კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დეველოპერულმა კომპანიამ – „m2 უძრავი ქონება” – ინტერიერის დიზაინის, სარემონტო მასალების შერჩევის, კონსულტაციისა და გაყიდვების ერთიანი სივრცე – „m2 გალერეა” გახსნა

ბინის ინტერიერის დაგეგმვა კომპანია m2-ისგან – მომხმარებლის სრული კომფორტისათვის

კომპანია m2 სამშენებლო ბაზრის ლიდერია და დაარსების დღიდან მომხმარებელს ევროპული დონის, უმაღლესი ხარისხის კომფორტული ცხოვრების სტანდარტს სთავაზობს და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ყველასთვის ხელმისაწვდომს ხდის მას. კომპანიის მიზანია, მომხმარებელს გაუადვილოს ბინის შერჩევა, დაგეგმარება, დიზაინი და ნებისმიერი სამშენებლო პროცესი. სწორედ ამას ემსახურება „m2 გალერეის” გახსნა ქავთარაძის ქუჩა ¹1-ში. აღსანიშნავია, რომ სრულიად ახალი კონცეფციის მიერ უნიკალური „m2 გალერეა” 500 კვადრატულ მეტრ ფართობზეა განთავსებული. ამავე სივრცეში წარმოდგენილია დეველოპერული კომპანია „m2 უძრავი ქონების” მიმდინარე პროექტების მასალების საჩვენებელი სტენდები. გალერეაში შესაძლებელია ბინის შერჩევა, შეძენა და ხელშეკრულების გაფორმება. მომხმარებელს კომფორტულად შეუძლია, ადგილზე მიიღოს დიზაინერის კონსულტაცია და გემოვნებისამებრ შეარჩიოს მასალები საკუთარი ბინისთვის. „m2 გალერეაში” დეველოპერული კომპანია „m2 უძრავი ქონება” მომხმარებელს კიდევ ერთ სასიამოვნო სიახლეს სთავაზობს – სხვადასხვა დროს გალერეაში გამოიფინება თანამედროვე ფოტოხელოვანებისა და მხატვრების ნამუშევრები, რომლებსაც გალერეის მომხმარებლები გაეცნობიან. 

გალერეაში მომხმარებელს დახვდება საჩვენებელი ბინები რეალურ ზომაში და რეალური ავეჯით მოწყობილი, რათა რეალობაში იქნეს აღქმული, თუ როგორი შეიძლება იყოს მათი საკუთარი ბინა. 

ირაკლი ბურდილაძე (m2-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე): პირველ ყოვლისა, მინდა აღვნიშნო, რომ „m2 გალერეის” გახსნა მართლაც უპრეცედენტო შემთხვევაა სამშენებლო სფეროში და, საამაყოა, რომ სწორედ ჩვენ ვართ ამ პროექტის ინიციატორები, რაც მომხმარებლისთვის სასიამოვნო სიახლეა – ეს დაეხმარება მათ ბინის ინტერიერის უკეთესად დაგეგმარებაში. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი კომპანიისთვის პრიორიტეტულია კომფორტული ცხოვრების სტანდარტის დამკვიდრება და სწორედ ამაზეა გათვლილი ჩვენი ნებისმიერი შეთავაზება. ბინის შეძენის მსურველს ადგილზევე შეუძლია, საკუთარი თვალით ნახოს, თუ როგორი შეიძლება იყოს მისი საცხოვრებელი, მიიღოს დიზაინერის მომსახურება ინტერიერის დიზაინზე და შეარჩიოს სასურველი სარემონტო მასალები.

ამჟამად დეველოპერული კომპანია „m2 უძრავი ქონება” პარალელურად ოთხი ენერგოეფექტური პროექტის მშენებლობას ახორციელებს, ესენია: „m2 ნუცუბიძეზე,” „m2 ყაზბეგზე”, „m2 თამარაშვილზე” და „ოპტიმა ისანი”. 

скачать dle 11.3