კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: ცოდვად ხომ არ ჩამეთვლება, თუ ზოგჯერ მოუცლელობის გამო ლოცვას შევამოკლებ?

პასუხი: არსებობს ლოცვების წაკითხვის დროს დამაბრკოლებელი ვითარებები. მაგალითად, ავადმყოფობა, გადაღლილობა, უეცარი სტუმარი და სხვა. ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, ანგარიში უნდა გაეწიოს და შესაძლებელია, ლოცვის კანონი შევამოკლოთ. თუმცა, ამან არ უნდა მიიღოს სისტემატური ხასიათი.

კითხვა: როგორი საქციელი შეეფერება ქრისტიანს მარხვაში?

პასუხი: მარხვის დროს უნდა ვიფიქროთ საკუთარ ცოდვებზე და მოვემზადოთ გულწრფელი აღსარებისთვის. არ უნდა ვიფიქროთ გართობაზე, სიამოვნებაზე, უნდა ვილოცოთ, ვიაროთ ტაძარში, ვაკეთოთ ბევრი კეთილი საქმე და ვიყოთ კარგი ქრისტიანები.

კითხვა: ჯერჯერობით ვერ ვახერხებთ ბავშვის მონათვლას. შეიძლება თუ არა მას ჯვარი გავუკეთო, რომ დაიცვას?

პასუხი: რა გიშლით ხელს, რომ ბავშვი მონათლოთ? რატომ ელოდებით განსაკუთრებულ დღეს, იმიტომ ხომ არა, რომ დიდი სუფრა გაშალოთ და ბევრი სტუმარი მოიწვიოთ. ეს არასწორია. სასწრაფოდ მონათლეთ ბავშვი და ჯვარიც ჩამოკიდეთ.

კითხვა: შეიძლება თუ არა მშობლების დაუკითხავად მოძღვარმა კურთხევა მისცეს მოზარდს და წაიყვანოს მონასტერში?

პასუხი: მშობლების დაუკითხავად მოზარდის ბედის გადაწყვეტა ყოვლად დაუშვებელია.

скачать dle 11.3