კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2019 (149)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)

ექიმის რჩევები

კითხვა: მაინტერესებს, პროლაქტინის მატების დროს მხოლოდ ჰიპოფიზის ადენომა იწვევს თავის ტკივილს თუ პროლაქტინის არც ისე მაღალმა მაჩვენებელმაც შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილები?

პასუხი: თავის ტკივილს იწვევს სიმსივნის (პროლაქტინომის) ზრდა და მისი ზეწოლა ირგვლივ მდებარე სტრუქტურებზე. როდესაც სიმსივნე საგრძნობლად იზრდება, მხედველობის ნერვზე მისი ზეწოლის გამო ვითარდება თავის ტკივილი და ირღვევა მხედველობა. 

პროლაქტინომის სიმპტომებია: აუხსნელი თავის ტკივილი, მხედველობის დარღვევა და/ან რძის გამოყოფა, რაც არ უკავშირდება ორსულობას ან ძუძუთი კვებას. 

პროლაქტინის მაღალი მაჩვენებელი, რომელიც აღემატება 200 ნგ/მლ-ს, შესაძლოა განხილულ იქნეს როგორც პროლაქტინომის სიმპტომი. ამ შედეგის მიღებისას ინიშნება მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა. თუმცა, პროლაქტინის ნორმალური ან დაბალი მაჩვენებელი ყოველთვის არ გამორიცხავს პროლაქტინომის არსებობას, ამიტომ, სხვა სიმპტომების არსებობისას, მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა შეიძლება მაინც დაინიშნოს.

კითხვა: ვარ 23 წლის გოგონა. 7-10 დღის წინ გადმოვვარდი ველოსიპედიდან და სახელური ძლიერად მომხვდა საზარდულში. სახლში რომ მივედი, ყინული დავიდე, მაგრამ, არა დიდი ხნით. გამიჩნდა სისხლჩაქცევები და სიმაგრე კანქვეშ. სილურჯემ გაიარა, სიმაგრე კი დარჩა. ძალიან საშიშია? აუცილებელია ექიმთან ვიზიტი თუ თავისით გაივლის? რით შემიძლია ხელი შევუწყო სიმაგრის გაწოვას?

პასუხი: გაწოვის პროცესის დასაჩქარებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ჰეპარინის ან ალგესტინის მალამო, ეგრეთ წოდებული ბადიაგას (ღრუბელა) ბალზამი. თუ დისკომფორტი დაგრჩათ, უნდა მიმართოთ ექიმს.

კითხვა: ვარ 17 წლის გოგონა. ხშირად მიბუჟდება სხეულის სხვადასხვა ნაწილები, მაგალითად, ამას წინათ ნეკი დამიბუჟდა. რისი ბრალი შეიძლება იყოს?  

პასუხი: ახალგაზრდა ასაკში თითების დაბუჟების მიზეზი ყველაზე ხშირად ნევროზია, უფრო ხანდაზმულებში კი - სისხლძარღვთა პათოლოგიები; ასევე, ხშირი მიზეზია ხერხემლის პათოლოგია. მიმართეთ ვერტებროლოგს ან ნევროპათოლოგს.

კითხვა: ჩემს მეუღლეს შეეყარა ენტეროვირუსის ნაწლავური ფორმა. 4 წელია, სხვადასხვა მიზეზის გამო არ გვყავს შვილი. ამ ეტაპზე გადავწყვიტეთ, ვცადოთ, ახლა მაინც თუ გამოვა, მაგრამ, პოლიკლინიკაში გვითხრეს, რომ კიდევ ცოტა ხანს უნდა შევიკავოთ თავი, რადგან ამ ვირუსს შეეძლო დაეზიანებინა სპერმა. მაინტერესებს, მართალია თუ არა ეს?  რა შეგიძლიათ, მირჩიოთ, შევიკავოთ თუ არა თავი ორსულობისაგან? 

პასუხი: ორსულობა შეგიძლიათ დაგეგმოთ მკურნალობის დასრულებიდან რამდენიმე კვირაში. 

скачать dle 11.3