კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ აიყვანა მილიციამ მოსკოვში ქართველ მძარცველთა ბანდა

გაქცევა

1974 წლის 1 იანვარს ნოვოროსიისკის წინასწარი დაკავების საკნიდან („კაპეზე“) 36 წლის მურმან იონას ძე აბულაძე გაიქცა, რომელიც ერთი კვირის წინ, ძებნილობისას, სწორედ ნოვოროსიისკში დააკავეს და თბილისში საექსტრადაციოდ ამზადებდნენ. მურმან აბულაძე რეციდივისტი იყო. მესამე სასჯელს ინკასატორის ძარცვისთვის იხდიდა რუსთავის კოლონიაში და სწორედ იქიდან გაიქცა. ნოვოროსიისკში კი, ის რესტორანში აიყვანეს, სადაც ქალთან ერთად იყო. ერთ-ერთმა კლიენტმა იცნო და მილიციას შეატყობინა. ინკასატორის ძარცვისთვის აბულაძეს 12 წელი ჰქონდა მისჯილი. მან და მისმა ორმა მეგობარმა ინკასატორი და მძღოლი „შეაყენეს“, 32 ათასი მანეთი წაართვეს და მიიმალნენ. მაგრამ მათ მძღოლს ავარია მოუვიდა – სიჩქარეში მილიციის საპატრულო მანქანას შეასკდნენ და გაქცევა ვეღარ მოასწრეს, იქვე დააპატიმრეს. მურმან აბულაძეს შავ სამყაროში „ქორს“ ეძახდნენ, რადგან  ქორივით მოულოდნელად ესხმოდა თავს ინკასატორებს. შემდეგ კი, სანამ ისინი აზრზე მოსვლას მოასწრებდნენ, უმალვე უჩინარდებოდა. ასეთივე მოულოდნელი გაქცევა იცოდა მან ციხიდანაც. უკვე ოთხჯერ გაიქცა და ამიტომ მის დოსიეში ხაზგასმით ეწერა: „საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას, რადგან გაქცევისკენაა მიდრეკილი“.

1 იანვარს, საღამოს, „პახმელიაზე“ მყოფი მთელი ნოვოროსიისკის მილიციის პირადი შემადგენლობა და ქალაქის გარნიზონი დააყენეს ფეხზე განსაკუთრებით საშიში დამნაშავის მოსაძებნად. თუმცა, ნამთვრალევი მდევრების ყველა ძალისხმევა ამაო აღმოჩნდა და ქორის კვალს ვერავინ მიაგნო.

ჩვეულ სტილში

საკავშირო ძებნილ მურმან აბულაძეს, იგივე ქორს, ყველგან ინტენსიურად ეძებდნენ, მაგრამ მისი მოხელთება არ ხერხდებოდა. ძებნის სამსახურს საგულდაგულოდ ჰქონდა შესწავლილი მისი ყველა, ძველი თუ ახალი და სავარაუდო კავშირი. ამიტომ, მას რამდენიმე ადგილას ჩასაფრებაც მოუწყვეს, თუმცა უშედეგოდ. გაქცევიდან სამი თვის შემდეგ, 1974 წლის 2 აპრილს, ოთხი შეიარაღებული პირი ქალაქ კისლოვოდსკში დაესხა თავს ინკასატორსა და მის მძღოლს, 60 ათასი მანეთი გასტაცა და მიიმალა. თავდასხმა ყოველგვარი გართულების გარეშე დასრულდა და არავინ დაზარალებულა. მძღოლმა და ინკასატორმა კი, ვერცერთი თავდამსხმელის გარეგნობა ვერ აღწერეს და მოსკოვიდან სპეციალურად ჩამოსული ოპერჯგუფის უფროსს უთხრეს:

– ყველაფერი ისე ელვისებურად მოხდა, მათი სახეების დანახვა კი არა, რამის გაფიქრებაც კი ვერ მოვასწარით.

მოსკოვის სპეცჯგუფის უფროსი, მაიორი თემურ ჯაში, კარგად იცნობდა აბულაძის მუშაობის სტილს და გაძარცულებს მიუგო:

– ესე იგი, ქორი და მისი კოლეგები იყვნენ – ასე ელვისებურად მხოლოდ აბულაძე მოქმედებს. ის ჩვეულ სტილს არ ღალატობს და თავის ამპლუაშია.

თემურ ჯაში ყოველთვის „კუდზე აჯდა“ ქორის ბანდას და ისინი მხოლოდ ნახევარი ნაბიჯით ასწრებდნენ. კისლოვოდსკის მერე, ქორმა და მისმა მეგობრებმა კიდევ ორი ძარცვა მოაწყვეს – კიევსა და ბაქოში და 27 და 64 ათასი მანეთი გაიტაცეს. როგორც პირველ შემთხვევაში, დანარჩენი ძარცვებიც უნაკლოდ იყო შესრულებული. ჯაში მოსკოვში დაიბარეს და შეახურეს.

სახალხო არტისტი

ქორის ძებნა გაათკეცდა და მილიციელებს მეტი სიფხიზლისკენ მოუწოდეს. 1974 წლის 16 სექტემბერს მურმან აბულაძე და მისი სამი მეგობარი ქალაქ სოჭში იმყოფებოდნენ და მორიგი საქმისთვის ემზადებოდნენ. მათ სოჭის რკინიგზის სადგურის თანამშრომელთა ხელფასი უნდა გაეტაცათ, რაც, საქმის მიმცემის თქმით, 100 ათას მანეთზე  მეტი უნდა ყოფილიყო. ქორმა იცოდა, რომ მისი სურათები მთელ საბჭოთა კავშირში იყო გაკრული და გრიმით დადიოდა: მან თავზე პარიკი დაიხურა, წვერ-ულვაში გაიკეთა, სათვალე მოირგო და ამგვარად გადაადგილდებოდა. დღის 13 საათი სრულდებოდა. მძარცველები წინასწარ შეთანხმებულ ადგილებზე იდგნენ და ინკასატორის გამოჩენას ელოდნენ. ქორს ქამარში „სტეჩკინის“ სისტემის პისტოლეტი ჰქონდა გარჭობილი და სტარტზე იყო. მოულოდნელად, მას სოჭის სადგურის მორიგე მილიციელი მიუახლოვდა, ყურადღებით შეათვალიერა და უთხრა:

– მოქალაქევ, სათვალე მოიხსენით და თქვენი საბუთები მაჩვენეთ!

ქორი არ დაიბნა, სათვალე მოიხსნა და მილიციელს უთხრა:

– მიცანით, ხომ? მოკლედ, როლში შესვლას არ გაცლიან და მოსვენებას არ მოგცემენ, სანამ ავტოგრაფს არ ჩამოგართმევენ. ავტოგრაფი გსურთ?

მილიციელი ისე დაიბნა, რომ საბუთები აღარ მოუთხოვია, აბულაძემ კი მას გონზე მოსვლა არ აცალა, წვერ-ულვაში მოიძრო და უთხრა:

– საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი ვიაჩესლავ ტიხონოვი. „გაზაფხულის 17 გაელვება“ გინახავთ?

– მაპატიეთ, ამხანაგო შტირლიც! – მილიციელმა მხედრული სალამი მისცა ქორს, გაუღიმა და პატრულირება განაგრძო.

გამარჯობა, მე „ქორი“ ვარ...

სოჭის ვაგზლის თანამშრომელთა ხელფასები – 110 ათასი მანეთი, მძარცველებმა მილიციელთა თვალწინ წაიღეს და მიიმალნენ. თემურ ჯაში ცოფებს ყრიდა და პირველად იმ მორიგე მილიციელს დაეტაკა, რომელსაც ქორი შტირლიცი ეგონა...

– მე მაგას ვუჩვენებ სეირს! – ამბობდა ჯაში, რომელსაც რამდენიმე ადგილას მახე ჰქონდა დაგებული და, სჯეროდა, რომ ერთ-ერთ მათგანში ქორი აუცილებლად გაებმებოდა.

1974 წლის 30 სექტემბერს ქორი და მისი მეგობრები მოსკოვის ¹9 შემნახველი სალაროს ორ თანამშრომელს, ვერნადსკის ჩიხში დაესხნენ თავს და ფულით სავსე ჩანთა წაართვეს. თუმცა, შორს გაქცევა ვერ მოასწრეს – როგორც კი მანქანაში ჩახტნენ, მათ მილიციის ოპერჯგუფმა შემოარტყა ალყა, მეგაფონიდან კი გაისმა:

– ქორო, დაგვნებდი და იარაღი დაყარეთ, თორემ თქვენი ლიკვიდაცია გვაქვს ნაბრძანები!

მცირე პაუზის შემდეგ მეგაფონში უკვე ქართულად გაისმა:

– აბულაძე! მე მაიორი ჯაში ვარ და სისხლს ნუ დამაღვრევინებ. გარწმუნებ, ხაფანგში ხართ – ამ დღისთვის უკვე ერთი წელია, ვემზადები.

ქორი და მისი მეგობრები უიარაღოდ გადმოვიდნენ მანქანებიდან და მილიციას ჩაბარდნენ. თუმცა, ერთი კვირის მერე, სასამართლოდან ტრანსპორტირებისას, ქორი საბადრაგო მანქანიდან გაიქცა და ისე მიიმალა, რომ კვალს ვერავინ მიაგნო. ექვსი თვის შემდეგ, მოსკოვში მცხოვრებ მილიციის მაიორ თემურ ჯაშს წერილი მიუვიდა სახლში, რომელშიც ეწერა: „გამარჯობა, მე ქორი ვარ. ახლა ისე შორს ვარ, საბჭოთა მილიცია ვერ მომწვდება. მშვიდობით“.

მურმან აბულაძე 1999 წელს გარდაიცვალა თურქეთის ქალაქ რიზეში.

скачать dle 11.3