ ჩვენების მოწყობას. მარტში მე და მადონა ხარატიშვილს ვარშავაში გვქონდა ჩვენება. შემდეგ იყო მიწვევა ნიუ-იორკის მოდის კვირეულიდან, ასევე კანიდან. ვერც კანადაში მივდივარ. ასე ხომ ყველაზე დიდ დროს ფრენაში ატარებ, მერე აკლიმატიზაცია გჭირდება, რასაც მძიმედ ვიტან: ისეთი თავის ტკივილები მაქვს, სიცოცხლე აღარ მინდა. სამი დღე მაინც მჭირდება გონზე რომ მოვიდე, მერე ერთი დღე ღონისძიებაა, შემდეგ უკან მოდიხარ და ისევ უნდა იტანჯო. თუმცა, სექტემბერში ვანკუვერში ვაპირებ წასვლას, რადგან მოდის კვირეულიდან ასეთი წერილი მოგვწერეს: თქვენი კოლექციები ვნახეთ და თქვენ გაქვთ ქალური სტილი, რომელიც ძალიან აკლია ვანკუვერის „ფეშენ-ვიქსო”. გარდა ამისა, ახლა, იტალიაში, პესაროში ძალიან დიდი „ფეშენ-შოუა,” ღია ცისქვეშ, პიაცაზე. 13 დიზაინერი მონაწილეობს, იქაც ვარ მიწვეული და მინდა, მადონაც წავიყვანო, რადგან მისი ფეხსაცმელები ჩემს კოლექციას ძალიან უხდება. ეს წელი ძალიან დატვირთული იყო, ვეღარ ვერევი ამდენს. თბილისში, მოდის სახლშიც ბევრი საქმეა. ყველაფერს ერთად გაწვდე, ძალიან რთულია. პირადი ცხოვრებაც მაქვს და აღარ მინდა, ბოლოს ისე მოხდეს, ბავშვებმა ვეღარ მიცნონ. 

– ოჯახი შეეგუა შენს გრაფიკს? 

– ოჯახს უწევს ამასთან შეგუება, თუმცა მაინც აპროტესტებენ. მე  რასაც ვაკეთებ, ეს ჩემი სულიერი მდგომარეობაა. ამიტომაც, თავს მაშინ ვგრძნობ კარგად, როცა ვმუშაობ, ვქარგავ – სიამოვნებას განვიცდი. ზოგჯერ ისე მენატრება ხატვა, სახლში რომ მივდივარ, მაშინვე ხატვას ვიწყებ. თუმცა, თვეობით მიწევს ერთ ნახატზე მუშაობა დროის უქონლობის გამო. ამ დროს შეიძლება, სახლი თავდაყირა იყოს, მაგრამ ამასაც გაგებით ეკიდებიან. ჩემი მეუღლე ხელოვანია და კარგად ესმის ჩემი მდგომარეობა. თუმცა, მაინც მიჭირს პირად ცხოვრებასა და კარიერას შორის ბალანსის შენარჩუნება, რთულია. 

– ხიდზე დადიხარ: ხან იქით, ხან – აქეთ?

– ხიდი სულ ყანყალებს: ხან იქით, ხან – აქეთ. ყველა ხელოვანი რაღაც დოზით ქაოსური პიროვნებაა. მეც ძალიან ქაოსური ადამიანი ვარ. მეუღლე ნიჭიერი მხატვარია, ხელოვანი. თუმცა, არაქაოსური, უფრო დინჯია, შეიძლება წაიბუზღუნოს თავისთვის. ასე რომ არ ყოფილიყო, ალბათ, დავხოცავდით ერთმანეთს. ზოგადად, ურთიერთობაში დათმობის პოზიცია ყველაზე სწორია. 

– კოლექციებში ბიზნესის კანონებს უფრო ნაკლებად ითვალისწინებ და წინ შენი შინაგანი მხარე, შემოქმედება გამოგაქვს. 

– ჩემთვის მთავარია, ტანსაცმელი ქალზე იჯდეს იდეალურად. მე არ მიყვარს უფორმო სამოსი. დღეს კი ყველაფერი ამისკენ მიდის. ეს ჩემთვის მიუღებელია. კოლექცია უნდა იყოს: ქალური, კრეატიული, დამალოს ნაკლი და გამოუჩინოს ის, რაც ლამაზი აქვს. როდესაც ბელორუსიაში კოლექცია ქართული მუსიკის ფონზე წარვადგინე, ქართული პრინტებით, იქვე გაიყიდა. ფაქტობრივად, არაფერი დარჩა. მე საქართველოში მოდის კვირეულებზე არასდროს მიმიღია მონაწილეობა. პერსონალურ ჩვენებებს ვაკეთებ და მიმაჩნია, რომ ის ხალხი, ვისაც ჩემი სამოსი, ჩვენება უყვარს, ამით დიდ სიამოვნებას იღებს. არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ როდესაც პირველი მოდის კვირეული ტარდებოდა, სხვადასხვა მოდის სახლში მივიდნენ. მე მაშინ კოსტავაზე უშველებელი მოდის სახლი მქონდა, ჩემთან არც შემოუხედავთ და ნაწყენი დავრჩი. მეორე მოდის კვირეულზე, როდესაც ჩემმა მენეჯერმა დარეკა, უთხრეს: დამწყებებში ჩაგსვამთო – ეს იყო ჩემთვის დიდი შეურაცხყოფა. მე დამწყები დიზაინერი არ ვარ. სამხატვრო აკადემია წითელ დიპლომზე მაქვს დამთავრებული, თავისი ასპირანტურით. 4 წლის განმავლობაში ლექციებს ვკითხულობდი პედაგოგიურ უნივერსიტეტში მოდელიორებთან. არაფერი მითქვამს, გავაკეთე თბილისის მერიოტში მაღალი დონის ჩვენება, მყავდა სერიოზული პუბლიკა და მას შემდეგ მიჭირავს ეს ხაზი. ბოლო სამი წელია, ჩვენებას რომ ვაკეთებ, რაც სპონსორებისგან თანხა შემომდის, ვუშვებ საქველმოქმედო მიზნებისთვის. ვეხმარებოდით ბერი ანდრიას ფონდს, სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს, ახლა უკვე მკერდის სიმსივნით დაავადებულ ქალებს – ოქტომბერშიც ვაპირებთ გრანდიოზული პროექტის გაკეთებას. ივნისში ჩვენებაც საქველმოქმედო იქნება, ალბათ, მსახიობ ვეკო ბუჩუკურისთვის, რომელსაც ჩვენი დახმარება სჭირდება და კიდევ სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის. ამიტომაც თბილისის მოდის კვირეულზე ვერ ვიპოვე ჩემი ადგილი...

– 26 მაისს, თბილისის მერის მეუღლის ჩაცმულობაზე შენ იზრუნე. 

– თიკა გავიცანი შარშან საქველმოქმედო ღონისძიებაზე. ის პატრონობს ბერი ანდრიას ფონდის ბავშვებს, ძალიან კარგი პიროვნებაა. მაისის დასაწყისში მოვიდა ჩემთან: თიკო, კაბა მინდა ოფიციალური მიღებისთვისო. გავუკეთე შავი კაბა, რომელიც ხელით მოვუქარგე, ძალიან უხდებოდა. შემდეგ მოვიდა და მითხრა: 26 მაისის სეირნობისთვის, ყვავილების ფესტივალისთვის მინდა რამე ორიგინალური, ნათელი და ქართული ელემენტებითო. უნდოდა შარვალი და ჟილეტი. შევარჩიეთ რამდენიმე ტონალობა: ცისფერი, ფირუზისფერი. ფირუზისფერი  წელს ყველაზე მოდური ფერია და მინდა ეს ვუთხრა იმ დიზაინერებს, რომლებმაც თქვეს, რომ ეს ფერი არ არის მოდაშიო. ჩემს „ფეისბუქ-გვერდზე“ დავდე კიდეც წლევანდელი ტოპ-ათეულის სამი ფერი, სადაც შედის ფირუზისფერი. ასევე, მინდა, ერთი რჩევა მივცე ახალგაზრდა დიზაინერებს, რომლებმაც გაგვაკრიტიკეს და თქვეს, რომ ამ ფერს არანაირი კავშირი არ აქვს პოლიტიკურ ეტიკეტთან. პოლიტიკოსებს ეს ფერი არ აცვიათო. მათ პასუხად ამოვიღე ინტერნეტიდან ანგელა მერკერის, ჰილარი კლინტონისა და დედოფალ ელისაბედის ფოტოები, რომლებიც ხშირად არიან ფირუზისფერში გამოწყობილი. 

– სხვა პოლიტიკოსების ჩაცმულობაზე, რომლებიც ზუსტად იმავე ფერებში იყვნენ გამოწყობილები, შენ იზრუნე?

– სხვების ჩაცმულობაზე არ მიზრუნია. როდესაც კრიტიკა ატყდა, თიკას მივწერე: თიკა, თუ გინდა, გავაკეთებ კომენტარს, რადგან ჩემს ნამუშევარზე, რომელიც ცუდი არ ყოფილა, ჩემს წილ პასუხისმგებლობას ვიღებ-მეთქი. თიკამ მითხრა: არ არის საჭირო, ნარმანიას ცოლს ხშირად გააკრიტიკებენ და არ მინდა, შენ ინერვიულოო. მე აბსოლუტურად აპოლიტიკური პიროვნება ვარ და მინდა გითხრათ, რომ ნაციონალების დროს გავაკეთე საპატიო უნიფორმა. 4 წლის განმავლობაში ჩემი უნიფორმებით დადიან ეს ბიჭები და ასე ხვდებიან უცხოელ სტუმრებს. მაშინ არ იყო ჩოხის შეურაცხყოფა და ახლა თიკას საქილეები გახდა ჩოხის შეურაცხყოფა? ჩემთვის საამაყო იყო, მაშინ სახელმწიფო ტენდერი რომ მოვიგე ისე, რომ არც არავის ვიცნობდი, ესკიზებით მოვიგე. სხვათა შორის, რამდენიმე დღის წინ ფირუზისფერი ჰალსტუხი ეკეთა ბატონ ბიძინას. იმავე დღეს ეს ფერი ეცვათ ჟურნალისტებს, წამყვანებს. მე და თიკა ვხუმრობდით: ეს ფერი დავამკვიდრეთ, როგორც მოდაო. თუმცა, ჩვენ არ დაგვიმკვიდრებია, ეს არის მსოფლიო ტენდენცია. 

– შლაპაც შენ გეკუთვნოდა?

– თიკას უნდოდა, შლაპა დაეხურა. რადგან თეთრი ვერ ვიშოვეთ, ჩალისფერზე გადავაკარით თეთრი, რომ ჩალისფერი ჩაგვეკლა. თუმცა მეც ვფიქრობ, შლაპა შეიძლება, ზედმეტი იყო ქართული რეალობისთვის. დიდხანს ვფიქრობდით ამაზე და ალბათ, უნდა მეთქვა თიკასთვის, რომ არ უნდოდა შლაპა. 

скачать dle 11.3