კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა „სიმპტომებმა“ უნდა მიახვედროს ქალი, რომ მამაკაცი ღალატობს და რას შეჰყავს ის შეცდომაში

შეიძლება თუ არა, ყველა მოღალატე მამაკაცი ერთნაირი სიმპტომატიკით ხასიათდებოდეს? ალბათ, ამ კითხვაზე ფსიქოლოგებმა უნდა გაგვცენ პასუხი. თუმცა, რაღაც საერთო ნიშნები ალბათ არსებობს. ყოველ შემთხვევაში, დაკვირვებული ქალი უნდა მიხვდეს გაუორგულდა ქმარი თუ არა. როცა კაცი რომანს აბამს სხვა ქალთან, მისი საქციელი იცვლება. მხოლოდ ძალიან ეშმაკ, ფრთხილ და დაკვირვებულ მამაკაცებს შეუძლიათ, მალონ „საშიში ურთიერთობა“, თუმცა დიდი ხნით მაინც არა...

თიკო (34 წლის): სანამ გავთხოვდებოდი, დარწმუნებული ვიყავი, რომ კაცის ღალატი ქალის ბრალი იყო. ანუ, ვამბობდი, ცოლია დამნაშავე იმაში, რომ ქმარი აქეთ-იქით აცეცებს თვალებს-მეთქი. გამოუცდელობას შევყავდი შეცდომაში.

– თქვენ ახლა ფიქრობთ, რომ ღალატში დამნაშავე მხოლოდ ერთი მხარეა?!

– არა. ასე არ ვფიქრობ. კაცს სულ ექნება ღალატის სურვილი, მაგრამ ცოლმა სათავეშივე უნდა ჩაუკლას. სათქმელად ადვილიაო, იფიქრებთ, მაგრამ ძალიან უნდა მოინდომო. სხვანაირად არაფერი გამოვა – გული გეტკინება. აბა, ვის უნდა, რომ კაცმა გული ატკინოს. ამიტომ, ყველაფერი უნდა გააკეთო, რომ მთავარი სიმპტომები აღმოაჩინო.

– რა სიმპტომები?

– მოღალატე მამაკაცის გამოსავლენი სიმპტომები. ოღონდ არ მკითხოთ: ღალატს სიმპტომები აქვსო? სიმპტომები ყველაფერს აქვს და მათ შორის კაცის ღალატსაც. რომელი ქალიც ამას ვერ ხვდება, წასულია მისი საქმე.

– ანუ, რას ვერ ხვდება, ქმარი რომ ღალატობს?

– იმას, რომ ღალატს სიმპტომები აქვს, ისევე, როგორც დაავადებას. არ ვხუმრობ, ნამდვილად ასეა. აუცილებლად შეამჩნევ, უბრალოდ, ყურადღებით უნდა იყო. მობილიზებულად ადევნო თვალი მასში მომხდარ ცვლილებებს. მაგალითად, როცა ქმარი სხვა ქალზე იწყებს ფიქრს, მის გონებაში უკვე ჩნდება მომავალი რომანის თუ ფლირტის „მონახაზი“ – ქცევებიც შესაბამისად ეცვლება. ეს ყველაფერი უფრო უნდა იგრძნო, ვიდრე დაინახო... ჩემს შემთხვევაშიც ასე იყო...

– გიღალატათ ქმარმა?

– მცდელობა ჰქონდა, თანაც ძალიან აქტიური. მთლიანად იყო მობილიზებული ამაზე. უნდოდა, რომ ეღალატა.

– „უნდოდა, რომ ეღალატა!“ – ასე რადიკალურად და გადაჭრით?

– რატომ შევარბილო? ნამდვილად ჰქონდა „ცხოველი“ სურვილი იმ ქალისა... პირველი ეჭვი მაშინ გამიჩნდა, როცა ძვირფასმა მეორე ნახევარმა საეჭვოდ მოუმატა ფულის ხარჯვას. ვკითხე, რა ხდება-მეთქი. ძალიან დაიბნა. არგუმენტებული პასუხი ვერ გამცა... მიედ-მოედო... მერე ერთბაშად გაღიზიანდა და აყვირდა: რა არის ეს, ფულს მითვლი? შენი შვილი ვარ თუ ქმარიო... ესეც ერთ-ერთი სიმპტომთაგანი იყო. ზოგადად, მშვიდი ქმარი მყავს და ასეთი აფეთქებები მანამდე არ ახასიათებდა. საკმაოდ ფრთხილი ქალი ვარ. შემიძლია, ბევრ მოვლენას „ცივი“ გონებით შევხედო და ისე განვსაჯო, მაგრამ ქმრის ერთგულებაში ეჭვის შეტანა და მერე შენი ემოციების მართვა, ადვილი არ ყოფილა. მიუხედავად ამისა, მაშინვე სკანდალი არ მომიწყვია. გადავწყვიტე, ცოტა დამეცადა. დავლოდებოდი – შემეხედა, მოვლენები როგორ განვითარდებოდა. გავიდა რამდენიმე დღე და ჩემმა ქმარმა პირველად დააგვიანა სამსახურიდან. დამირეკა და მითხრა, გვიან მოვალ, მნიშვნელოვანი თათბირი გვაქვს. არ დამელოდო, დაიძინეო. არ გამჩენოდა ეჭვი? გამიჩნდა და გამიძლიერდა კიდეც. ძალიან გავნერვიულდი. მართლა ძალიან გვიან დაბრუნდა... არ მეძინა, რა თქმა უნდა. ან რა დამაძინებდა. როცა ნახა, რომ მეღვიძა, აშკარად არ ესიამოვნა. ენა დაება, თვალებში ვერ მიყურებდა. მე ახლა რაზეც ვლაპარაკობ, ეს ყველაფერი სიმპტომებია. დილით საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ვცდილობდი, საკუთარი თავისთვის ჩამეგონებინა, რომ განსაკუთრებული არაფერი ხდება.

– რატომ?

– როგორ გითხრათ, შინაგანი მექანიზმი ჩამერთო – იმუნიტეტი ამუშავდა... ეტყობა, არ მინდოდა მეტ-ნაკლებად დალაგებული ცხოვრება ამწეწოდა. არ ვიცი, ჩემი გესმით თუ არა, მაგრამ იმ ეტაპზე ვარჩიე, ყველაფერი ძველებურად დამეტოვებინა.

– მიუხედვად იმისა, რომ ღალატში თითქმის დაადანაშაულეთ?

– დიახ, მიუხედავად ამისა. საქმეში ბოლომდე ჩავერთე. ეს ერთადერთ საშუალებად მივიჩნიე, რომ ჩემს ეჭვებზე არ მეფიქრა. ვერ მიშველა... სიმპტომები... სიმპტომები... ამას პლუს ინტუიცია და მშვიდობით, მშვიდო ცხოვრებავ...

– სიმპტომებზე ლაპარაკობდით. კიდევ რა შეამჩნიეთ უჩვეულო?

– ანუ, რაც მანამდე არ ახასიათებდა? ტყუილები, საკმაოდ ხშირად და უნიჭოდ. ბლუყუნით, ენის ბორძიკით ნათქვამი თავის გასამართლებელი ფრაზები... კიდევ რა იყო?! მოულოდნელი შეკრთომები მობილურის ზარზე ან მესიჯის მოსვლაზე... მე ვითომ არ ვიმჩნევდი, მაგრამ ძალიან მძიმე სანახავი იყო... იცით, მამაკაცს ძალიან ეტყობა გაორება. მარტივები არიან კაცები... ერთ საღამოს გავცოფდი. ყველანაირმა მოთმინებამ „აიწყვიტა“ და დავრეკე მასთან სამსახურში – მორიგი „ღამის თათბირი“ რომ გადამემოწმებინა... საერთოდ არავინ მიპასუხა. გავბედე და მათ ოფისმენეჯერთან დავრეკე. ბოდიში კი მოვუხადე, ვთხოვე, ქმრისთვის არ ეთქვა ჩემი ზარის შესახებ, მაგრამ მაინც საშინლად უხერხულ მდგომარეობაში აღმოვჩნდი, როცა მივხვდი, რომ გაუკვირდა – საერთოდ არ იცოდა ღამის შეკრებების ამბავი. მითხარით, კიდევ რა იყო საჭირო, რომ ქმრის ღალატში დავრწმუნებულიყავი?! 

კიდევ იყო ისეთი დეტალები... მაგალითად, გვიან რომ ბრუნდებოდა, ცდილობდა, არ ეხმაურა და კარსაც ყოველთვის თავის გასაღებით აღებდა... ნახევარი საათით მაინც იკეტებოდა სააბაზანოში და ფეხაკრეფით შემოდიოდა ოთახში... თუმცა, ეს ყველაფერი მაინც არ არის ნივთმტკიცება.

– რა ნივთმტკიცება გჭირდებათ? ხომ არ უჩივით?

– ჩივილი რა შუაშია?! ქმარს რომ დაველაპარაკო და პრეტენზიები წავუყენო, დასაბუთებული არგუმენტი ხომ უნდა მქონდეს. მაგალითად, სასიყვარულო მესიჯი, ფოტო – რამე ხელჩასაჭიდი... სხვანაირად, კაცების ამბავი ხომ იცით?! აქეთ შემომიბრუნებს და მეტყვის, ნევრასტენიკი, ისტერიჩკა და ფსიქოპათი ხარო. აბაზანაში დიდი ხნით რატომ ხარ ან სახლში მოსული, რატომ იღებ შხაპსო, – ხომ ვერ ვეტევი. მით უმეტეს, რომ სხვა მხრივ ყველაფერი წესრიგში გვაქვს. ურთიერთობის ინტიმურ სფეროს ვგულისხმობ. არ შემიძლია ვთქვა, რომ გაცივდა ჩემ მიმართ ან უყურადღებო გახდა, მაგრამ ამ „სიმპტომებს“ რა ვუყო?!

– რომ დაელაპარაკოთ?

– ვფიქრობ მაგაზეც, მაგრამ სათქმელზე თავის მობმა მიჭირს. რა ვუთხრა – ამისა და ამის გამო ეჭვები მაქვს, რომ მღალატობ და რას მეტყვი-მეთქი?! ძალიან სასაცილო მდგომარეობაში შეიძლება, აღმოვჩნდე. პრობლემას კი ვერ ვუშველი.

– მაშინ რაღაში გჭირდებათ, „სიმპტომების“ ცოდნა?

– ფხიზლად რომ ვიყო. ვიცი, ძნელია ასეთ რეჟიმში ცხოვრება, მაგრამ სხვა გზა არა მაქვს.

скачать dle 11.3