კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ადამიანებს აჯილდოებს კოსმოსი წარმატებული ცხოვრებით და რა კავშირშია ამასთან კარმული მისიის დედამიწაზე სწორად შესრულება

ასტროლოგიური წესების მიხედვით, ადამიანები, რა მუხტსაც ვუშვებთ სამყაროში, როგორი აზრები და განწყობაც გვაქვს, ისეთივე მომავალი გვექნება. ამიტომ, აუცილებელია, რა წარუმატებლობის წინაშეც არ უნდა იდგეთ, სწორი აზროვნება შეინარჩუნოთ და შეძლოთ ფიქრებისა და აზრების კონტროლი. რაც მეტი რწმენა და კარგის მოლოდინი აქვს ადამიანს, მით მეტი წარმატებით აჯილდოებს მას კოსმოსი. აზროვნების შეცვლა და იმის გათავისება, რომ თვითონვე ვართ საკუთარი ბედის მმართველნი, რაშიც ვარსკვლავებიც გვეხმარებიან, თავად ჩვენზეა დამოკიდებული. 

ასტროლოგიური ლოგიკით, წარუმატებელი, პესიმისტი, მუდამ უიმედო ადამიანი საკუთარ ბედსა და ცხოვრებაზე აგებს პასუხს და თავად უქმნის კოსმიურ ძალებს ბარიერს. ბედს თვითონვე სძენს პესიმისტურ ელფერს და საკუთარი ქმედებითა და აზრებით, ასტრალური ძალების მოდინებას ბლოკავს. 

 ნებისმიერი ფიქრი, აზრი და ემოცია ჩვენსავე ენერგეტიკულ ველზე ანუ აურაზე აისახება. თუ  ბედს ვემდურით, აგრესიული და დეპრესიული ვართ, ცხოვრებას უიმედოდ ვუყურებთ, ეს გარკვეულ დამანგრეველ და ნეგატიურ კვალს ტოვებს ენერგეტიკულ ველზეც. სამყაროში მოქმედებს ასტრალური კანონები და ჩვენ ვიზიდავთ სწორედ ამ ნეგატიური ვიბრაციის შესაბამის მოვლენებს. 

დაიწყეთ აზროვნების შეცვლა, გადადით ნეგატიურიდან პოზიტიურ ფიქრსა და აზროვნებაზე.  როცა ადამიანი ფიქრობს არა დადებითზე, არამედ უარყოფითზე და ამბობს, რომ ირგვლივ ყველაფერი ცუდადაა, არ უნდა ელოდოს კარგს – მომავალშიც არაფერი შეიცვლება უკეთესობისკენ. უნდა ახსოვდეს, რომ მისი ფიქრი კოსმოსში იგზავნება და იქიდან სასიკეთოს აღარ უნდა ელოდოს. გახსოვდეთ, ყველა ადამიანი თავის ასტროლოგიურ პერიოდს გადის და იქ, როგორც წარმატება, ასევე წარუმატებლობაც გარდაუვალია. თუმცა, ორივე დროებითია. 

ბევრმა არ იცის, რა არის კარმა და რა დანიშნულება აქვს მის კარმულ-კოსმიურ მისიას დედამიწაზე. კარმა მიზანმიმართული და განზრახი ქმედებაა, რომელსაც თავისი შედეგი აქვს. ამასთან, აზრიც და სიტუაციაც ქმედებად ითვლება. ასტროლოგიურად, კარმას თავისი კანონი აქვს. კარმის კანონი მოქმედებს ისე, რომ თითოეული მოქმედება ანაბეჭდს მომავალში დატოვებს ან წინ დაგვხვდება. თითოეული ადამიანი საკუთარი მისიით მოდის დედამიწაზე. შესაბამისად, თავისი გაკვეთილი კარგად უნდა გაითავისოს და გაითვალისწინოს ის, რასაც კოსმოსი უქადის. ეს, ადამიანებს თავისი მდგომარეობის უკეთ გაცნობიერებაში ეხმარება.

თუ გსურთ, გაიგოთ რა არის თქვენი კარმულ-კოსმიური მისია დედამიწაზე, ამისთვის, საკუთარ ზოდიაქოს ნიშანს უნდა დააკვირდეთ:

ვერძი – დედამიწაზე თქვენი კარმული მისიაა, გაუნაწილოთ ენერგია სხვა ადამიანებს. დაეხმაროთ უმწეოებს. იყავით გულღია, კომუნიკაბელური, ქველმოქმედი და ადვილად შეძლებთ ბედნიერების მოპოვებას.

კურო – ნუ იქნებით დიქტატორი და მეტი ყურადღება მიაქციეთ, რას ითხოვენ თქვენგან გარშემო მყოფები. გაითვალისწინეთ მათი რჩევები. ეს თქვენი კარმული მისიაა და ბედნიერებას მოგიტანთ.

ტყუპები – იბრძოლეთ თქვენი სიმართლისთვის და შემოიკრიბეთ გარშემო ერთგული ადამიანები. ამით გარშემო ჰარმონიულ გარემოს შეიქმნით და წარმატებებსაც ადვილად მიაღწევთ.

კირჩხიბი – ნუ იყურებით წარსულში, მომავალში უკეთესი რამ შეიძლება, მოხდეს და მასზე იყავით ორიენტირებული. აწმყოში საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოვლენა თქვენი კარმული მისიაა დედამიწაზე, რაც მომავალში წარმატებას მოგიტანთ.

ლომი – შეეცადეთ, გარემოცვა ისეთი მიიღოთ, როგორიც არის და არა ისეთი, როგორიც  გსურთ. მაშინ ცხოვრებაც გაგიადვილდებათ და კარმულ მისიასაც დედამიწაზე ადვილად დაძლევთ.

ქალწული – მხოლოდ საკუთარი თავის იმედი გქონდეთ და ნუ იქნებით სხვების ხელის შემყურე. მთავარია, არ მოადუნოთ ყურადღება, ყური უგდეთ ინტუიციას და ის მიგიყვანთ საჭირო ადგილამდე. ისწავლეთ მოთმენა, რადგან ამას გავალებთ თქვენი კარმა.

სასწორი – შეხედეთ სამყაროს სხვა თვალით და აღიქვით მოვლენები ისე, როგორც არის. დაფიქრდით, ზოგჯერ რეალობა უფრო საინტერესოა, ვიდრე ოცნება. თქვენი კარმული მისიაა, დედამიწაზე იყოთ რეალისტი.

მორიელი –  გადაწყვეტილების მიღებისას, ნუ აჩქარდებით, ჩაუღრმავდით საკუთარ გრძნობებს. თქვენი კარმული მისიაა, ადეკვატურად მიჰყვეთ მოვლენებს და სწორად მოახდინოთ რეაგირება.

მშვილდოსანი – მეტად უსმინეთ საკუთარ ინტუიციას. თქვენი კარმული მისიაა, ყური უგდოთ გულის კარნახს, არ დაზოგოთ შესაძლებლობა და ენერგია საქმეში და იყოთ გულისხმიერი სხვების მიმართ. 

თხის რქა – ნუ აჰყვებით ემოციებს. გარშემო მყოფები თქვენგან მხოლოდ სიმართლეს ელიან და ეს თქვენი კარმული მისიაცაა დედამიწაზე. თქვენ უნდა იყოთ მაგალითი სხვებისთვის. ამიტომ, შეცდომის დაშვების უფლება არ გაქვთ. იყავით ოპტიმისტი და ეს წინსვლაში დაგეხმარებათ.

მერწყული – იყავით რეალისტი. გახსოვდეთ, ამქვეყნად იმისთვის მოხვედით, რომ გაულამაზოთ ცხოვრება გარშემო მყოფებს. თქვენი მთავარი კარმული მისიაა, იყოთ დამთმობი, ჰუმანური და მეტად კომუნიკაბელური. 

თევზები – თქვენი კარმული მისიაა დედამიწაზე, სხვებზე იზრუნოთ, დაეხმაროთ მათ. დაისახეთ მიზანი და ყველა ღონე იხმარეთ ამის მისაღწევად. ამ შემთხვევაში, ბედი ნამდვილად გაგიღიმებთ და კარმულ-კოსმიურ მისიასაც შეასრულებთ დედამიწაზე.

скачать dle 11.3