კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

ასეთი ქმარი არაფერში მჭირდება

სამი წელია, გათხოვილი ვარ. სხვათა შორის, სიყვარულით შევუღლდით და დაქორწინებამდე თითქმის ორი წელი ვხვდებოდით ერთმანეთს. ვერ ვიტყვი, რომ ამირანი ცუდი ქმარია – არც არანაირი თარიღი არ ავიწყდება, ძვირფას საჩუქრებსაც ყიდულობს ჩემთვის და, პრინციპში, ყველგან დავყავარ, სადაც თვითონ დადის წვეულებებზე, მაგრამ, ამ ბოლო დროს ვგრძნობ, რომ რაღაც ვერ არის მთლად ისე, როგორც უნდა იყოს.

საქმე ისაა, რომ სანამ მე გამიცნობდა, მანამდე ჰყავდა შეყვარებული, რომელმაც უღალატა და გათხოვდა; მერე იმ ქმარს გაშორდა და მეორედ გათხოვდა, მაგრამ იმასაც მალე გაეყარა, ერთი სიტყვით, „გაგულავდა“ – ხან ვისი საყვარელი იყო და ხან ვისი. ისე, გარეგნობით, მართლა კარგი იყო, სპორტული სტილის. სულ შორტებით და შარვლით დადიოდა. იმ გოგოს „ჩერეზ-ჩერეზ“ ვიცნობდი და ისიც ვიცოდი, ოდესღაც ამირანის შეყვარებული რომ იყო, მაგრამ ამისთვის დიდი ყურადღება არ მიმიქცევია, რადგან ჩემი ქმარი ძალიან მკაცრია ქალის მორალთან მიმართებაში და დარწმუნებული ვიყავი, რომ იმ გოგოსგან საშიშროების მოლოდინი არ უნდა მქონოდა; მაგრამ, ახლა რომ ვუკვირდები სიტუაციას, ვფიქრობ, რომ შევცდი, რადგან, გარდა იმისა, რომ ისედაც ვატყობ რაღაც-რაღაცეებში ცვლილებებს, აშკარად კატეგორიულად მოითხოვს ჩემგან, თმა ქერად შევიღებო, ჯინსებითა და „საროჩკებით“ ვიარო სახლშიც და გარეთაც და, საერთოდ, სპორტულ სტილზე გადავიდე. შეიძლება ვინმემ თქვას, მერე რა მოხდაო, მაგრამ, საქმე ისაა, რომ, შეიძლება, თავისდაუნებურად, მაგრამ, უნდა, რომ გარეგნობით იმ თავის პირველ შეყვარებულს მიმამსგავსოს მაქსიმალურად. ეს კი რას ნიშნავს?! რა თქმა უნდა, იმას, რომ ისევ ის მოსწონს და უყვარს, ჩემთან ორწლიანი რომანი და სამწლიანი ქორწინება კი მხოლოდ გულის გაგრილება და იმ მოღალატის დავიწყების მცდელობა იყო, რაც აშკარად არ გამოუვიდა და ახლა რაღაცას ფხაკურობს, საკუთარ თავს ებრძვის და ჩემს სიყვარულსაც კარგავს. ცოტა ხანს კიდევ ვუყურებ და, თუ ჩემი ეჭვები გამართლდა, სულ კარგად ბრძანდებოდეს; ჰყავდეს ის თავისი სპორტული ბოზანდარა და იყოს იმასთან ბედნიერი, მე კი თავი დამანებოს. კიდევ კარგი, ჯერ შვილი არ გვყავს, თორემ, ალბათ, ამ ნაბიჯის გადადგმა ძალიან გამიჭირდებოდა.

და, საერთოდაც, რაში მჭირდება ქმარი, რომელიც ჩემთან იქნება და სხვაზე იფიქრებს და იოცნებებს?

ლალიკო, 26 წლის.

скачать dle 11.3