კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამდენ თაობაზე გადადის წყევლა და რისგან გვიცავს ხის სამკაულები

მოკვდავები ვართ და ბუნებრივია, გვაინტერესებს: რა სიურპრიზებს გვპირდება მომავალში ცხოვრება, რამდენ ხანს ვიცოცხლებთ, ვინ იქნება ერთგული ჩვენ გვერდით ცხოვრების ბოლომდე და ასე შემდეგ. თუმცა, რაც არ უნდა მოვინდომოთ, ალბათ, საკუთარ ბედისწერას ვერ შევცვლით. სრულიად შემთხვევით გავეცანი ბატონი კობას პუბლიკაციას ბედისწერის შესახებ, რომელმაც საკმაოდ დამაინტერესა. მივხვდი, ცხოვრებაში ბევრი ფაქტია, რაც გვაბედნიერებს, გვიქმნის კომფორტს და გვაგრძნობინებს, რომ თავად ვქმნით იმ ბედნიერ მომავალს, რომელშიც ვცხოვრობთ. ბატონი კობა, დღეს ჩვენი რუბრიკის სტუმარია და შეეცდება, დაგვისაბუთოს ის ამოუხსნელი ფენომენი, რასაც ბედისწერა ჰქვია.

კობა: ცნობისმოყვარეობა ადამიანის ის თვისებაა, რომელსაც ვერასოდეს შეელევა. საკუთარი მომავლის შესახებ ინფორმაცია, ბევრს მიაჩნია, რომ სიმშვიდეს მიანიჭებს, მაგრამ ეს, ასე არაა. ეს უფრო გვაფორიაქებს და გვიშლის ხელს მშვიდ ცხოვრებაში. ბუნებაში, მით უმეტეს ადამიანის ცხოვრებაში, შემთხვევით არაფერი ხდება. ნებისმიერი მოვლენა ასტრალში დიდი ხნით ადრე მზადდება და განსაზღვრულ დროს  ხორციელდება. სწორედ ამას უწოდებენ ადამიანები ბედისწერას და არავინ იცის, ბედი ვის რას გვიმზადებს.

– ბატონო კობა, კი ამბობთ, არავინ იცის ცხოვრება რას გვიმზადებსო, მაგრამ ვინც პარაფსიქოლოგიაში ერკვევა, ამტკიცებენ, რომ მომავლის შესახებ ინფორმაცია წინასწარ არსებობს და არსებობენ ადამიანებიც, რომელთაც ამ ინფორმაციის წაკითხვა შეუძლიათ. მათ არ ეთანხმებით?

– ნაწილობრივ შემიძლია დავეთანხმო და აგიხსნათ, ამას რატომ ვამბობ. აი, პარაფსიქოლოგები რომ ამბობენ, ადამიანის ბედის შეცვლა შეიძლებაო, რეალურად, მისი შეცვლა კი არა, კორექციაა შესაძლებელი. ანუ, შეგვიძლია, ჩვენივე ძალისხმევით, საკუთარ ბედ-იღბალში შევიტანოთ ცვლილებები და ცხოვრება, შედარებით უკეთ მოვიწყოთ. ასეთი ცვლილების შეტანა კი იმას არ ნიშნავს, რომ რაც შუბლზე დაბადების მომენტში დაგეწერათ, მას ასცდებით. გეტყვით, რომ ჩვენი ქმედებები სამყაროში არსებულ ჩვენსავე ბედის კოდში ინახება და გარკვეული დროის შემდეგ, უკან გვიბრუნდება. ამიტომ, უნდა ვიყოთ დაკვირვებულები და მეტად წინდახედულები. 

– იმ რელიგიებში, სულის რამდენჯერმე მოსვლას რომ ქადაგებს, ნათქვამია, შეიძლება შენი ახლანდელი საქმიანობის და ქცევის შედეგი სხვა ცხოვრებაში მიიღოო. იქნებ, ესეც განმარტოთ?

–  ამ თემაზე სიღრმისეული საუბარი შორს წაგვიყვანს. ამიტომ, ვეცდები მარტივად და ლაკონურად აგიხსნათ. მაგალითად, თუ საქმე არ გამოგდით, არ გიმართლებთ, მაინც არ დანებდეთ, არასდროს ჩაიქნიოთ ხელი და თავი უბედურად არ მიიჩნიოთ. შეიძლება, ამით ბედისწერა დიდ სიურპრიზს გიმზადებთ, გცდით და გამოწვევას თქვენგან ელის. უამრავი მაგალითია, როცა ადამიანს არ უმართლებდა, უიღბლობა ტანჯავდა წლების განმავლობაში, მაგრამ არ დანებდა, ბედის გამოწვევას გაუძლო, არ ჩაიქნია ხელი და იმდენი იბრძოლა, სანამ სასურველს არ მიაღწია. თუ ბედი ბიზნესში არ გაქვთ, ესე იგი, სხვა სფეროში უნდა მოსინჯოთ ძალები. თუ არ გიმართლებთ პოლიტიკაში ან ეკონომიკაში, მაშინ კურსი შეიცვალეთ. ეს ბუნებრივია, ბედისწერა თავად გაჩვენებთ, სად გაგიმართლებთ იღბალი და სად – არა. ამას თქვენ გარდა, ვერავინ მიხვდება. რომ ჩააცივდე ერთ საქმეს, არ გიმართლებდეს და იძახო, ბედი არ მწყალობსო, ამით არაფერი გამოვა. უნდა დაფიქრდე, შეიცვალო სფერო და გაგიმართლებს. ბედისწერა თავად მიგიყვანთ იმ პროფესიამდე, ბედიც რმოდელი სოფო

ცისკარიშვილიომ გაგიღიმებთ და კარმული თვალსაზრისითაც მოგებას მოგიტანთ. თუმცა, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ბედის კორექციას ვერ ახერხებენ და იგივე განვითარების დონეზე რჩებიან სიცოცხლის ბოლომდე, როგორც თინეიჯერობის ასაკში იყვნენ. 

– ბედის ერთი ადამიანიდან მეორეზე გადაცემა თუ ხდება, ანუ როგორც მას უწოდებენ – ბედის გადალოცვა?

– რეალურად, დიახ, შესაძლებელია ერთი ადამიანის ბედი რაიმე ნივთის საშუალებით მეორეზე გადავიდეს და ამას, ბედის გადალოცვა ჰქვია. სხვათა შორის, არსებობს დღეები, როცა ბედის გადალოცვა გაცილებით იოლია. ასეთი დღეებია, ყოველი თვის პირველი და ბოლო შაბათ-კვირა. სხვათა შორის, ამ დღეებში დიდი შანსია, სიზმარში ნახოთ მომავალი მეუღლე. ასევე, თუ გსურთ, თქვენი შვილი ბედნიერი იყოს და მას სხვისი ცუდი არ გადმოელოცოს, დაბადებისთანავე მის სახელზე ოჯახის მამაკაცმა, უმჯობესია მამამ, დარგოს ხე. სწორედ ეს ხე იქნება მისი ბედის მფარველი, დამცველი და ბოროტი ძალების ამცილებელი. ადამიანის სახელზე დარგული ხის მიზანია, დაიცვას კონკრეტული პიროვნება ბოროტი ძალებისგან, გადასცეს მას თავისი ძალის ნაწილი და იხსნას შესაძლო უბედურებისგან მისი მომავალი. ზოგადად, ძველად მიაჩნდათ, რომ ადამიანები და მათი დაბადების მომენტში მათ სახელზე დარგული ხეები, ერთმანეთთან შეერთებულნი და დაკავშირებულნი არიან ბედის უხილავი ძაფებით. ამიტომ, თუ ხე კარგად ხარობს, ადამიანიც ბედნიერია, ხოლო თუ ნელ-ნელა იწყებს ხმობას, მაშინ, რაღაც საფრთხე უახლოვდება მის სულიერ ძმას. მცენარეებს ასტრალური ძალა აქვთ, რაც ადამიანმა უნდა იცოდეს და თავის სასიკეთოდ გამოიყენოს. თუ ხისგან დამზადებულ სამკაულებს ატარებთ, ის თქვენს წინსვლას შეუწყობს ხელს და დაგიცავთ გათვალვისა და ავი მზერის შესაძლო უარყოფითი შედეგებისგან. ხის სამკაული გათვალვისგან ერთ-ერთი უძლიერესი დამცველია.

– რას ეტყვით მათ, ვინც ფიქრობს, რომ, რაც მისი დაბადების მომენტში შუბლზე დაეწერა, ვერ ასცდება?

– თუ ბედს ხარ მინდობილი და ამბობ, რაც მიწერია, არ ამცდებაო, მაშინ, ნუღარც დაიწუწუნებ, რომ წარუმატებელი და უიღბლო ხარ. მე თავშივე აღვნიშნე, რომ ადამიანის ბედის კორექცია შესაძლებელია და ამას თქვენზე უკეთ ვერავინ მოახერხებს. იმასაც ამბობენ, წყევლის ნუ შეგეშინდებათ, ის მაწყევრისაა, უკან უბრუნდება და თქვენ ვერაფერს დაგაკლებთო. 

– კი, ეს მეც გამიგია. 

– ჰოდა, მე გეტყვით, რომ შუბლზე დაწერილი ბედისწერა, წყევლის მეშვეობით ადვილად და სწრაფად იწყებს მოქმედებას. მას შეუძლია  დაწყევლილი ადამიანის ცხოვრების ძირფესვიანად შეცვლა – უბედურების ან ბედნიერების მოტანა. არ დაგავიწყდეთ, რომ წყევლა, თავისი ძლიერი პროგრამის წყალობით, სამი თაობიდან ცხრა თაობამდე გადადის და მუშაობს უარყოფითად. ხშირ შემთხვევაში, ადამიანზე ის მომაკვდინებლად მოქმედებს და ანადგურებს როგორც ფიზიკურად, ისე – მორალურადაც. 

скачать dle 11.3