კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვეტერინარის რჩევები

კითხვა: მაინტერესებს რა ასაკში ასრულებს ზრდას ქართული მთის ძაღლი და რამდენი აქვს მას ნაყარი?

პასუხი: დიდი ზომის ძაღლები ზრდას და საბოლოო დახვეწას 3-დან 4 წლამდე ასრულებენ. ქართული მთის ძაღლმა შეიძლება 10-12 ლეკვი დაყაროს. როგორც წესი, წელიწადში ორჯერ არის შესაძლებელი მათი გამრავლება. სხვათა შორის, ქართული მთის ძაღლისგან შეიძლება, დაახლოებით, 15 ჯიშის გამოყვანა. მათში გენეტიკური პოტენციალი ძალიან დიდია. შეიძლება, გამოიყვანონ პატარა ქართული მთის ძაღლი, საშუალო სიმაღლის, ან პატარა ბანჯგვლიანი მთის ძაღლი, ასევე, ეზოს მთის ძაღლი, წყალში მოცურავე  ან გლეხის ძაღლი. ალბათ, ჯერ-ჯერობით ჯობია, არც გააკეთონ ასეთი რამ, რადგან ცოდნის დონე, რაც ამისთვის აუცილებელია, ჩვენში ნაკლებია. 

კითხვა: მაინტერესებს, ემოციური ჯიშის ძაღლები არიან თუ არა ფრანგული ბულდოგები?

პასუხი: ფრანგული ბულდოგი ძალიან ემოციური და ტემპერამენტიანია. ტემპერამენტი ძაღლის ნიჭიერების საზომად მიიჩნევა. როცა ინგლისელი ექსპერტი მსაჯობს, შეიძლება, ძაღლს აგებულებაში ბევრი რამ აპატიოს, მაგრამ ტემპერამენტის არქონას არაფრით აპატიებს. ტემპერამენტი ძაღლებს მოძრაობაშიც ეტყობათ. ძაღლს, რომელსაც ტემპერამენტი არ აქვს, მის გამრავლებას ჯობია, თავი დავანებოთ, რადგან ხშირ შემთხვევაში, თავისნაირივე ნაყოფს იძლევა.

კითხვა: ჩემი ძაღლი თითქმის სულ მანქანაში მიზის. მაინტერესებს შეიძლება, თუ არა მისი მანქანაში მარტო დატოვება თუნდაც ცოტა ხნით?

პასუხი: საერთოდ არ არის რეკომენდებული ძაღლის მანქანაში მარტო დატოვება, მაგრამ თუ მაინც გადაწყვეტთ ამის გაკეთებას, გაითვალისწინეთ ერთი გაფრთხილება. უკვე ივნისი დაიწყო და როგორც წესი, სულ მალე ტემპერატურა საგრძნობლად მოიმატებს მთელ საქართველოში. ამიტომ, გახსოვდეთ, რომ სიცხეში არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ძაღლის მანქანაში დატოვება. მაგრამ, თუ მაინც დატოვებთ, ძალიან მცირე დროით და თან, მანქანა ჩრდილში უნდა იდგეს, ფანჯარებიდან კი, ყველა  დაკეტილი არ უნდა იყოს. დიაგონალზე მაინც ისე უნდა იყოს ჩამოწეული, რომ გამჭოლი ნიავი მოძრაობდეს.

კითხვა: მაინტერესებს, ადამიანისთვის საშიშია თუ არა სტაფის ჯიშის ძაღლი?

პასუხი: თუ ადამიანზე გაიწია, რა თქმა უნდა, საშიშია. როგორც წესი სტაფორდები უმიზეზოდ არ უნდა იწევდნენ ადამიანზე. თუ მას გაწვრთნიან და დაცვას შეაჩვევენ, მაშინ უკვე დიდი სიფრთხილეა საჭირო. თუ ვინმე მისი პატარა ზომით მოტყუვდება, ძალიან შეცდება. თუ კავკასიური ნაგაზი თავს დაგესხა, დაგკბენს, ძირს დაგაგდებს და მერე ზევიდან დაგყურებს. სტაფი თუ დაგესხა თავს, სანამ ოდნავ მაინც ტოკავ, ბოლომდე ჭამას დაგიწყებს. მებრძოლი ძაღლია და სანამ არ მოგკლავს, არ გაჩერდება. მათ სისხლში აქვთ საქმის ბოლომდე მიყვანა.

скачать dle 11.3