კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რჩევები ავტომოყვარულებს

კითხვა: მაინტერესებს 2007 წლიდან წარმოებული იაპონური „ჯიპის” ტიპის ავტომანქანების: „ნისან იქს-ტრიალისა” და „მიცუბიში აუთლენდერის” უპირატესობა. მათი ეკონომიური და ტექნიკური მაჩვენებლები ჩვენი პირობების გათვალისწინებით. ვაპირებ გაზზე გადაყვანას.

პასუხი: ძალიან ბევრი წვრილმანია, რითაც შეიძლება, შეადარო ეს ავტომობილები ერთმანეთს ან – განასხვაო. ამიტომ, არ დავწვრილმანდები, პირდაპირ შევაჯამებ – პროცენტული ანგარიში „ნისან იქს-ტრიალის“ მხარეს არის 60/40-ზე.  

კითხვა: მყავს მექანიკური მართვის კოლოფით აღჭურვილი ავტომანქანა „ფოლკსვაგენ ჯეტა“. პირველ სიჩქარეში ჩავარდნა ძალიან უჭირს. ჯერ უნდა ჩავაგდო მეორეში და შემდეგ გადავიტანო პირველში. რა შეიძლება, იყოს ამის მიზეზი და სასწრაფოა თუ არა ხელოსანთან მისვლა. ასე მართვა რამდენ ხანს შეიძლება?

პასუხი: დიდი ალბათობით, დაზიანებულია ავტომობილის სიჩქარეების კოლოფი, კერძოდ – პირველი სიჩქარის სინქრონიზატორი ვერ ახერხებს მბრუნავი ღერძის დამუხრუჭებას და შესაბამისად, სიჩქარეში ჩავარდნას. ამიტომ, გეხმარებათ მეორე სიჩქარე. ის ამუხრუჭებს მბრუნავ ღერძს და შემდეგ პირველ სიჩქარეში იოლად ვარდება. მაგრამ, არის იმის ალბათობაც, რომ მოდება (ცეპლენია) იყოს დაზიანებული და ვერ ახერხებდეს სრულ გათიშვას. შესაბამისად, სიჩქარეთა კოლოფის ცენტრალური ღერძი განაგრძობს რაღაცა დონეზე ბრუნვას. კარგად უნდა დააკვირდეთ, შემდეგ მოძრაობას, სიჩქარეებში გადართვა ცოტა მაინც ხომ არ უჭირს. ანდა, სიჩქარეში ჩაგდების შემდეგ, თითქოს ვიღაც აწვებაო, ხომ არ იწყებს გაჩერებული ავტომობილი ნელ სვლას. თუ ეს სინდრომები აქვს, მაშინ დაზიანებულია მოდება თუ არა – მაშინ სიჩქარეების კოლოფი. ნებისმიერ შემთხვევაში, საჭიროა მისი შეკეთება, რადგან ასე სიარული კოლოფის სხვა დეტალებსაც დააზიანებს. პრინციპში, „ჯეტას” კოლოფის გაკეთების ფასად, შეგიძლიათ, პირდაპირ იყიდოთ ანუ თუ ეს ძალიან დიდ დისკომფორტს არ გიქმნით, შეგიძლიათ ასეთ მდგომარეობაში გააგრძელოთ ავტომობილის მართვა, სანამ კოლოფი ბოლომდე არ დაზიანდება. 

კითხვა: მყავს „მერსედესი 180“. გამოვცვალე მუხრუჭის ხუნდები. ძალიან მალევე დაიწყო წრიპინი. ეს მუხრუჭის ბრალია თუ სხვა რამ შეიძლება, იყოს?

პასუხი: წრიპინი შეიძლება გამოიწვიოს მხოლოდ ხუნდებმა და არანაირად სხვა დეტალმა. ეს ნიშნავს, რომ უხარისხო ხუნდები შეიძინეთ და მისი ხელახლა გამოცვლაა საჭირო. მისი შეუცვლელობა დააზიანებს სამუხრუჭე დისკოებს. 

скачать dle 11.3