კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

ერთგულება არ დამიფასდა

ხომ ამბობენ, ერთგულება ადამიანის ყველაზე დიდი თვისება და ღირსებააო. არ ვიცი, რა ღირსებაა, მაგრამ მე რომ გამაუბედურა ჩემმა ერთგულებამ, ეს ზუსტად ვიცი.

მეცხრე კლასიდან ვუყვარდი ორ ბიჭს. ისე თან მყვებოდნენ, არ ვიცოდი, რომელზე შემეჩერებინა არჩევანი, რადგან ორივეს ბავშვობიდან ვიცნობდი, ორივესთან პატარაობიდანვე ვმეგობრობდი, შეიძლება ითქვას, ერთად გავიზარდეთ და ამიტომ ძალიან გამიჭირდა არჩევნის გაკეთება, მაგრამ ბოლოს, როგორც იქნა, „დავადგინე“, რომელი მიყვარდა სინამდვილეში და, ის მეორე, ლაშა, მაშინვე გვერდზე გადგა და საერთოდ არ გამოჩენილა ჩემ მახლობლად. მე და მიშკა კი უკვე ოფიციალურად გავხდით საცოლე და საქმრო და მალე ქორწილსაც ვაპირებდით, მაგრამ, მოულოდნელად მიშკა დაიჭირეს და სამი წელი მიუსაჯეს. რატომ აღმოჩნდა ციხეში, ეს სხვა თემააა და ახლა ამას არ განვიხილავ. მთავარი ის არის, რომ ამ სამი წლის განმავლობაში კვირა არ გაივლიდა, „პერედაჩი“ არ შემეგზავნა, თვითონაც მირეკავდა თვეში ერთხელ, იცოდა, რომ ისევ ისე მიყვარდა (ყველაფრის მიუხედავად) და მას ველოდი, მაგრამ, ციხიდან რომ გამოვიდა, არ გამაგებინა, პირდაპირ სახლში წავიდა და მე ეს ამბავი მხოლოდ ორი კვირის შემდეგ შევიტყვე, რადგან, ბოლო პერიოდში მის მშობლებს რომ ვურეკავდი, ძალიან ცივად მპასუხობდნენ და არაფერს მეუბნებოდნენ მიშკას გამოსვლაზე. ის კი არა, დედამისმა ერთხელ ისიც კი მითხრა, სხვა საქმე აღარ გაქვს, ყოველდღე რომ გვირეკავ და გვაწუხებო?

მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, მიშკამ ციხეში, პაემნის დროს გაიცნო თავისი იქაური ძმაკაცის და, რომელიც ძმის სანახავად მიდიოდა ხოლმე. ერთმანეთი პაემნების ოთახში, იმ პატარა ფანჯრიდან დაუნახავთ და იქ გადარეულან ამ ერთი დანახვით. მერე კი, როცა ციხიდან გამოვიდა ორივე ძმაკაცი, მიშკა პირდაპირ მისულა იმათ ოჯახში, იმ გოგოს ხელი უთხოვია და ისინიც მაშინვე დათანხმებულან. ეს ყველაფერი სწორედ იმ ორ კვირაში მოხდა, სანამ მიშკას გამოსვლას გავიგებდი. მე სულელმა კი მთელი სამი წელი ლამის ჩადრით ვიარე, ბიჭისთვის არ შემიხედავს. სწორედ იმ პერიოდში ლაშაც ისევ გამოჩნდა და შემომითვალა, ისევ მიყვარხარო, მაგრამ ისე დავიფრინე, ახლოს არ გამკარებია და მალე ცოლიც შეირთო.

აი, ეს მივიღე ჩემი ერთგულებით და ამის შემდეგ აღარც ვიცი, უნდა უერთგულო თუ არა შეყვარებულს ყველაზე დიდი გაჭირვების ჟამს. ალბათ, ყველაზე ჭკვიანური ისაა, საკუთარ თავს მიხედო და პირადი ცხოვრება ანგარიშით მოიწყო.

ნათია, 22 წლის.

скачать dle 11.3