კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ იძია მამაკაცმა შური ცოლზე, რომელიც მის მეგობართან ერთად გაიპარა

ახალგაზრდა მამაკაცი – წარსულში ნასამართლევი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, რომელსაც პატარა ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, ცოლისა და მეგობრის მიმართ მძიმე  დანაშაულის ჩადენისთვის დააკავეს. მან ჯერ ცოლი მოკლა, შემდეგ კი მძიმე დაზიანებები მიაყენა წლების მეგობარს,  რომელთან ერთადაც მისი ცოლი რამდენიმე დღე იყო დაკარგული. 

სასტიკ მკვლელობას, რომელიც 36 წლის ჯონი ჯ-შვილმა ჩაიდინა, წინ უძღოდა მისი მეუღლის, 40 წლის თაკო თ-იას სამდღიანი გაუჩინარება. ქალი ერთ ჩვეულებრივ დღეს ისე უგზოუკვლოდ გაუჩინარდა, რომ მის ძებნაში სამართალდამცველებიც ჩაერთვნენ. ორი შვილის დედა, ყველას უბედური შემთხვევის მსხვერპლი ეგონა. თუმცა, მას შემდეგ, რაც მეგობართან დატოვებული წერილი აღმოაჩინეს, რომლის მიხედვითაც ქალი თავისი ნებით იყო სახლიდან წასული, მისი ძებნა მეგობრის დახმარებით უკვე სხვა ვერსიით გაგრძელდა. სამდღიანი ძიების შემდეგ, თაკო თ-ია, სახლში დაბრუნდა – ოჯახის წევრებისთვის  მეგობართან დატოვებული  წერილის შინაარსი და ქალის გაუჩინარების რეალური მიზეზი, მისივე თხოვნით, არ გახმაურდა. ქალმა თავი ქმართან და ოჯახთან შეთხზული ვერსიით გაიმართლა – დეპრესიულ მდგომარეობაში ვიყავი და მარტო ყოფნა მინდოდაო. თუმცა, ამ ფაქტიდან რამდენიმე დღეში, ოჯახის წევრებისთვის ცნობილი გახდა ქალის გაუჩინარების ნამდვილი მიზეზი – ის გათხოვების მიზნით, ქმრის მეგობართან, ვადო მ-შვილთან ერთად იყო გაპარული.

საქმის მასალების მიხედვით, გამოძიებისთვის ცნობილი გახდა, რომ თაკო თ-იას  ფარული რომანი ჰქონდა ვადო  მ-შვლთან, რომელიც მისი ქმრის მეგობარი იყო.  ამონაწერი მოწმის, ჯონი  ჯ-შვილის დის, მარინა  ჯ-შვილის ჩვენებიდან: „როდესაც ჩემი ძმა  ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ ციხეში მოხვდა, თაკო რამდენიმე თვე  თავის მშობლებთან გადავიდა  საცხოვრებლად. ჯონიმ ციხიდან შემოუთვალა, თუ ჩემი ცოლი ხარ, ჩემს ოჯახში უნდა დარჩეო. ვხვდებოდი, რომ ჯონისა და თაკოს ურთიერთობა არეული ჰქონდათ, უფრო მეტიც, რამდენჯერმე ყური მოვკარი, რომ მას ზედმეტად ახლო ურთიერთობა ჰქონდა ჩემი ძმის მეგობართან, ვადო მ-შვილთან. ამაზე ყურადღება არ გამიმახვილებია. ჯონიმ ექვის წლის ნაცვლად, ორწლიანი პატიმრობა მოიხადა.  ციხიდან გათავისუფლებულს ხასიათი გაუფუჭდა, თუმცა ეს ბუნებრივი იყო და ვფიქრობდით, გაუვლიდა. თაკოსა და ჯონის ურთიერთობა უფრო და უფრო არ მომწონდა,  ბოლო პერიოდში გამუდმებით ჩხუბობდნენ. იმ დღეებში, თაკო რომ სახლიდან გაუჩინარდა, მეც დავეჭვდი,  თუ სად შეიძლებოდა, გამქრალიყო. ჩემი მეგობრისგან გავიგე, რომ ვადოსთან ერთად იყო წასული, რომელიც თაკოს ცოლად მოყვანას დაჰპირდა. ისე, რომ ჩემს ძმას ეს არ გაეგო, ვადოს დავუკავშირდი და ვუთხარი: თაკო სახლში დააბრუნე, თორემ ამას დიდი ტრაგედია მოჰყვება-მეთქი.  ვადომ ჩემთან თავიც კი იმართლა, შენი თაკო კი არ მომიტაცია, თვითონ გამომეკიდაო. ასე იყო ეს ამბავი, თაკო სახლში დაბრუნდა, მაგრამ მე ჯონისთვის  არაფერი მითქვავს. თაკო გავაფრთხილე: ახლა ჩემს ძმას ვუფრთხილდები, თუმცა მოვა დრო და ამ ამბავს არ გაპატიებ-მეთქი.  მან ჩემთან აღიარა, რომ ქმრის მეგობარს გაჰყვა ცოლად. თუმცა, იმის გამო, რომ ამას დიდი აურზაური მოჰყვებოდა, ცოტა ხნით უკან დაბრუნდა.  ჩვენი საუბრიდან, ალბათ, სამი დღე იქნებოდა გასული, გვიან ღამით ცოლ-ქმრის საძინებლიდან ყვირილის და მტვრევის ხმა გავიგონე. ოთახში შევვარდი. ჯონი თაკოს ფიზიკურად უსწორდებოდა და უყვიროდა: მითხარი, სად იყავი ეს სამი დღეო. თაკო ქმარს ფეხებში ჩავარდნოდა და პატიებას სთხოვდა. მივხვდი, ეს ამბავი ასე არ დასრულდებოდა. ჯონი თუ გაიგებდა, რა მოხდა სინამდვილეში,  არც ცოლს და არც თავის მეგობარს ამას არ აპატიებდა.” 

 როგორც გამოძიებისთვის გახდა ცნობილი, მკვლელობის დღეს ჯონი ჯ-შვილისთვის ცნობილი გახდა, თუ სად იმყოფებოდა  მისი მეუღლე. ჯონი ჯ-შვილი სახლში გვიან დაბრუნდა.  ოჯახის წევრების ჩვენების მიხედვით, ის პირდაპირ მეორე სართულზე ავიდა, სადაც მის მეუღლესა და ბავშვებს უკვე ეძინათ. ამონაწერი მოწმის, მარინა ჯ-შვილის ჩვენებიდან: „როდესაც ხმაურსა და ბავშვების კივილზე, მე და ჩემი და მეორე სართულზე ავედით, ყველაფერი უკვე დასრულებული იყო. ჯონი სისხლიან თაკოს საწოლში ადგა თავზე. ყველაფერი ირგვლივ სისხლით იყო მოსვრილი. ჯონი ისეთ აფექტურ მდგომარეობაში იყო, ვერავის გვხედავდა და ისევ ყვიროდა: ასე რატომ გადამიარე, ასე როგორ გამწირეო. მე და ჩემმა დამ ძლივს წავართვით ხელიდან სისხლიანი დანა.  უცებ თითქოს გონს მოეგო და მაშინვე ქვედა სართულისკენ დაეშვა. მე შემეშინდა და გავეკიდე. ჭიშკრამდე მივდიე, მაგრამ ვერ დავეწიე – მანქანაში ჩაჯდა და წავიდა. დაახლოებით ერთ საათში, მეზობლისგან გავიგე, ჯონიმ ვადო სახეში დაჭრაო. პოლიცია მთელი ღამე ეძებდა ჯონის და მეორე დღეს ჩვენი ნათესავის სახლში მიაგნეს. ჯონიმ თქვა, რომ დამალვას არ აპირებდა. თვითონ დარეკა თავის თანაკლასელთან, რომელიც პოლიციაში მუშაობს და უთხრა თავისი ადგილსამყოფელი. არ მინდა, ჩემმა შვილებმა ნახონ, როგორ დამაკავებენ და ამიტომ გავერიდე ჩემს სახლსო, – უთქვამს თავისი კლასელისთვის”. საქმის მასალებით, მას შემდეგ, რაც ჯონი  ჯ-შვილმა ცოლს ღამით ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, მან შემთხვევის ადგილი დატოვა და წავიდა რესტორანში, სადაც იცოდა, რომ მისი მეგობარი ქეიფობდა. თვითმხილველთა განცხადებით, ჯონი ჯ-შვილი რესტორანში შეშლილი სახით შევიდა. ერთ-ერთი მამაკაცი გამოძიებასთან აცხადებდა, რომ კარში ჯონის შეჩერება სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა. მამაკაცმა მოღალატე მეგობარს დანა ორჯერ დაარტყა თვალისა და ყბის არეში. მაგრამ, მიყენებული მძიმე დაზიანებების მიუხედავად, ვადო მ-შვილი სიკვდილს გადაურჩა. ამონაწერი თვითმხილველის ჩვენებიდან, რომელიც რესტორანში ხსენებული შურისძიებისა და სასტიკი დანაშაულის მომსწრე  გახდა: „ჯონი იმ კუპეში შევარდა, სადაც ვადო და მისი ორი მეგობარი ქეიფობდნენ. ვადო თურმე კართან ახლოს იჯდა. სანამ მისი მეგობრები გონზე მოვიდნენ, ჯონიმ დანა ორჯერ მოუქნია და თან, ყვიროდა – ისეთი „შრამი” უნდა დაგადო, ვერასდროს მოიცილიოო. რესტორნის დარაჯმა, მე და ვადოს მეგობრებმა ძლივს მოვახერხეთ ჯონის გაჩერება. სისხლმაც კი ვერ მოიყვანა გონზე, ისეთ  აფექტურ მდგომარეობაში იყო”.     

ბრალდებულმა ჯონი ჯ-შვილმა, რომლის მიმართაც სისხლის სამართილის საქმე  ცოლის მკვლელობისა და მეგობრის მკვლელობის მცდელობის მუხლით აღიძრა, ჩადენილი დანაშაული აღიარა.  ბრალდებული ნანობდა, რომ ცოლი შვილების თვალწინ მოკლა. სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო, ბრალდებულის ახლობლები აცხადებდნენ, რომ მამაკაცმა  დანაშაული ძლიერი სულიერი აღელვების ნიადაგზე ჩაიდინა. სასამართლომ ეს გაიზიარა შემამსუბუქებელ გარემოებად,  მაგრამ მას ჩადენილი დანაშაულისთვის ცხრა  წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.    

скачать dle 11.3