კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვეტერინარის რჩევები

კითხვა: დადგა ზაფხული და ცხოველებსაც განსაკუთრებული მოვლა სჭირდებათ. იქნებ მცირედი კონსულტაცია გაგვიწიოთ ამის შესახებ?

პასუხი: ზაფხული წელიწადის ყველაზე ცხელი დროა და განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას მოითხოვს ძალლების პატრონებისგან. სასურველია, ლეკვები და ახალგაზრდა ძაღლები, რაც შეიძლება, მეტხანს გყავდეთ სუფთა ჰაერზე, ასეირნოთ ტყეში ან სანაპიროზე. კარგია, თუ ხშირად აბანავებთ მდინარეში ან ტბაში. ტემპერატურის სხვაობა მატონიზებლად მოქმედებს ძაღლის ორგანიზმზე და აკაჟებს მას. ძაღლზე ცურვის პროცესი დადებითად მოქმედებს და ანვითარებს კუნთოვან და გულ-სისხლძარღვთა სისტემას. რა თქმა უნდა, წყალი არ უნდა იყოს ძალიან ცივი და პირველმა ჩასვლამ არ უნდა შეაშინოს ცხოველი. ეს მას შემდგომში წყლის მიმართ შიშს გაუჩენს. ასევე, აუცილებელია, ცხოველი აცრილი იყოს ლეპტოსპირზე. ამ მეტად საშიში დაავადებით დასნებოვნება სწორედ ტბებსა და მდინარეებზე ბანაობის დროს შეიძლება, მოხდეს.

კითხვა: ვცხოვრობ ბეთანიაში და მყავს 8 თვის გერმანული ნაგაზი. ახლოს გვაქვს ტყეც, სადაც ხშირად ვასეირნებ ჩემს ძაღლს. წელს მისთვის პირველი ზაფხულია და იქნებ მითხრათ, სიცხეში მისი სეირნობისას რა უნდა გავითვალისწინო?

პასუხი: ძალიან კარგია თუ მას ტყეში ხშირად ასეირნებთ. გაითვალისწინეთ ისიც, რომ ტყეში სეირნობისას ყურადღება მიაქციოთ, რომ ძაღლმა ეკლებზე არ დაიზიანის კანის საფარველი, განსაკუთრებით თვალების მიდამო. ასევე, ამ პერიოდში, მინდორსა და ტყეში სეირნობისას, დიდი შანსია, ძაღლს ტკიპამ უკბინოს, რომელიც მეტად საშიში დაავადების გადამტანია. მაგალითად, როგორიცაა პიროპლაზმოზები. აღნიშნულის პროფილაქტიკისთვის საჭიროა, გამოიყენოთ ანტიპარაზიტული საშუალებები. მაგალითად, ანტიპარაზიტული სპრეი, წვეთები და საყელოები. თუ შენიშნავთ ძაღლზე ტკიპას, აუცილებლად მიმართეთ ვეტერინარს. იცოდეთ, რომ ამ პერიოდში ძაღლს ისეთი მწერები კბენენ, როგორებიცაა: ჭიანჭველა, კრაზანა და ფუტკარი. მათი ნაკბენი იწვევს ძლიერ ალერგიულ რეაქციას, რაც დიდი სტრესია ცხოველისთვის. ამ დროს აუცილებელია, ცხოველს გაუკეთდეს ანტიჰისტამინური  საგულე და ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები. დაუმუშავდეს ნაკბენი ადგილი.

კითხვა: კვების რაციონი უნდა შეიცვალოს ზაფხულში, თუ არ აქვს მნიშვნელობა?

პასუხი: რა თქმა უნდა, უნდა შეიცვალოს, რადგან ამ პერიოდისთვის დიდი ყურადღება ექცევა კვებას, რომ საკვები ახალი იყოს, რადგან სიცხეში ადვილად ფუჭდება. ამ პერიოდისთვის ცხოველს სასურველია, მისცეთ ნაკლებად ცხიმიანი საკვები. სიცხეში ზოგიერთი ძაღლი ნაკლებს ჭამს, რაც ნორმალურია. დეტალური ინფორმაციისთვის კი, აუცილებლად მიმართეთ თქვენ მიერ შერჩეულ ვეტერინარს, რომელიც შესაბამის კონსულტაციას გაგიწევთ.

скачать dle 11.3