კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ განკურნა იოანე კრონშტადტელმა ავადმყოფი გოგონა

1904 წლის ივლისის ერთ ცხელ დღეს, იაროსლავის ნავსადგურს მიადგა გემი „დიდი მთავარი მიხეილ ტვერელი“. აქ ის რამდენიმე დღეს უნდა გაჩერებულიყო, შემდეგ კი გზა განეგრძო რიბინსკისკენ.

ნავსადგურში მგზავრებმა შეიტყვეს, რომ იაროსლავლში იმჟამად იმყოფებოდა მამა იოანე კრონშტადტელი. როგორც კი გემბანიდან ხიდები ჩაუშვეს, მგზავრები ნაპირს მიაწყდნენ იმ იმედით, რომ მოახერხებდნენ მამა იოანეს ნახვას.

გემბანზე მხოლოდ რამდენიმე ქალი დარჩა, რომლებიც 12 წლის ავადმყოფ გოგონას და მის მამას შემოხვეოდნენ. გოგონა გემბანზე გაფენილ საბანზე იწვა – გამხდარი, ფერმკრთალი, თვალებჩაცვენილი.

ქალები ცდილობდნენ, დაერწმუნებინათ ბავშვის მამა, რომ გოგონა ნაპირზე ჩაეყვანა.

– მამაო მოვა, დალოცავს... და იქნებ განიკურნოს.

მაგრამ, მამა პირქუში და მკაცრი კაცი, უარობდა. ეშინოდა, არ დაგვიანებოდა გემზე, რომელიც საათ-ნახევრის შემდეგ უნდა გასულიყო.

უეცრად ვიღაცამ ამბავი მოიტანა, რომ კრონშტადტელი მალე ნავმისადგომზე მოვიდოდა, რადგან ისიც ამ დღეს მიემგზავრებოდა იაროსლავიდან.

მთელი ხალხი სწრაფად გაეშურა მეზობელი ნავმისადგომისკენ, – ავადმყოფ გოგონას გარშემოხვეულმა ქალებმა საბანში გაახვიეს ის და სირბილით გაყვნენ ხალხს პატარა სახელმწიფო გემისკენ, რომელსაც მამა იოანე უნდა გადაეყვანა.

მალე ქალაქიდან ნავსადგურისკენ მიმავალი ეტლი გამოჩნდა, რომელსაც ხალხის სათაყვანებელი მოძღვარი მოჰყავდა. როგორც კი ეტლი ნაპირს მიადგა, ხალხი გარს შემოერტყა მას. ცხენები გაჭირვებით მიდიოდნენ წინ.

მამა იოანე ეტლიდან გადმოვიდა და ნელი ნაბიჯით წავიდა წინ. ის გზადაგზა ხალხს ლოცავდა. მან გვერდით გაიხედა და დაინახა ქალები, ავადმყოფი ბავშვი რომ მოჰყავდათ და გაჭირვებით მიიკვლევდნენ გზას, თუმცა, ხალხის ტალღა კვლავ უკან ისროდა მათ.

– ჩამოეცალეთ! – მკაცრად შესძახა მამა იოანემ. ხალხმა გზა დაუთმო ქალებს, რომლებმაც ავადმყოფი ბავშვი მოძღვრის წინ მიწაზე დააწვინეს.

– გრცხვენოდეთ, ბავშვს გზას არ უთმობთ!.. – საყვედურის ტონით მიმართა ხალხს მამა იოანემ შემდეგ გოგონას შეხედა:

– რა დაემართა? – იკითხა მან.

– ვერ დადის, ეტყობა, ფეხები წაერთვა... შეშინებულია, – აუხსნეს ქალებმა.

მამა იოანე დაიხარა, საბანი გადახადა ავადმყოფს და უთხრა:

– ადექი!

ბავშვი შეეცადა, წამომდგარიყო, მაგრამ უშედეგოდ, შემდეგ თავისი სუსტი, გამხდარი ხელი გაუწოდა მოძღვარს. მოძღვარმა წამოაყენა გოგონა, თავზე ხელი დაადო და ხმამაღლა დაიწყო ლოცვა.

ხალხი გაოცებული უყურებდა, თუ რა ხდებოდა მათ თვალწინ. ამ დროს ავადმყოფის მამაც მოვიდა. მღვდელმა ლოცვა დაასრულა და მისკენ მიბრუნდა ისე, რომ ბავშვის თავიდან ხელი არ აუღია.

– ილოცე და გებრალებოდეს ბავშვები. ის გამოჯანმრთელდება.

შემდეგ მან ხალხი დალოცა და გემზე ავიდა.

პირქუშმა კაცმა განკურნებულ ბავშვს ხელი მოჰკიდა და თავის გემისკენ წაიყვანა. გოგონა ნელა მიდიოდა, ის ჯერ კიდევ მყარად ვერ იდგა ფეხზე და სიარულისას ირწეოდა.

სანამ გემი დანიშნულების ადგილზე ჩავიდოდა, ყველამ შეამჩნია, როგორ შეიცვალა ავადმყოფი გოგონა. მისი ცნობა უკვე შეუძლებელი იყო – დარდიანი სახე მშვიდი და მხიარული გაუხდა... როდესაც მამა-შვილმა გემბანი დატოვა ერთ პატარა ნავსადგურში, ყველა მგზავრმა დაინახა, რა თანაბარი და მტკიცე ნაბიჯებით მიჰყვებოდა გოგონა მამას.

скачать dle 11.3