კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2019 (149)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)

სწორად შეხამებულ ხილისა და ბოსტნეულის წვენებს სამკურნალო დანიშნულება აქვს

ალბათ ბევრმა არ იცის, რომ რამდენიმე სახეობის ხილისა და ბოსტნეულის წვენების შეთავსება-შეხამებას საკმაოდ ეფექტური სამკურნალო ზემოქმედება აქვს.   

მკვებავი წვენებია: მარწყვი, ანანასი და ყურძენი; ნესვი, ბანანი, მარწყვი, ჟოლო, მანგო და ანანასი; მოცვი და ჟოლო.

გამწმენდი წვენებია: სტაფილო, ჭარხალი და კიტრი; კოჭა, ლიმონი და თაფლი; სტაფილო, ოხრახუში და ნიორი; სტაფილო, ვაშლი, კომბოსტო და ნიახური.

ანტიმჟანგავი წვენებია: შავი ყურძენი, მსხალი და ვაშლი; ფორთოხალი, მარწყვი და პომიდორი; პომიდორი და ისპანახი; შავი ყურძენი, ვაშლი და ლიმონი; ვაშლი და წითელი მოცხარი.

თუ ზედმეტი წონა ან დიაბეტი გაწუხებთ, მოერიდეთ ყურძნის, ჭარხლის, მსხლისა და მანგოს წვენებს, სხვა ტკბილი წვენები კი წყალში გააზავეთ.

ნებისმიერი წვენის დალევა კარგია დილით, უზმოზე. თუ წვენს საკვებს მიაყოლებთ, მათში არსებული მკვებავი ნივთიერებების დიდი ნაწილი ორგანიზმის მიერ არ შეითვისება. გაითვალისწინეთ ისიც, რომ წვენებს არ შეუძლია ხილისა და ბოსტნეულის შეცვლა, რადგან საჭმლის ნორმალური მონელებისთვის ბოჭკოებია აუცილებელი. ამიტომ, წვენები სვით როგორც კვების ჯანსაღი დანამატი.

 

მოძრაობა აუმჯობესებს სახსრების მდგომარეობას და დადებით გავლენას ახდენს ნივთიერებათა ცვლაზე

ართროზი ხშირად უვითარდებათ მათ, ვისაც აქვს ათეროსკლეროზი და შაქრიანი დიაბეტი. მის განვითარებას ხელს უწყობს ბევრი ფაქტორი, მაგალითად, ამა თუ იმ სახსრის გადატვირთვა, უმოძრაო ცხოვრება, ტრავმა, სიმსუქნე, მემკვიდრეობითობა და ასე შემდეგ. 

ართროზის დროს ქსოვილებში ლაგდება კალციუმისა და ფოსფორის მარილები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ძვლოვანი წანაზარდები სახსრების არეში, სასახსრე პარკში, იოგებში, მყესებში. ახლად წარმოშობილი ძვლოვანი წანაზარდები აწვება ირგვლივ მყოფ რბილ ქსოვილებს და იწვევს ტკივილს, ასევე, სახსართა მოქმედების შეზღუდვას. განსაკუთრებით შემაწუხებელი და მტკივნეულია ნერვულ ღეროებზე ზეწოლის მოვლენა. ხშირად, ერთდროულად ვითარდება შესაბამისი სახსრების ანთებითი ცვლილებებიც. თუ ცვლილებები ხერხემალშია, მაგალითად, ოსტეოქონდროზის დროს, ადამიანს აწუხებს სხვადასხვა ინტენსიობის ტკივილი კისერში, ზურგში, წელში, გულმკერდის არეში; არ არის გამორიცხული, თავის ტკივილმაც შეაწუხოს. სახსრების ირგვლივ გაჩენილი წანაზარდები და ქსოვილთა ცვლილებები იწვევს მუხლის, კოჭის, ბარძაყის, მხრის, იდაყვის, თითების ტკივილს. ტკივილი ძლიერდება მუშაობის, სიარულის, დაღლის დროს.

ამ დაავადების განვითარებისა და მისი მძიმე შედეგების თავიდან ასაცილებლად დიდი მნიშვნელობა აქვს მოძრაობის აქტიურობის შენარჩუნებას. ადამიანმა სისტემატურად უნდა ივარჯიშოს, ოღონდ ისე, რომ ყველა სახსარი მოძრაობდეს.

მაგრამ, გაითვალისწინეთ, რომ, იმ შემთხვევაში, როცა მკვეთრადაა გამოხატული ამა თუ იმ არეში ართროზთან დაკავშირებული მოვლენები, მაგალითად, რადიკულიტი ან სახსართა დაზიანება, ფიზიკური ვარჯიში შესაბამისმა სპეციალისტმა უნდა დაგინიშნოთ. ის, ვისაც ართროზი აღმოაჩნდა, ბევრს უნდა მოძრაობდეს და დადიოდეს ფეხით. მოძრაობა არა მარტო აუმჯობესებს სახსრების მდგომარეობას, არამედ დადებით გავლენას ახდენს ზოგადად ნივთიერებათა ცვლაზე და, ასევე, აბრკოლებს დაავადების შემდგომ დამძიმებას.

 

გონებრივი აქტიურობისთვის  ზღვის პროდუქტები მიირთვით

ჯანმრთელობისა და სასიცოცხლო ტონუსის შესანარჩუნებლად აუცილებლად აკონტროლეთ წნევა, სისხლძარღვების ჯანმრთელობა და წონა. გადაღლა, სტრესი და არასწორი კვება მთელ რიგ დაავადებებს იწვევს.

დაძაბულობისა და გადაღლის დროს უნდა მიირთვათ საქონლის ღვიძლი, ბროწეული, ანანასი, ავოკადო, ხორბლის, ღერღილის ნაწარმი, ბევრი ხილი და ბოსტნეული.

კვებით რაციონში აუცილებლად ჩართეთ მინერალური ნივთიერებებით მდიდარი ზღვის პროდუქტებიც. ეს აუმჯობესებს ადამიანის გონებრივ აქტივობას.

თუ  ხშირად  შეჭამთ ვაშლს, ამით შეამცირებთ ინსულტის განვითარების რისკს და დიდხანს შეინარჩუნებთ ჯანმრთელ გულს. ეს ხილი, საგრძნობლად ამცირებს პროსტატის, ფილტვებისა და ღვიძლის კიბოს განვითარების რისკს.

თუ გსურთ, დიდხანს შეინარჩუნოთ კარგი მხედველობა, არ დაივიწყოთ C და E ვიტამინები. ეს ამცირებს კატარაქტის განვითარების რისკს. 

დღეში დაახლოებით 40 გრამი ნუშის ან ნიგვზის ჭამა ნებისმიერი ადამიანისთვის აუცილებელია, რადგან ის სისხლში ქოლესტერინის დონეს ამცირებს და გულის რიტმის მუშაობას ააქტიურებს. 

ზეითუნის ზეთის რეგულარულად მოხმარება საკვერცხეების კიბოსგან დაგიცავთ.

სტაფილო გამოირჩევა კალიუმის მარილების დიდი შემცველობით. ეს კი აუცილებელია გულის, სისხლძარღვებისა და თირკმელების დაავადებების დროს. ასევე, თუ სტაფილოს ხშირად მიირთმევთ, პირის ღრუს დაავადებები არასდროს შეგაწუხებთ. ღრძილების ანთებისა და სტომატიტის დროს კი, კარგია სტაფილოს წვენის გამოვლება პირის ღრუში.

ზედმეტი ცხიმიანობის პროფილაქტიკისთვის რეკომენდებულია სტაფილოს ჭამა კომბოსტოსთან ერთად, რადგან ეს ბოსტნეული დიდი რაოდენობით შეიცავს იოდს. ბუასილის დროს, ძილის წინ მიირთვით 1 ჩაის ჭიქა გახეხილი სტაფილო. ხოლო სტაფილოს წვენი, აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას.

 

სწორად სუნთქვა აუცილებელია ღამით მშვიდი და გარანტირებული ძილისთვის

სწორად სუნთქვისა და სისხლის სისტემების საშუალებით, მარაგდება ჩვენი ორგანიზმი ჟანგბადითა და საკვები ნივთიერებებით, იწმინდება და ახლდება ის. თუ ფილტვები წესრიგში არ გაქვთ, დღის განმავლობაში ეს თავს იჩენს მოთენთილობით, ღამით კი უძილობით.

თუ ღამით დაძაბულს გძინავთ, გეუფლებათ შიში, ყურადღება მიაქციეთ გულ-სისხლძარღვთა სისტემას. წვრილი ნაწლავის პრობლემების დროს ძილში ძლიერდება ოფლიანობა, დილით კი კისრის დაბუჟება იჩენს თავს.

 როცა დღისით ძილის სურვილი გიჩნდებათ, იძინებთ, მაგრამ მაინც ვერ ისვენებთ, ყურადღება მიაქციეთ ელენთასა და კუჭქვეშა ჯირკვალს. მაგრამ, თუ დილით გეწყებათ თავბრუხვევა და თავის ტკივილი, ყურადღება მიაქციეთ ღვიძლს. ამ დროს, შესაძლოა, მხედველობის პრობლემებმაც იჩინოს თავი. 

უძილობის ერთ-ერთი გამომწვევია გულის დაავადებები. გულის ნებისმიერი დაავადების დროს, როდესაც კუნთები საგრძნობლად დასუსტებულია, შესამჩნევ შედეგს იძლევა ერთი ან ორი თვის განმავლობაში დღე-ღამეში 50 გრამი თაფლის მიღება. ასეთი მკურნალობით უმჯობესდება სისხლის შემადგენლობა, გულ-სისხლძარღვთა ტონუსი და ჰემოგლობინის ბალანსი.

გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს, 2 ჩაის ჭიქა ასკილის ნახარშს შეურიეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი და მიიღეთ დღეში 3-ჯერ, ნახევარ-ნახევარი ჭიქა, ხუთი დღის განმავლობაში. შემდეგ რამდენიმე დღე შეისვენეთ და კვლავ გაიმეორეთ.

ჰიპერტონიული დაავადებისა და უძილობის დროს, 1 ჩაის ჭიქა მინერალურ წყალში გახსენით 1 ჩაის კოვზი თაფლი, დაუმატეთ ნახევარი ლიმონის წვენი და მიიღეთ დილას, უზმოზე და საღამოს, ძილის წინ.

 

სირბილის დაწყებამდე აუცილებლად ისაუზმეთ

ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა, თუ ადამიანი კვირაში ოთხჯერ, ნახევარი საათის განმავლობაში მაინც დარბის. მათ კი, ვინც ფიზიკურად მოუმზადებელია, ორი თვე მაინც დასჭირდება შედეგის მისაღწევად. თავიდან, დაიწყეთ სირბილი კვირაში ორჯერ, ოცი წუთის განმავლობაში, ხოლო კვირაში ორჯერ კი ისეირნეთ სუფთა ჰაერზე.

შეცდომად ითვლება სირბილის დროს ცხვირით სუნთქვა. შეუძლებელია, ამ ხერხით ჟანგბადის იმ რაოდენობის შესუნთქვა, რომელიც კუნთებს სირბილის დროს ესაჭიროება. ამიტომ, ისუნთქეთ პირით. ასევე, სირბილი საჭიროა იმ ტემპში, როგორსაც შეძლებთ. თუ ჰაერი არ გყოფნით და ბეჭებში ჩხვლეტას იგრძნობთ, ტემპი შეამცირეთ.

ირბინეთ მაშინ, როცა ეს თქვენთვის ხელსაყრელია. მაგალითად, თუ ადრე ადგომა გიჭირთ, საღამოობით ირბინეთ. აღმართი და დაღმართი კარგია, მაგრამ მათთან გასამკლავებლად ჯერ სწორად სირბილის ტექნიკა უნდა აითვისოთ და ორგანიზმის ამტანობა გაზარდოთ. სირბილის დროს, შეარჩიეთ ოფლგამტარი მაისური და პრაქტიკული სპორტული ფეხსაცმელი.

დაიმახსოვრეთ, რომ მშიერ კუჭზე ვარჯიში არ ვარგა და არც ცხიმს წვავს, რადგან ნახშირწყლების საკმაო რაოდენობის გარეშე, ორგანიზმში ცხიმის წვა არ ხდება. 

სირბილის დაწყებამდე ისაუზმეთ. დილით, კარგია შვრიის ფაფა, ხილი და ბანანი. ასევე, ხილის ან ბოსტნეულის წვენი და დიდი რაოდენობით მინერალური წყალი. 

 

ასკილი თირკმელებისთვის უებარი ხალხური საშუალებაა

შავბალახა სამკურნალო მცენარეა და ის ხალხურ მედიცინაში, ოდითგანვე, შესანიშნავ დამამშვიდებელ საშუალებად მიიჩნეოდა. მას იყენებენ საგულე საშუალებად, კუჭის სპაზმების, მალარიის, კუჭ-ნაწლავის დაავადების, ნერვული აშლილობისა და შიშების დროს. ეს მცენარე აფთიაქში უნდა შეიძინოთ და მისგან ნაყენი ასე მზადდება:

* ორ სუფრის კოვზ გამხმარ ბალახს, დაასხით 250 მილიგრამი წყალი. ადუღეთ, სანამ დაახლოებით, 12-15 სუფრის კოვზი არ დარჩება. დალიეთ ორი სადილის კოვზი, დღეში რამდენჯერმე. 

ხალხურ მედიცინაში შავბალახას იყენებენ მაღალი წნევის დასარეგულირებლად, გულის რიტმის დამამშვიდებელად. ამ შემთხვევაში:

* ორი ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ ნედლეულს დაასხით 200 მილილიტრი ცივი წყალი, დადგით და გააჩერეთ დაახლოებით ექვსი საათი. შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ დღის განმავლობაში. 

ასკილის ნაყოფი გამოიყენება კუჭის, თირკმელების, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის დაავადებების დროს. მისი თესლის ნაყენი უებარია თირკმელებისა და შარდის ბუშტის კენჭოვანი დაავადებების დროს. ის ასევე, არის ნაღველმდენი და სკლეროზის საწინააღმდეგო საშუალება.

ასკილი ხელს უწყობს ქოლესტერინის შემცირებას, სასარგებლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს.

ასკილის ნაყენი კი ასე მზადდება:

*ერთი სადილის კოვზ დაქუცმაცებულ ასკილს დაასხით ორი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. თავზე დაახურეთ, დადგით წყლის ორთქლზე დაახლოებით 10 წუთით. გააჩერეთ ნაყენი ოთახის ტემპერატურაზე ერთი დღე-ღამის განმავლობაში. შემდეგ გაწურეთ და დალიეთ მეოთხედი ჭიქა დღეში ორჯერ.

ასკილის თესლის ნახარშის მომზადება ასე ხდება:

* ერთი ჩაის კოვზი დანაყილი თესლი ჩაყარეთ ჭურჭელში და დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. ადუღეთ ნელ ცეცხლზე დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში. შემდეგ გააცივეთ, გაწურეთ და მიიღეთ მეოთხედი ჭიქა დღეში ერთხელ, ჭამის წინ, თირკმელებისა და შარდის ბუშტის კენჭოვანი დაავადებების დროს.

скачать dle 11.3