კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2019 (149)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)

მიცვალებული ადგა

პროფესიით მედესანტე ვარ და 1980-1984 წლებში ავღანეთში ვმსახურობდი, სადაც ¹2 საჰაერო-სადესანტო პოლკის მოიერიშეთა ქვედანაყოფს ვმეთაურობდი. 1981 წლის 13 მაისია, ის ისტორიული დღე, როდესაც თბილისის „დინამომ“ თასების თასი მოიგო და, როგორც ფეხბურთის თავგამოდებული ქომაგი, განსაკუთრებულად ველოდი თამაშის დაწყებას. თან, ვლოცულობდი, რომ „ჩეპე“ არ მომხდარიყო და რადიორეპორტაჟისთვის მშვიდად მომესმინა. იმ პერიოდში ქალაქ ყანდაღარში ვიყავით დისლოცირებულები, სადაც ჯოჯოხეთი ტრიალებდა და ცივილიზებულ ცხოვრებაზე, მით უმეტეს, ტელევიზორზე, ოცნებაც კი ზედმეტი იყო. რადიომიმღებიც ძლივს ვიპოვეთ, რომელიც დიდი წვალების მერე, დავაყენეთ შესაბამის ტალღაზე და თამაშის დაწყებამდე საათებს ვითვლიდით. მაგრამ, ხომ გაგიგონიათ: კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო. ჩვენც ასე დაგვემართა. სწორედ იმ დილას გადაგვისროლეს ახლომდებარე მთებში მოჯაჰედების მსხვილი დაჯგუფების გასანადგურებლად. ისეთი სასტიკი ბრძოლა გაიმართა, დედა შვილს არ აიყვანდა ხელში. თუმცა, ამოცანა შევასრულეთ, მოჯაჰედები გავანადგურეთ, მაგრამ არც ჩვენ დაგვდგომია კარგი დღე – 11 კაცი დაგვიჭირეს, უფროსი ლეიტენანტი, ტაშკენტელი იუსუფ ბადაევი კი მოგვიკლეს. დაჭრილები ჰოსპიტალში გავამწესეთ. საცოდავი ბადაევის ცხედარი კი, თაკარა სიცხეში რომ არ გაფუჭებულიყო, შიშველი დავაწვინეთ სპეციალურ ოთახში, რომელშიც ისე ციოდა, „მაცივარს“ ვეძახდით. მეორე დღეს კი ცინკის კუბოთი სამშობლოში უნდა გაგვეგზავნა. საერთოდ, მიცვალებულებს მაშინვე „ცინკებში“ ვაწვენდით და ისე ვინახავდით გამგზავრებამდე. მაგრამ, ბადაევის შემთხვევაში, ცარიელი კუბო არ აღმოჩნდა და მისი ჩასვენება ამიტომ გადაიდო დილამდე. ამასობაში, ფეხბურთიც დაიწყო და მთელი ჩვენი პირადი შემადგენლობა რადიომიმღებს მივუსხედით რეპორტაჟის მოსასმენად. ალბათ, ყველას ახსოვს ვიტალი დარასელიას ისტორიული გოლი მატჩის დამთავრებამდე 4 წუთით ადრე, რამაც გამარჯვება მოგვიტანა. ჰოდა, ვიტალიმ რომ ის გოლი შეაგდო, ისეთი ყიჟინა და ავტომატების ბახა-ბუხი გავმართეთ სიხარულისგან, ლამის ყაზარმა დაინგრა. ეს გნიასი 2-3 წუთს გაგრძელდა და როცა დავმშვიდდით და გამარჯვების აღსანიშნავად მოვემზადეთ, რაც თამაშის დამთავრებისთანავე უნდა დაგვეწყო, ყაზარმაში შიშველი, „დაღუპული“ ბადაევი შემოვარდა და გვიღრიალა:

– აქ რას სხედხართ, ჩქარა წამოდით, დუშმანებმა შემოგვიტიეს!

მკვდრის დანახვაზე გავშრით და ყველას ენა მუცელში ჩაგვივარდა. უფროსმა ლეიტენანტმა კი, ავტომატს დაავლო ხელი და იარაღასხმული და შიშველი გაემართა საბრძოლველად. რა თქმა უნდა, თავს არავინ დაგვსხმია და „მკვდარს“ ჩვენი ყიჟინა მოეჩვენა თავდასხმად. თავად ბადაევს კი, თურმე, შოკისგან კლინიკური სიკვდილი ჰქონია და, რომ არა კუბოს დეფიციტი და ვიტალი დარასელიას მაცოცხლებელი გოლი, საცოდავ ბადაევს ცოცხლად დავმარხავდით.

скачать dle 11.3