კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ფლორის სამყაროში

კითხვა: ჩემს ეონიუმს ფოთლები მოჭმუჭნული აქვს. იქნებ მირჩიოთ, რის ბრალია და როგორ დავეხმარო?

პასუხი: თუ ეონიუმის ფოთლები მოჭმუჭნულია, ესე იგი, მცენარეს სიცხეში ტენი დააკელით. თვეში ერთხელ უნდა მოგერწყათ გაზავებული ბალანსირებული თხევადი სასუქით. წყალი ფოთლებზე არ მოახვედროთ, თორემ, ნაკვალევს დატოვებს. 

კითხვა: შესაძლებელია თუ არა ანტურიუმის გაზრდა ოთახის პირობებში?

პასუხი: ანტურიუმი სხვებთან შედარებით ჭირვეული და ძნელად მოსავლელი მცენარეა. ოთახის პირობებში შეგიძლიათ მისი გახარება, მაგრამ, უნდა შეუქმნათ მისთვის სასურველი გარემო. მას მუდამ ერთნაირი ტემპერატურა და სინესტე სჭირდება. ვერ იტანს ორპირ ნიავს, ამიტომ კართან ან ფანჯარასთან ნუ დადგამთ. მიწა მთლიანად არ უნდა გამოაშროთ, მაგრამ არც მუდამ სველი უნდა იყოს, რომ ფესვები არ დაუზიანდეს. რეგულარულად დანამეთ ხოლმე და ამით ტენიანობას გაზრდით.

კითხვა: რამდენად პრეტენზიული მცენარეა ასპიდისტრა?

პასუხი: ასპიდისტრა ჭირვეული მცენარე არ არის, მას მინიმალური მოვლაც აკმაყოფილებს. ჩრდილს იტანს, მაგრამ სინათლეში უკეთ იზრდება, ოღონდ, შუაგულ მზეში ნუ დადგამთ. იტანს ნულს ზემოთ ტემპერატურას, თუმცა ოთახში 18-24 გრადუსი ურჩევნია. მიწა ნესტიანი უნდა ჰქონდეს, ამიტომ ზაფხულში, აქტიური ზრდის პერიოდში, რეგულარულად მორწყეთ. თუ მორწყვა ზედმეტი მოუვიდა, ფოთლებზე ყავისფერი ლაქები გაუჩნდება.

კითხვა: როგორ სინათლესა და ტემპერატურაზე ვამყოფო ბილბერგია?

პასუხი: დადგით ისეთ ადგილას, რომ დღეში რამდენიმე საათის განმავლობაში ხვდებოდეს მზის შუქი. იტანს 4 გრადუს ტემპერატურასაც, თუმცა, მუდამ რომ იყვავილოს, ოთახის ტემპერატურა 18-24 გრადუსი უნდა იყოს. ამ მცენარისთვის ყველაზე სასურველი ადგილია ნათელი სასტუმრო ოთახი.

კითხვა: ჩემს კოდიუმს ფოთლები მოეჭმუჭნა. რა არის ამის მიზეზი?

პასუხი: ჭრელ კოდიუმს სინათლე სჭირდება. მისი ფოთლების დეფორმაციის მიზეზი მიწის გამოშრობაა. მისი ნიადაგი მუდამ ტენიანი უნდა იყოს. ზაფხულის სიცხეში ხშირად მორწყეთ. ზამთარში კი ოდნავ დაატენიანეთ.

კითხვა: ბინაში ფრთიანი პალმა მაქვს. შესაძლებელია, რომ იყვავილოს?

პასუხი: მართალია, ამ პალმის მეცნიერული სახელი ასე განიმარტება: „ყვითელი მცენარე, რომლის ნაყოფი პეპლის ჭუპრს ჰგავს”, მაგრამ ოთახის პირობებში ის ვერც ყვავილობს და ვერც ნაყოფს იღებს. ამიტომ მისგან ყვავილს ნუ ელით და მხოლოდ მისი ვიზუალურობით დატკბით.

კითხვა: რა ზომის იზრდება ცისუსი?

პასუხი: თუ ამ მცენარეს საყრდენს მიახმართ, ეს ლიანა ულვაშებით დაეხვევა საყრდენს და სიგრძეში შეიძლება ორ მეტრსაც კი მიაღწიოს, მაგრამ თუ საყრდენის გარეშე გაზრდით, ცისუსი სიმაღლეში აღარ წავა და ქოთნიდან ძირს დაეშვება.

 

скачать dle 11.3