კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მამაკაცმა ყოფილი ცოლი ჯერ გააუპატიურა, შემდეგ კი თავი ქვით გაუხეთქა

  ყოფილი  მეუღლის განზრახ მკვლელობის ბრალდებით, სასამართლომ 41  წლის  ბექა ს-ძეს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.  იმის მიუხედავად, რომ ბრალდების  მხარე ბრალდებულისთვის სასჯელის შემსუბუქებას და მუხლის კვალიფიცირებას მოითხოვდა, სასამართლომ არ გაითვალისწინა ადვოკატის შუამდგომლობა – სასამართლო გამოძიებით დადგინდა, რომ მკვლელობა არა ძლიერი სულიერი აღელვების, არამედ წინასწარი განზრახვით იყო ჩადენილი, რისთვისაც წარსულში ორჯერ ნასამართლევი მამაკაცი  პატიმრობაში კიდევ ერთხელ მოხვდა.

რა გახდა სასტიკი მკვლელობის მიზეზი, რომელიც ორი მცირეწლოვანი შვილის დედის გარდაცვალებით დასრულდა? როგორც გამოძიებით გახდა ცნობილი, 33 წლის ნანა ქ-შვილი ყოფილი ქმრის ეჭვიანობის მსხვერპლი გახდა.  მკვლელობა  ჩადენილი იყო თავის არეში  მიყენებული დაზიანებით, რაც სავარაუდოდ, ბლაგვ საგანს უნდა გამოეწვია. გამოძიების ვერსიით, მოგვიანებით, კი სამედიცინო ექსპერტიზით დადგინდა, რომ ქალს თავის არე  ქვით ჰქონდა  დაზიანებული. ექსპერტიზით ცნობილი გახდა ისისც, რომ  ახალგაზრდა ქალი  მკვლელობამდე სექსუალური ძალადობის მსხვერპლიც იყო. ამაზე მიუთითებდა გარეგნული ნიშნები და ასევე, დაზიანებები, რომელიც მას გარდაცვალებამდე მიაყენეს. 

 ახალგაზრდა ქალის ცხედარი დასახლებული პუნქტიდან მოშორებით, ტყის მასივის სიახლოვეს, ახალგაზრდა მამაკაცმა აღმოაჩინა, რომელიც  შემთხვევის ადგილისკენ გაქცეულ ძაღლს გაეკიდა. მოგვიანებით, მანვე აღმოაჩინა გარდაცვლილის ჩანთა და პირადი ნივთები, რომელიც შემთხვევის ადგილის სიახლოვეს იპოვა – პოლიციას მომხდარის შესახებ სწორედ მან შეატყობინა. 

  მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, დაიწყო გამოძიება.   გარდაცვლილი ქალის პირადი ნივთების მეშვეობით, ცნობილი გახდა მისი ვინაობა – ქალს საფულეში აღმოაჩნდა კოსმეტიკური კომპანიის წევრობის დამადასტურებელი მოწმობა, რის მიხედვითაც მისი  პიროვნების დადგენა მოხდა. მოწმის ჩვენების მიხედვით, რომელმაც გარდაცვლილი ქალი აღმოაჩინა,  მან  ქალის ნივთებს შემთხვევის ადგილიდან 200 მეტრის დაშორებით მიაგნო. ამონაწერი ახალგაზრდა მამაკაცის  ჩვენებიდან: „ჩემი საცხოვრებელი ბინა იმ ტყის მასივთან ახლოსაა. ძალიან ხშირად იმ ტერიტორიაზე ძაღლებს ვასეირნებ, ვწვრთნი. იმ დღეს ძაღლი გამექცა და გავეკიდე.  გაქცევის დროს, რაღაცას წამოვკარი ფეხი, ქალის ჩანთა იყო. ავიღე, მაგრამ არ გამიხსნია, ისე გავაგრძელე გზა. ძაღლი შეჩერდა და უცნაური ყეფა დაიწყო. ახლოს რომ მივედი, დავინახე, ძირს ეგდო ქალის გვამი, რომელსაც ტანსაცმელი ჰქონდა შემოხეული. იქაურობა ცოტა ხნით დავტოვე, გზაზე გამოვედი, მანქანა გავაჩერე და ჩემთვის უცნობ მამაკაცს პოლიციაში დარეკვა ვთხოვე. შემთხვევის ადგილი პოლიციის მოსვლამდე არც ერთს არ მიგვიტოვებია.”  

გამოძიების მასალებით ცნობილი გახდა, რომ გარდაცვლილი ქალი ორი შვილის დედა იყო და მუსიკის მასწავლებლად მუშაობდა. გამოძიებამ დაკითხა მისი ოჯახის წევრები – დედა, და. დაიკითხნენ გარდაცვლილის ახლო მეგობრებიც, რომელთაგანაც გამოძიებისთვის  ცნობილი გახდა, რომ ქალს მოკვლით ემუქრებოდა ყოფილი მეუღლე. ნანა ქ-შვილი მას ორი წლის წინ გაშორდა, მამაკაცმა ქალს ვერ აპატია, რომ მან ციხეში ყოფნის პერიოდში მიატოვა.  ნანა ქ-შვილის მეგობრის განცხადებით, ბექა ს-ძემ მას არაერთხელ უთხრა, რომ თუ საჭირო გახდებოდა, კერძო დეტექტივსაც დაიქირავებდა და არ აპატიებდა, თუ ქალს მეგობარი მამაკაცი ჰყავდა. „ხან სად ჩაუსაფრდებოდა და დახვდებოდა, ხან – სად. ნანას მისი ძალიან ეშინოდა. ბოლოს მუსიკალური სკოლის მძღოლზე დაიწყო ეჭვიანობა, სახლში რატომ მიჰყავხარო. ძლივს დაუმტკიცა ნანამ, რომ მასთან საერთო, სამსახურის გარდა, არაფერი ჰქონდა.” 

სამართალდამცველებმა  ბექა ს-ძე რამდენჯერმე დაკითხეს. ის აცხადებდა, რომ ყოფილ ცოლთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. მუქარის შემცველ მესიჯებზე, რაც გამოძიებამ  შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილი ტელეფონის გაშიფვრის შემდეგ ამოიღო, ბექა ს-ძე აცხადებდა, რომ ეს მხოლოდ მუქარა იყო. მას ყოფილი ცოლი, გაშორების მიუხედავად, ისევ უყვარდა და მას არაფერს დაუშავებდა. მოპოვებული მტკიცებულებების შემდეგ, მათ შორის აღმოჩნდა მამაკაცის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი მეგობართან, სადაც ის დანაშაულს აღიარებდა და მისი დაკავების შემთხვევაში, შვილების პატრონობას სთხოვდა,  სამართალდამცველებმა ბექა ს-ძე დააკავეს. მან ჩადენილი დანაშაული აღიარა და მისი „მონანიებაც” სცადა. როგორც დაკავებულის ჩვენებითა და გამოძიების მასალებით გახდა ცნობილი,  ბექა ს-ძემ ნანა ქ-შვილი მოტყუებით, რომ მასთან სასაუბრო ჰქონდა, ქალაქიდან გაიყვანა.  შემთხვევის ადგილზე, ქალმა კატეგრიულად მოსთხოვა, რომ სახლში დაებრუნებინა – ტყის მასივის დასაწყისში,  დასახლებული ტერიტორიიდან მოშორებით, მამაკაცი ყოფილი ცოლის გაუპატიურებას  შეეცადა, რასაც  ნანა ქ-შვილის წინააღმდეგობა მოჰყვა. ბექა ს-ძემ ქალს ტანსაცმელი შემოახია, ფიზიკური შეუარცხყოფა მიაყენა, სცემა  და ძალის გამოყენებით, მასთან სექსუალური კავშირი  მაინც დაამყარა. ბრალდებულის ჩვენების მიხედვით, როდესაც ქალმა უთხრა, რომ ეზიზღებოდა და მას საყვარელი მამაკაცი ჰყავდა, რომელთანაც დაქორწინებას აპირებდა, ბექა ს-ძემ ქალს თავი ქვით გაუხეთქა. მან ყოფილ მეუღლეს დიდი ზომის ქვა (რომელიც გამოძიებამ შემთხვევის ადგილიდან ამოიღო) სამჯერ დაარტყა თავში. როცა მიხვდა, რომ ქალს სასიკვდილო დაზიანება მიაყენა, გაიტაცა  მისი ჩანთა, რომელიც მოშორებით მოისროლა და იქაურობა მიატოვა.  ახალგაზრდა ქალის ცხედარი  დანაშაულის ჩადენიდან ხუთი საათის შემდეგ აღმოაჩინეს.  

скачать dle 11.3