კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„დამსახურებული“

მასაჟი კბენით  

მართალია, შოთამ დაგვიბარა, „ასი მტერი ვერას ავნებს, რომე კაცი თავსა ივნებსო“, მაგრამ, როგორც ჩანს, ამ სიბრძნემ გვერდით ჩაუარა ჩვენს უკვე ორგზის რჩეულ ქ-ნ გუგული მაღრაძეს. ჩაუარა, რადგან გასულ კვირას მან ისეთი მარგალიტივით მოსაზრებები დაგვაბერტყა, რომ კულტურული შოკი შოკზე მოგვგვარა.

ჯერ იყო და, გვაუწყა, რომ მცოდნე და ჭკუადამჯდარი ადამიანი საჯარო სამსახურში 2 000 ლარად არ გაჩერდება, სხვათა შორის, კოლეგა ზაქარია ქუცნაშვილის ინიციატივის საპასუხოდ, რომ მაღალი თანამდებობის პირებისთვის სამინისტროებში მაღალი პრემიები აღარ უნდა გაიცეს. თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოში საშუალო ხელფასი (ისიც დაქირავებით დასაქმებულთა, რომელთა რაოდენობა შრომისუნარიანი მოსახლეობის მესამედია) 600 ლარის ფარგლებშია, სავსებით ნათელია, როგორი წარმოდგენისაა ქ-ნი რჩეული თავის მოსახლეობაზე (უცოდინარები და არასერიოზულები?!).

მაგრამ მხოლოდ ეს რომ ყოფილიყო?! მოგვიანებით დასძინა, რომ ავტომობილით (იგულისხმება სახელმწიფო ავტომობილები!), უნდა, ოფიციალურად ივლის და უნდა – არაოფიციალურად (იმიტომ რომ მამა-პაპამ დაუტოვა ანდერძით?!).

მეტიც (მომყავს ციტატა, ვინაიდან, ჩემი სუსტი ნერვები პერიფრაზს ვერ გაუძლებს): „ქვეყანაში იმდენი დამსახურება კი მაქვს, რომ, სადაც მინდა, იქ დავჯდე და რომელი მანქანითაც მინდა, იმით ვიარო“.

ამ ლოგიკით, დამსახურება საერთოდ არ ჰქონია დავით აღმაშენებელს (თორემ, ქ-ნი მაღრაძის დამსახურებებთან ხომ ვერ მივა და ვერა?!), აბა, რატომ მოითხოვდა, „ფეხი დამადგით გულზე ყოველმანო“?! – 

 მოკლედ, საქმეს, ანუ ქ-ნი რჩეულის ლოგიკას, ისეთი პირი უჩანს, რომ მალე კბენია მასაჟისტსაც მოგვთხოვს ბიუჯეტის ხარჯით… იმიტომ რომ, „სერიოზულსა და მცოდნე“ სპეციალისტს, „დიდი დამსახურებებით“ ქვეყნისა და ერის წინაშე რელაქსაციის მადლს მხოლოდ მასაჟისტის ბასრი კბილები თუ განაცდევინებს.

скачать dle 11.3