კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჰალსტუხიანი „მოროდიორები“

ანუ, ბინები – ყველას

გასულ კვირას აფხაზეთის „პრეზიდენტმა“ რაულ ჯახიმბამ თავის სამწყსოს განუცხადა, სახელდობრ, ომის მონაწილე ინვალიდებთან შეხვედრაზე, რომ, ახალ ბინებს, უპირველესად, მიიღებენ ახალგაზრდა ოჯახები და ომის ინვალიდები.

იმის გათვალისწინებით, რომ  ამ ჩვენს სეპარატისტულ აფხაზეთში არც სამშენებლო ბუმია და, მეტიც, მიწის ფლობის უფლება აფხაზეთის მკვიდრის გარდა, არავის აქვს, ბუნებრივია, იბადება კითხვა, რომელ ბინებს გულისხმობდა ზემოხსენებული ხაჯიმბა?!

რომელს და, თუ მასვე დავესესხებით, აფხაზეთის „პროკურატურას“ „პრეზიდენტისთვის“ თავისუფალი ბინების სია გადაუცია. მომყავს ციტატა: „დღეს უკვე გვაქვს თავისუფალი ბინების სია არა მხოლოდ სოხუმში, არამედ სხვა რაიონებშიც. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს ბინები მივიდეს ადამიანებამდე, რომლებიც იმსახურებენ ამ ბინებს. ესენი არიან ჩვენი ინვალიდები, ახალგაზრდა ოჯახები და ბევრი სხვა, რომლებიც მთელი ამ ხნის განმავლობაში დგანან რიგში.“

სხვათა შორის, რაულ ხაჯიმბა მთლად ბოლომდეც არ უჯერებს მშობლიურ „პროკურატურას“ და დარწმუნებულია, რომ რეალურად თავისუფალი ბინების რაოდენობა აფხაზეთში ამაზე ბევრად მეტია.

თუ გავითვალისწინებთ, რომ „თავისუფალ ბინებში“ აფხაზეთიდან გამოდევნილი ქართველების ბინები იგულისხმება, არც მეტი, არც ნაკლები, საქმეს მოროდიორობის სუნი ასდის. ბუნებრივია, იმას გარდა, რომ სხვისი არავის არასდროს და არაფერი შერჩენია. 

скачать dle 11.3