კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2019 (149)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)

როდის უნდა ითხოვონ ქრისტიანებმა კონკრეტული მარხვა სხვადასხვა განსაცდელისთვის და როგორ ეხმარებიან ამით ისინი სხვა ადამიანებს

8 ივნისს იწყება პეტრეპავლობის მარხვა, რომელიც 12 ივლისამდე გრძელდება. ეს მარხვა წელიწადში არსებულ ოთხ მარხვათა შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია თავისი შინაარსით. ამ საკითხის შესახებ უფრო დაწვრილებით გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი):

– ყველა ქრისტიანი ვალდებულია‚ დაიცვას ოთხი კალენდარული მარხვა, ასევე‚ ოთხშაბათ-პარასკევის მარხვები და ისე დღეები, რომლებიც ეკლესიამ მარხვად დაადგინა. უნდა ვიცოდეთ, რომ ბოროტი სული ადამიანისგან გადის ლოცვითა და მარხვით. მარხვა სჭირდება პიროვნებას, რომელიც არის სულიერი. მას სჭირდება ხორციელი მოკვდინება, ხორციელი ცოდვების მიტოვება და სულიერი ცხოვრების დაწყება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მარხვა არ არის ხორციელი, მარხვა არის სულიერი – განშორება ყოველგვარი უკეთურებისგან და ისეთ სულიერ მდგომარეობაში ყოფნა, როგორიც უფალს უნდა. წმიდა გრიგოლ ნოსელს დაწერილი აქვს შესანიშნავი შრომა – „რა არის ქრისტიანის სახელი და აღთქმა“, სადაც ასეთ რამეს გვეუბნება: თუკი ადამიანი ქრისტიანად იწოდება, უკვე სხვა ადამიანია, სხვა პასუხისმგებლობის მქონე, რადგან ყველა მისი მოქმედება სხვათა წინაშე, რომლებიც ქრისტიანები არ არიან, წარმოჩინდება როგორც ქრისტიანობა. შენ ქრისტიანი ხარ და რასაც აკეთებ, მათთვის ყველაფერი ქრისტიანის ნამოქმედარია. ამიტომ, ვინც მისიონერობას იტვირთებს, ცოტად თუ ბევრად, ამ აღმატებულ პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდეს, რომ თავისი სამოღვაწეო თვისებებით, არა მხოლოდ სიტყვით, არამედ ნებისმიერი სამოღვაწეო ქმედებით, ცხოვრების წესით, მისაბაძი იყოს. 

– რა ემართება იმ ადამიანს, რომელიც ეკლესიაში იწყებს სიარულს?

– როცა ადამიანი მოდის ეკლესიაში, მისი სული რენტგენზე გადის. როდესაც ისმენს სახარებას, სახარება სულიერ რენტგენზე ატარებს მის შინაგან მდგომარეობას და აღმოჩნდება, რომ ჩვენ უამრავი სნეულება გვაქვს, როგორც სულიერი, ასევე ფიზიკური. ქრისტიანული ანთროპოლოგია მოძღვრებაა ადამიანში ორი სიცოცხლის არსებობის შესახებ. ერთს ბერძნულად ჰქვია – „ბიოსი“, რაც იწყება შობით და მთავრდება გარდაცვალებით.  ეს არის ეგოცენტრული და არსებობისთვის საჭიროებს ოთხივე სტიქიას – წყალს, ჰაერს, ცეცხლსა და მიწას. მეორე სიცოცხლე არის „ზოე“, რომელიც იბადება ადამიანში, გარდაცვალებით გრძელდება და მარადიულია. ეს არის ადამიანის სულიერი სიცოცხლე, პიროვნება, პერსონა, სული. ამიტომაც, ამ ორ სიცოცხლეს ერთმანეთში ძალიან დიდი კამათი და დავა აქვს. პირველი – ბიოსი – არის ხორციელი, ეგოცენტრული, ხოლო ზოე არის სულიერი, მარადიული და იბადება ადამიანში ძველი ადამიანის გარდაცვალების შემდეგ, ანუ ძველი ცხოვრების მიტევებით და ქრისტეში განახლებით. 

– როგორც ვიცი, არსებობს საგანგებო მარხვები და ლოცვები. 

– როდესაც თქვენს ცხოვრებაში არის გარკვეული განსაცდელი: სნეულება, პატიმრობა და ასე შემდეგ, შეგიძლიათ, მოხვიდეთ ეკლესიაში, აიღოთ მოძღვრისგან კურთხევა და შეინახოთ გარკვეული მარხვა კონკრეტული ადამიანებისთვის – ეს ძალიან კარგი იქნება თუ შენი ოჯახის წევრი სნეულებაშია ან საპატიმროშია, ან შენი სულიერი და-ძმა განსაცდელშია, კარგი იქნება‚ თუ კვირაში ერთ დღეს დამატებით კიდევ იმარხულებ მისთვის – ეს იქნება შენგან ძალიან კარგი ქმედება, შენც განიწმიდები და მასაც დაეხმარები.

– როგორც ცნობილია, პეტრე მოციქულმა სამჯერ უარყო მაცხოვარი, ხოლო პავლე მოციქული დიდხანს დევნიდა ქრისტიანებს. 

– პეტრე მოციქული არასდროს ტოვებდა უფალს, შესაბამისად, ის უშუალო მონაწილე და თვითმხილველი იყო უფლის მრავალი დიდი სასწაულქმედებისა. თუმცა ღმერთმა თავისი მიუწვდომელი განგებულებით დაუშვა პეტრე მოციქულის სამგზის განდგომა უფლისგან, როცა ქრისტე შეიპყრეს და განსასჯელად მღვდელმთავართან მიიყვანეს; მაგრამ, წრფელი სინანულითა და ცხარე ცრემლთა ღვრით მან გამოისყიდა საკუთარი სისუსტე და შენდობაც ითხოვა. წმიდა პეტრე, მოციქულთაგან პირველი, ღირს იქმნა და მკვდრეთით აღდგა. როგორც პეტრემ, პავლემაც ძალიან ბევრი ადამიანი მოაქცია და აზიარა ქრისტეს რჯულს. ბოლოს ის დაბრუნდა რომში, რადგან იცოდა, რომ მოახლოებული იყო მისი აღსასრული. ნერონმა მასაც სიკვდილი მიუსაჯა – პავლეს მახვილით მოჰკვეთეს თავი. ორი დიდი მოციქული ერთ წელიწადს არ აღსრულებულა, თუმცა, ცნობილია, რომ ორივე 29 ივნისს, ახალი სტილით 12 ივლისს მოაკვდინეს. გადმოცემით, როცა წმიდა პავლეს თავი მოჰკვეთეს, მისი ჭრილობებიდან სისხლი და რძე გადმოიღვარა. პეტრე მოციქული ღირსი გახდა იესო ქრისტეს ხილვისა. მოგვიანებით მან დიდი სასწაულმოქმედი ძალაც გამოამჟღავნა.  ბოლოს კი, სხვა მოციქულებთან და სხვა მრავალ ქრისტიანთან ერთად, ისიც შეიპყრეს. პეტრეს, როგორც არარომაელს, ჯვარზე სიკვდილი ჰქონდა მისჯილი. როცა მეომრებმა ჯვარი აღმართეს, მოციქულმა ითხოვა, თავდაყირა გამომკიდეთო – ამით ჯეროვან პატივს მიაგებდა უფალს, რომელმაც თავისი ნებით დაითმინა ჯვარზე სიკვდილი; ამასთან, ღირსადაც არ მიაჩნდა თავი, რომ უფლის მსგავსად ჯვარცმულიყო. მართლაც, წმიდა პეტრე მოციქული თავდაყირა მიამსჭვალეს ჯვარს. სიკვდილის წინ მან უქადაგა ხალხს და ბოლოს მადლობა მიუძღვნა ღმერთს იმისთვის, რომ მოწამეობრივი ხვედრის ღირსი გახადა და ამ სიტყვებით ნეტარი სულიც განუტევა. დღეს ადამიანმა მარხვაც თავისი ამპარტავნების გამოსაჩენად და დასაკმაყოფილებლად მოიგონა, რათა ვინმეს წინაშე აღიმაღლოს თავი. იმის მაგივრად, რომ მარხვაში სიმდაბლე, სიყვარული მოიპოვონ, საკუთარი თავი შეიმეცნონ,  შეიცვალონ, პირიქით, უფრო მეტ ამპარტავნებასა და ცოდვაში ვარდებიან. მარხვის შენახვით ადამიანი ისეთი აღარ უნდა იყოს, როგორიც მარხვის დაწყებამდე იყო და, თუ მარხვის დამთავრების შემდეგ ისევ ძველ  მდგომარეობას დაუბრუნდება, მაშინ მთელი მისი მარხვა და მოღვაწეობა ფუჭი იქნება. მარხვაში ქრისტიანს უნდა გაეღვიძოს სულიერი მარხვა. მარხვამ თუ არ დაგვამდაბლა, თუ არ გაგვახსენა, რატომ არ უნდა მივიღოთ ან მივიღოთ ესა და თუ ის ნაყოფი, პირიქით, ამპარტავნებაში ვვარდებით, უფრო თავდაჯერებულები ვხდებით და ვშორდებით უფალს. გარშემო ყველას განვიკითხავთ, ვინც მარხვას არ იცავს, არ დადის ეკლესიაში, არადა, ჩვენ უარესად ვიქცევით. სამწუხაროდ, ბევრი, როგორიც მოდის ეკლესიაში, ისეთივე მიდის მარხვის შემდეგაც და ახლა უკვე მომდევნო მარხვას ელოდება.

скачать dle 11.3