კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ფლორის სამყაროში

კითხვა: რა ტემპერატურაზე ვამყოფო იუკა?

პასუხი: თუ იუკას ზამთრის ბაღში დარგავთ, ის ზაფხულის თაკარა მზესაც აიტანს და ზამთრის სიგრილესაც. მისთვის კარგია ოთახის ტემპერატურა 18-24 გრადუსი, ხოლო ზამთრის მინიმალური ტემპერატურაა 8-10 გრადუსი.

კითხვა: როგორ ავაყვავო ხელმეორედ გარდენია?

პასუხი: გარდენია განთქმულია თავისი ულამაზესი ყვავილებით. მართალია, მისი გაზრდა რთული არ არის, მაგრამ ძნელი მისი ხელმეორედ აყვავებაა. ამისათვის საჭიროა სტაბილური ტემპერატურა და ტენიანობა. ტემპერატურის უეცარმა ცვლილებამ, ორპირმა ქარმა და ცვალებადმა ტენიანობამ შეიძლება მცენარეს კოკრები დააცვენინოს. ამ მხრივ, გარდენია ძნელი მოსავლელია. შესაძლებელია ის მეორედ ვეღარ ააყვავოთ და ახალი მცენარის შეძენა მოგიწიოთ.

კითხვა: როგორ მოვუარო ფიტონიას?

პასუხი: მისთვის აუცილებელია სითბო და მაღალი ტენიანობა. ზაფხულის თვეებში, მცენარის აქტიური ზრდის პერიოდში, ფიტონია გაზავებული ბალანსირებული სასუქით მორწყეთ. ზედმეტად ნუ მორწყავთ, განსაკუთრებით ზამთარში, თორემ შეიძლება ღეროები დაულპეს. ზაფხულობით მიწა ტენიანი უნდა იყოს, მაგრამ არა სველი. კარგი იქნება, თუ მცენარეს ქილაში ან აკვარიუმში ჩადგამთ. 

კითხვა: თუ შეიძლება, რომ გინურას ფოთლებს წყალი მოხვდეს, ხომ არ დააზიანებს მას?

პასუხი: მის ფოთლებზე წყლის დასხმა სასურველი არ არის. ეცადეთ, მორწყვისას, წყალი პირდაპირ მიწაზე ან ლამბაქზე დაუსხათ. ზაფხულობით მისი მიწა მუდამ ტენიანი უნდა იყოს. ზამთარში კი, იშვიათად მორწყეთ.

კითხვა: როგორ მოვუაროთ გერანს?  

პასუხი: გერანს სჭირდება ნახევრად ჩრდილი, ასევე, ყვავილობის დროს არ გაიტანოთ მზეზე. გაზაფხულზე დაუმატეთ ხსნარის სახით ვიტამინების ნაკრები. მცენარე ყვავილობის დროს არ გასხლათ. გადარგეთ მხოლოდ შემოდგომაზე. მცენარე მრავლდება როგორც თესლით, ასევე, გაყოფითა და კალმით. კალამი შეგიძლიათ აიღოთ შემოდგომით. მცენარე იოლი მოსავლელია და არ არის პრეტენზიული. საქართველოში ხელმისაწვდომია სხვადასხვა სახის გერანი – როგორც მრავალწლიანი, ისე, ერთწლიანი. ამიტომ, ეცადეთ, შეიძინოთ მრავალწლიანი. ზამთარში შეიტანეთ სახლში და გამოაზამთრეთ 15-20 გრადუს ტემპერატურაზე. ეს მცენარე გამოიყენება პარფიუმერიასა და ხალხურ მედიცინაშიც.

კითხვა: როგორ მოვუარო ზაფხულის სიცხეში ციკასს, რადგან ამ დროს ფოთლები უყვითლდება?    

პასუხი: გახსოვდეთ, რომ ციკასის ოჯახი საგოვანაა და არა პალმა. ზაფხულის სიცხეებში მცენარე უფრო კარგად გრძნობს თავს და ეცადეთ, გაფანტული მზის ადგილზე დადგათ. მცენარე კარგად გრძნობს თავს, როცა შუადღის მწველი მზე  არ აწუხებს. ამიტომ, კვირაში ერთხელ, საღამოობით ფოთლები დაუნამეთ. მცენარის სამშობლო ტროპიკებია და ამიტომ ნიადაგს ნუ მიიყვანთ გამოშრობამდე. მიწის გამოშრობა იწყებს მცენარის ფოთლების გამოშრობას და გაყვითლებას. ამიტომ, მორწყეთ ყოველ მესამე დღეს.  მცენარე საქართველოს პირობებში არ ყვავის. თუმცა, ტოვებს ამონაყრებს, რომლითაც შეგიძლიათ, გაამრავლოთ ეს მცენარე.

скачать dle 11.3