კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კვირის რომელ დღეს არის მომგებიანი გრძნობების გამოხატვა, საქმიან პარტნიორებთან ურთიერთობა და რჩეულთან წარსულ შეცდომებზე საუბარი

გირჩევთ, დაძაბოთ გონება და, მიაქციოთ ყურადღება, თვის განმავლობაში, კვირის რომელ დღეებში გეძალებათ ნეგატიური ფიქრები, გაღიზიანება, წარუმატებლობა, მგრძნობელობა. ამაში მთვარის ფაზებია „დამნაშავე,” და, ასევე, კვირის დღეების ენერგეტიკა, რომელიც თქვენზე საკმაოდ დიდ გავლენას ახდენს. ასევე, გაითვალისწინეთ, რომ მთვარის შევსებამდე ერთი დღით ადრე და შევსების მეორე დღეს, ორგანიზმში აქტიურად მიმდინარეობს ცხიმების დაგროვება, რაც თქვენი უგუნებობის ერთ-ერთი  მთავარი მიზეზიცაა. ამას თავიდან აიცილებთ, თუ მთვარის შევსების წინა დღეს, ხილისა და წვენების დიეტას დაიცავთ; ეცდებით, შემოიფარგლოთ ყოველდღიური საქმიანობით და არ წამოიწყებთ ახალ საქმეს. ზოგადად, სავსე მთვარის დროს იმატებს პესიმისტური განწყობა, თავის ტკივილი, უძილობა, დისკომფორტი და გაღიზიანება. ამიტომ, ამ დღეებში მაქსიმალურად უნდა შეამციროთ კონტაქტები. 

სამწუხაროდ, ბევრს  მთვარის ფაზების მნიშვნელობაზე წარმოდგენაც არ აქვს. მე კი გირჩევთ, ხშირად შეხედოთ მთვარეს, გაითვალისწინოთ ასტროლოგიური მითითებები და ამით სწორად დაგეგმოთ თქვენი მომავალი, რათა შემდგომში პრობლემები არ შეგექმნათ და გაურკვევლობაში არ აღმოჩნდეთ.

კვირის თითოეულ დღეს საკუთარი ენერგია აქვს და, ასტროლოგიურად, შვიდივე დღე ინდივიდუალური ხასიათით გამოირჩევა. ასე რომ, თუ გეცოდინებათ, როგორი „ხასიათი“ აქვს ამა თუ იმ დღეს, არ გაგიჭირდებათ მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა და გადაწყვეტილებების თამამად მიღება.

ორშაბათი ბრძნული ხასიათის დღეა და გამოირჩევა სიმკაცრით. ამ დღეს თუ ვერ დაინახავთ ჭეშმარიტებას და ვერ შეიცნობთ მას, დამღუპველია. შესაძლოა, სწორედ ორშაბათს გაიცნოთ ისეთი ადამიანები ან საქმიანი პარტნიორები, რომლებიც პირში გიღიმიან, ზურგს უკან კი სამარეს გითხრიან. ფრთხილად განვლეთ ეს დღე. არ გაგიტყდეთ ჭურჭელი, რაგდან, ეს ცუდის მანიშნებელია.

სამშაბათი სურვილებისა და ოცნებების ასრულების დღედ მოიაზრება. თუ გართობა, რომანტიკული გრძნობების გამოხატვა, ან სიყვარულით ტკბობა გსურთ, ეს დღე იდეალურია. კარგია, ასევე, რაიმეს ყიდვა და საყვარელი ადამიანებისთვის სიურპრიზების მოწყობა. თუ ვინმე გიყვართ, სწორედ ამ დღეს გამოუტყდით გრძნობაში და ის გულგრილი ნამდვილად არ დარჩება. 

ოთხშაბათი ახალი ამბების, ინფორმაციის მიღებისა და ჭორების დღეა. ის  სავსეა მოულოდნელობებით. თუ ამ დღეს გადაწყვიტეთ ოჯახის შექმნა, ასტროლოგიური თვალსაზრისით, რჩეულთან სტაბილური თანაცხოვრება გარანტირებული გექნებათ. თუ დააპირებთ, საყვარელ ადამიანს გული გადაუხსნათ, ის საიდუმლო გაუმხილოთ, რისი თქმაც გიჭირთ და პატიება სთხოვოთ, ესეც სწორედ ოთხშაბათს დაამთხვიეთ.

ხუთშაბათი ძალიან სასიკეთოა სასიყვარულო და რომანტიკული ურთიერთობებისთვის. თუ ამ დღეს რამე დაკარგეთ, არ ინერვიულოთ, რადგან ეს კარგის ნიშანია – ყველაფერი ნეგატიური, რაც ცხოვრებაში ხელს გიშლიდათ წარმატებების მისაღწევად, მას გაჰყვება. თუ ხუთშაბათს სიყვარულში გამოუტყდით სასურველ ადამიანს, სამომავლოდ, ისიც ამავე გრძნობით გიპასუხებთ. 

პარასკევი სიმყუდროვისა და ბედნიერების დღეა. მისი ხასიათი სიმშვიდესთან ასოცირდება. ამ დღეს დაწყებული ურთიერთობა, ჩვეულებრივ, ხანგრძლივ კავშირსა და ბევრ ბედნიერ წუთს გპირდებათ რჩეულთან ერთად. ამ დღეს ქორწინება იღბლიანია და ეს კავშირი ცხოვრების ბოლომდე რომანტიკულ თანაცხოვრებას ნიშნავს.

შაბათს ჯობია, სწრაფი გადაწყვეტილებები მიიღოთ. თუმცა, გაუცნობიერებლად მოერიდეთ რაიმის თქმას და მოქმედებას, რადგან, ასევე, დიდია შეცდომების დაშვების ალბათობა. ასე რომ, ვინც მშვიდად, გააზრებულად და მიზანმიმართულად მოქმედებს, შაბათი მისი დღეა. 

კვირას საკმაოდ ცვალებადი ხასიათი აქვს და ამიტომ, სიფრთხილე გმართებთ. მართალია, ეს დღე პოზიტიური სიურპრიზების დღედ მიიჩნევა, მაგრამ ღალატსაც გულისხმობს. იყავით დაკვირვებული და ცივი გონებით აკონტროლეთ ირგვლივ მიმდინარე პროცესები. 

скачать dle 11.3