კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ანეგდოტები

ტრისტან სარალიძის ანეკდოტები

– ჩემი ცოლი ალკოჰოლიზმით იტანჯება.

–  ბევრს სვამს?

–  ის არა, მე ვსვამ და ის იტანჯება!

***

სვანი ეუბნება ძმაკაცს:

–  მგონი, მე მაიზერი კი არა, მუჰამედი მქვია!

–  საიდან მოიტანე ეგ?

–  საიდან და, გაიხედე, ეგერ, მთა მოდის ჩემთან!

–  რა მუჰამედი! არიქა, გავიქეცით, მაიზერ! მეწყერი გვიახლოვდება!

***

ჭიჭიკია და ბიჭიკია მკვდარს მიასვენებენ. კარგა ხანს არავინ შეენაცვლა, გაწყდნენ წელში. ჭიჭიკიამ ვეღარ მოითმინა და ბიჭიკიას მიაძახა:

–  ბიჯო, მგონია დევიღუპეთ და გვაჩუქეს ამ შობელძაღლებმა აი მკვტარი!

***

მამაკაცი ექიმს შესჩივის:

–  ექიმო, მიშველე რამე, ცუდ დღეში ვარ, აღარ ვიცი რა წყალში გადავვარდე.

–  რა გაწუხებთ?

–  მე არაფერი, ცოლზე მოგახსენებთ. მივალ სახლში – ვიღაც კაცთან წევს. მეორე დღეს მივალ – სხვა კაცი უწევს ლოგინში და ასე გრძელდება ექვსი თვეა. 

–  მერე, შენ როგორ იქცევი?

–  მე მეუბნება, გადი მეორე ოთახში და ვალიდოლი დალიე, დამშვიდდებიო.

–  მერე?

–  მეც ასე ვიქცევი. 

–  ჩემთან რაღა გინდა?

–  ამდენი ვალიდოლი გულზე არ მაწყენს?

 

ექიმ-სექსოლოგ გია ბეროშვილის ანეკდოტები

კაცი მიდის ექიმთან:

–  ექიმო, მიშველეთ რამე, ყოველ ღამე ვირთხების ფეხბურთი მესიზმრება.

–  გასაგებია. აი, წამლების დასახელება, შეიძინეთ აფთიაქში და დალიეთ ძილის წინ. დღესვე დაიწყეთ.

–  ექიმო, ხვალიდან რომ დავიწყო წამლების სმა?

– კი მაგრამ, ხვალ რატომ?

–  დღეს ფინალია!

***

–  ჭიჭიკია, ბიჭიკიას ცოლი მოუყვანია და შემოგვითვალა, ამოდით ბიჭებიო. 

–  რავა ყველაფერში ჩვენი დახმარება სჭირდება, მაგ უბედურს!

***

–  მაგარი გოგო ხარ ძაან.

–  მადლობა.

–  და, სად ცხოვრობ?

–  ვაკეში და შენ?

–  მე გლდანში, შენი ქვედა მეზობელი ვარ.

скачать dle 11.3