კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

უზმოზე აუცილებელია ბოსტნეულისა და ხილის წვენების დალევა

ბოსტნეულის წვენების მიღება აუცილებელია ადამიანის ორგანიზმისთვის. ხილის წვენი წმენდს ორგანიზმს, გამოაქვს წიდები და შხამები, ავსებს აუცილებელი ნივთიერებებით, კერძოდ, ამინომჟავებით, ვიტამინებითა და მიკროელემენტებით, რომლებიც აუცილებელია ჩვენი ჯანმრთელობისთვის. ხილისა და ბოსტნეულის მხოლოდ ახალგამოწურული წვენია სასარგებლო. წვენი აუცილებლად უზმოზე დალიეთ, რადგან ამ დროს ის უფრო სწრაფად და აქტიურად მოქმედებს და მას უფრო სწრაფად და სრულყოფილად ითვისებს ორგანიზმი.

*სტაფილოს წვენი აუმჯობესებს მხედველობას, კბილების სტრუქტურას, შეიცავს დიდი რაოდენობით A, B, C, D, და E ვიტამინებს; მისი დალევა კარგია სისხლნაკლებობის დროს.

*ვაშლის წვენი მდიდარია რკინით, რომელიც აუმჯობესებს სისხლის შემადგენლობას და ააქტიურებს ორგანიზმის სასიცოცხლო ძალებს.

*ჭარხლის წვენი ყველაზე სასარგებლოა სისხლის წითელი ბურთულების წარმოსაქმნელად და აუმჯობესებს სისხლის შემადგენლობას; წმენდს ღვიძლს, თირკმელებს, ნაღვლის ბუშტს. ჭარხლის წვენი უნდა მიიღოთ დღის განმავლობაში მხოლოდ ნახევარი ჭიქა.

*კიტრის წვენი კარგი შარდმდენი საშუალებაა. ის შეიცავს კალიუმის დიდ რაოდენობას, რის გამოც სასარგებლოა ჰიპერტონიის დროს. ასევე, აჩერებს თმის ცვენას და აუმჯობესებს მეხსიერებას.

*კარტოფილის წვენი შველის კუჭის დაავადებებს. თუ ჭამის შემდეგ კუჭის არეში სიმძიმესა და ტკივილს გრძნობთ, დალიეთ უმი კარტოფილის წვენი და პრობლემა მოგეხსნებათ.

ვიტამინების ნაკლებობის გამო ორგანიზმი მოდუნებული ხდება, რაც ადამიანის გარეგნობაზეც აისახება და განწყობაზეც. ვიტამინების შესავსებად, ძვირად ღირებული პრეპარატების ნაცვლად, რამდენიმე ხალხურ რეცეპტს შემოგთავაზებთ:

* 1 ლიმონი 2 წუთით ჩააგდეთ ადუღებულ წყალში და შემდეგ კანიანად გახეხეთ. დაუმატეთ 2 კოვზი ნაღების კარაქი, 1 სადილის კოვზი თაფლი და კარგად ამოურიეთ. მიღებული მასა წაუსვით პურის ნაჭერს და დილით ჩაისთან ერთად მიირთვით. 

* 200 გრამ გახეხილ ვაშლს შეურიეთ 1 ცალი ფორთოხლის წვენი, დაუმატეთ 15 ცალი ნიგოზი და 2 სადილის კოვზი ნატურალური თაფლი, კარგად ამოურიეთ და დილით უზმოზე მიირთვით. 

 

ფუნქციური კვების პროდუქტები აუცილებელია იმუნოდეფიციტისა და სტრესის დროს

კვების ხასიათი ბევრად განსაზღვრავს ადამიანის ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და ემოციურ მდგომარეობას. მთავარია, საკვების არა რაოდენობა და გემო, არამედ მისი ბიოლოგიური ღირებულება. რაციონში ამ მაჩვენებლის გაზრდა, ეგრეთ წოდებული ფუნქციური კვების პროდუქტების ჩართვით შეიძლება. ენერგიის ხარჯვა მოხმარებული საკვების შეჯამებულ კალორიებს უნდა შეესაბამებოდეს. ადამიანის ორგანიზმისთვის საკვები არა მხოლოდ პლასტიკური და ენერგეტიკული მასალის წყაროა, არამედ, მისი ფიზიოლოგიური ფუნქციებისა და ბიოქიმიური რეაქციების რეგულირებაც შეუძლია. ფუნქციური კვების კონცეფციის თანახმად, საკვებ ორგანიზმზე თავის მარეგულირებელ ზემოქმედებას ნაწლავების მიკრობული ეკოლოგიის ნორმალიზების გზით ახდენს.

დაავადებებისგან თავის არიდება და მათგან განკურნება შეიძლება განსაზღვრული სახის ბაქტერიების შემცველი პროდუქტების მეშვეობით ან ბაქტერიების ზრდის ხელშეწყობით.

ადამიანის ნორმალური მიკროფლორის მრავალრიცხოვან წარმომადგენელს შორის, დაახლოებით 70 პროცენტი ბიფიდობაქტერიებია. სწორედ ისინი ასრულებენ ძირითად როლს ნაწლავების მიკრობიოლოგიური სისტემების შენარჩუნებაში.

ნაწლავების აშლილობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ბიფიდობაქტერიების დეფიციტი მიიჩნევა. ეს კი მინერალების, ცხიმებისა და ცილების ცვლის დარღვევას იწვევს. დადგენილია, რომ ბიფიდობაქტერიები მონაწილეობენ შეუცვლელი ამინომჟავების სინთეზში, დაბლა სწევენ სისხლში ქოლესტერინის დონეს და ავლენენ სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედებას.

ადამიანის ორგანიზმში არანაკლებ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ლექტობაცილები. ისინი ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების ათვისებას აუმჯობესებენ, ფერმენტულ აქტივობას ავლენენ, ნაწლავებში მჟავე-ტუტის თანაფარდობას არეგულირებენ და პათოგენურ მიკრობებს ანეიტრალებენ. ადამიანის ნაწლავებში დაახლოებით ხუთასამდე სახის სასარგებლო მიკროორგანიზმი ბინადრობს.

ბიფიდობაქტერიებს შეიცავს ყველი, ნაყინი, წვენები, რძე, საკონდიტრო ნაწარმი. მათი მოხვედრა ნაწლავებში სტიმულს აძლევს ორგანიზმში ბიფიდობაქტერიების ზრდას და მეტად მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. ასევე, კარგია მაწონი, კეფირი, იოგურტი და სხვა. ფუნქციური კვების პროდუქტები სასარგებლოა ყველასთვის. ის აუცილებელია იმუნოდეფიციტისა და სტრესის დროსაც.

 

სწორად კვება ჯანმრთელად გახდომის აუცილებელი პირობაა

რომ არ გასუქდეთ, ჭამეთ ხშირად და მცირე ულუფებით.  გახსოვდეთ, რომ სწორად კვება ჯანმრთელად გახდომის აუცილებელი პირობაა. ბევრი ჩვენგანი დღის განმავლობაში რამდენიმე საათი შეუსვენებლად მუშაობს და, შესვენების დროს ან სახლში დაბრუნებისას, სწრაფად ჭამს დიდი რაოდენობით საკვებს, რათა ახალი ენერგიით აავსოს ორგანიზმი, მაგრამ, ენერგიის ნაცვლად, ასეთ სწრაფ ჭამას კუჭის ტკივილი და სისუსტე მოჰყვება. ეცადეთ, სამსახურში წაიღოთ მსუბუქი საკვები, მაგალითად, ხილი, იოგურტი, ბოსტნეულის სალათები და ის მიირთვათ. გაითვალისწინეთ, რომ ხშირად და მცირე ულუფებით საკვების მიღება ჯანმრთელობის აუცილებელი პირობაა.

ასევე, უნდა იცოდეთ, რომ ზოგჯერ, სწორად დაცულ დიეტასაც კი არ აქვს სასურველი შედეგი. ძალიან რთულია, მოამზადო ორგანიზმი მუშაობის ახალი რეჟიმისთვის. თუ თავს იკავებთ საკვების მიღებისგან მხოლოდ რამდენიმე დღით, ამით ორგანიზმს აიძულებთ, შეგეწინააღმდეგოთ, რაც იმაში გამოიხატება, რომ, საკვების მიღების დაწყებისთანავე, ის მაშინვე იწყებს მარაგის დაგროვებას, თითქოს არასასურველი პერიოდისთვის ემზადება, ეს კი ხელს უწყობს წონაში ისევ სწრაფად მატებას. უნდა გახსოვდეთ, რომ წარმატების მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ ბალანსირებული, სწორი კვებით. ასევე, შინაგანი მზადყოფნითა და მონდომებით. მხოლოდ რამდენიმეთვიანი ან რამდენიმეწლიანი მონდომება მიგიყვანთ სასურველ შედეგებამდე და არა სწრაფი დიეტა, რომელსაც, შესაძლოა, ბევრი დაავადების გამწვავება მოჰყვეს.

 

მოძრაობის უკმარისობა საშიშ დაავადებებს იწვევს

ადამიანები დიდ დროს ატარებენ ავტომობილში, ტელევიზორთან, კომპიუტერთან და ასე შემდეგ. ასეთ მდგომარეობას ჰიპოკინეზია, ანუ მოძრაობის უკმარისობა ეწოდება. ის ორგანიზმისთვის ძალიან საშიშია. ამიტომ, სწორად უნდა შეარჩიოთ ფიზიკური ვარჯიშები. ფიზიკური აქტივობა ნებისმიერს სჭირდება, რათა პასიური ცხოვრების წესმა ორგანიზმი არ გამოფიტოს. კონკრეტულად კი, ცხოვრების ასეთი წესი ქრონიკულ დაღლილობას, შრომის უნარის დაქვეითებასა და უამრავ დაავადებას იწვევს.

იძინეთ იმდენი, რამდენსაც ორგანიზმი მოითხოვს. მიეცით ნერვულ სისტემას სრულფასოვანი დასვენების საშუალება. ერთი უძილო ღამის ასანაზღაურებლად ორი ღამე მაინც არის საჭირო, დღისით ძილი კი არცთუ კარგია – ის ბიორიტმებს ცვლის და ორგანიზმში მიმდინარე პროცესთა დესინქრონიზაციას იწვევს. მოერიდეთ ყველაფერს, რაც დაძინებაში გიშლით ხელს, მაგალითად, ვახშამი დაწოლამდე მინიმუმ ორი საათით ადრე მიირთვით. გვიან საღამოს ნუ დალევთ ყავას და მაგარ ჩაის; ძილის წინ, დაწოლილმა არ იკითხოთ და არც ტელევიზორს უყუროთ. დაწექით დასაძინებლად, როცა ძილი მოგერევათ, რადგან ასე გამოგიმუშავდებათ რეფლექსი და დაწვებით თუ არა, მალევე დაგეძინებათ.

ბევრი ადამიანი დილით ფინჯან ყავას სვამს. ეს არასწორია. შეიძლება არ იცით, მაგრამ, კოფეინი ალკალოიდია, რომელიც ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ზემოქმედებს და ენერგიის მოზღვავების იმიტაციას იწვევს. ის დაკარგულს კი არ აღადგენს, არამედ დარჩენილ მარაგს კრებს და ორგანიზმს უფრო მეტად ფიტავს. მართალია, ყავის შემადგენლობაში არსებული აზოტის შემცველი ნაერთები, ორგანული მჟავები და B ჯგუფის ვიტამინები ზემოქმედებს ბევრი სასიცოცხლო პროცესის ნორმალიზებაზე, მაგრამ, მისმა დიდი რაოდენობით სმამ, შეიძლება, სავალალო შედეგამდე მიგიყვანოთ: გამოიწვიოს უძილობა, აღგზნება, კუჭ-ნაწლავის აშლილობა, ტაქიკარდია, გულის არითმია, კუნთების კრუნჩხვა და ასე შემდეგ. სრულიად საკმარისია, დღეში ორი ფინჯანი ყავის დალევა. კუჭის წყლულის შემთხვევაში კი ის მავნებელია მასში შემავალი მთრიმლავი ნივთიერებების გამო. ამიტომ, თუ კუჭის წყლული გაქვთ, მაქსიმალურად მოერიდეთ ყავას. ასევე, ქრონიკული დაღლილობისა და უძილობის დროს ყავის სმას ნუ მიეძალებით, ეს უარესია. ის კი არ აფხიზლებს ადამიანს, არამედ ძილს უფრთხობს. ამ დროს იწყება თავის ტკივილი და, შესაძლოა, ხანგრძლივი უძილობაც კი დაგჩემდეთ. თუ დაღლილობას თავს ვერ ართმევთ, სხვა სასმელი მიირთვით, მაგალითად, ლიმონიანი ჩაი, თაფლიანი ან მინერალური წყალი. მიიღეთ კონტრასტული შხაპი, ჩაიტარეთ სუნთქვითი ვარჯიშები, ისეირნეთ სუფთა ჰაერზე და ასე შემდეგ.

ასევე, სერიოზული ზიანი მოაქვს სიმსუქნეს. ჭარბი ცხიმოვანი ქსოვილი არანაკლებ ჟანგბადსა და საკვებ ნივთიერებებს მოიხმარს, ვიდრე გული და ტვინი. ის გულს აიძულებს, ერთიორად მეტი დატვირთვით იმუშაოს და საკუთარ პრობლემებს სხვა ორგანოების, კერძოდ, გულის, სისხლძარღვების, კუჭის, პანკრეასის, სახსრების ხარჯზე აგვარებს. ამიტომაც არის სიმსუქნე გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიების, შაქრიანი დიაბეტის, ოსტეოპოროზისა და სხვა დაავადებების რისკ-ფაქტორი. ამიტომ, გირჩევთ, ერიდოთ მაღალკალორიულ საკვებს და მეტი იმოძრაოთ.

 

მუცლის კუნთების ვარჯიში თიაქარს აგარიდებთ

თიაქარი საკმაოდ რთული დაავადებაა და მას განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა სჭირდება. მას იწვევს სიმსუქნე, მუცლის ტრავმა, პოსტოპერაციული ნაწიბურები და ასე შემდეგ. ასევე, დაავადების გამომწვევია მძიმე ფიზიკური შრომა, მძიმე მშობიარობა, შეკრულობა, რადგან ამ დროს მუცლის ღრუში, დუნდება და თხელდება წნევის მკვეთრ გაძლიერებასთან ერთად, მუცლის პრესი. 

არსებობს მუცლის შიგნითა და გარეთა, ასევე, თანდაყოლილი და შეძენილი თიაქარი. სამედიცინო სტატისტიკის მიხედვით, მამაკაცებში ჭარბობს საზარდულის, ქალებში კი ჭიპის თიაქარი. ამ დაავადების მქონე ადამიანს აწუხებს სიმძიმის შეგრძნება, ხშირი შარდვა, უჩივის შრომისუნარიანობის დაქვეითებას. თიაქარს, აგრეთვე, ახასიათებს გამობერვა და ტკივილი თიაქრის მიდამოებში.

თუ კარგად დააკვირდებით სიმპტომებს, თიაქარი ადვილად ამოსაცნობი დაავადებაა. მისი გართულებებიდან აღსანიშნავია ჩაჭედვა. ამ დროს,  მუცლის ღრუში წნევის უეცარი აწევის გამო, თიაქრის პარკში ჩვეულებრივზე მეტი ორგანო ჩამოდის, თიაქრის ფარის კუნთები სალტისებურად შემოეჭირება პარკში მდებარე ორგანოებს, უკან დაბრუნების საშუალებას არ აძლევს და ახშობს მათ სისხლძარღვებს. ამ დროს აუცილებელია სასწრაფო ოპერაცია, რადგან მისი გადადება სიცოცხლისთვის სახიფათოა.

თიაქრის განვითარების თავიდან აცილების საუკეთესო საშუალებაა ვარჯიში, რომელიც ამაგრებს მუცლის კედლის კუნთებს; ასევე, აუცილებელია რაციონალური კვება და კუჭ-ნაწლავის მოქმედების რეგულირება. 

скачать dle 11.3