კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (54)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

რატომ შეწყვიტა ვენეციაში გვანცა გიორგობიანის დანახვისას მღვდელმა ჯვრისწერის ცერემონია და სად აღმოჩნდა მსახიობი შიშველი ხალხის გარემოცვაში

სიყვარული ცვლის ნებისმიერ ადამიანს და გამონაკლისი არც ელისო ყოფილა „ჩემი ცოლის დაქალებიდან“. მის ცხოვრებაშიც გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც წინა, წარუმატებელი გრძნობა დაავიწყა, მისი გულის მოგება შეძლო და მისი მეორე ნახევარიც გახდა. ელისოს როლის შემსრულებლის, მსახიობ გვანცა გიორგობიანის ცხოვრებაშიც ყოფილა გრძნობა, რომელიც ცხოვრებას ალამაზებს, მაგრამ გარკვეულ მიზეზთა გამო, ეს ურთიერთობა ქორწინებით არ დასრულდა. რეალურ ცხოვრებაში გვანცა ახლა ელის ჭეშმარიტ სიყვარულს და დარწმუნებულია, რომ იპოვის კიდევაც. 

გვანცა გიორგობიანი: სიყვარული ადამიანს აკეთილშობილებს, სულიერადაც და ფიზიკურად. როცა შეყვარებული ხარ, ასი პროცენტით იცვლები – თვალები გიბრწყინავს, სიცოცხლე გიხარია, მცირედიც გაბედნიერებს და ცხოვრება გაცილებით ლამაზი გეჩვენება. გინდა, საყვარელი ადამიანები სიურპრიზებით გაახარო. ბედნიერება ფულს არ მოაქვს, ეს მხოლოდ სიყვარულს შეუძლია. როცა გიყვარს, უყვარხარ და ყველაფერს მისცემ მისი სიყვარულისთვის, ეს არის ჭეშმარიტი ბედნიერება. ამქვეყნად სიყვარულზე მაგარი არაფერია. როგორც ნებისმიერ ადამიანს, ჩემს პერსონაჟსაც ცვლის ეს გრძნობა. მიხარია, თუ ეს მაყურებელმა შეამჩნია. შეყვარებული მეც ვიყავი და მხოლოდ დადებით ემოციებს ვასხივებდი. ამ დროს ყველაფერი ლამაზად მეჩვენებოდა და მეგონა, რომ მთელი სამყარო ჩემი იყო. მაგრამ ეს ურთიერთობა დამთავრდა. ახლოს რომ გავიცანი, მივხვდი, ისეთი არ იყო, როგორიც მეგონა. შეიძლება, მეც ცოტა პრეტენზიული ვარ, თუმცა წარსულს არასდროს მივტირი. დარწმუნებული ვარ, ჩემს ცხოვრებაში მოვა ჭეშმარიტი სიყვარული და მე მას ველოდები. ქალისთვის ყველაზე დიდი კარიერა ოჯახი, საყვარელი მეუღლე და ჯანმრთელი შვილებია. თუ ეს არ გაქვს, ვფიქრობ, ბედნიერი ვერ იქნები. მიხარია, რომ ამ სერიალში მოვხვდი. მას ყველა ასაკის ადამიანი უყურებს და მათგან უდიდეს სიყვარულს ვგრძნობ. მაჩერებენ, მეუბნებიან, რომ მგულშემატკივრობენ, ვუყვარვარ და წარმატებებს მისურვებენ. ეს უდიდეს ბედნიერებას მანიჭებს. კურიოზებიც ხშირად ხდება. მე პარალელურად ვმუშაობ აეროპორტში. საავიაციო უშიშროების თანამშრომელი ვარ და პატრულის ფორმა მაცვია. სერიოზული სამსახურია და თავიც სერიოზულად მიჭირავს. ვინც ამის შესახებ არ იცის, ვერ უშვებენ, რომ საქართველოში, მსახიობი ქალი შესაძლოა, მუშაობდეს აეროპორტში, პოლიციის ფორმაში გამოწყობილი. ბევრი მოსულა და ღიმილით უთქვამს, რომ ძალიან ვგავარ მსახიობ გვანცა გიორგობიანს. სიცილი ამივარდება ხოლმე და ვეუბნები: არა, მე არ ვგავარ გვანცა გიორგობიანს, მე ვარ გვანცა გიორგობიანი-მეთქი. უკვე შვიდი წელიწადია, ეს ჩემი სამსახურია. სამწუხაროდ, საქართველოში არ არის დიდი ანაზღაურება, მით უმეტეს ჩვენს სფეროში და იძულებულები ვართ, პარალელურად, სხვა საქმეც ვაკეთოთ.

– გარდა იმისა, რომ აეროპორტში მუშაობ, როგორც ვიცი, ძალიან გიყვარს მოგზაურობა. რომელ ქვეყანას გაიხსენებდი, სადაც განსაკუთრებულად კარგი დრო გაგიტარებია?

– ჩემი ძალიან ბევრი მეგობარი, ჩემდა სამწუხაროდ, საქართველოდან წავიდა. ეს ჩემი დიდი ტკივილია. ისინი იქ დარჩნენ. ზოგი ესპანეთში ცხოვრობს, ზოგი ბელგიასა და საფრანგეთში. ოჯახებიც იქ შექმნეს და ამიტომ ესპანელი ნათლულიც მყავს და ფრანგიც. მიხარია, რომ ისინი მართმადიდებლები არიან. ხშირად ვესტუმრები ხოლმე მათ. გარდა ამისა, ჩემი ჰობია და ჰობიზე მეტიც მოგზაურობა. უცხო კულტურისა და ტრადიციების გაცნობა ყველაზე დიდ სიამოვნებას მანიჭებს. სხვა ქვეყანაში ჩასვლისას, უპირველესად, მათ ფოლკლორს ვეცნობი, მუზეუმებს ვათვალიერებ და ყველაზე ცნობილი შედევრები ორიგინალში მაქვს ნანახი. ერთადერთი, ამერიკაში არ ვყოფილვარ და დიდი სურვილი მაქვს, „მეტროპოლიტენის მუზეუმი“ დავათვალიერო. გამორჩეულად იტალია მახსოვს. ის ჩემთვის მეორე სამშობლოა. როცა ვენეციაში აღმოვჩნდი, თავი სხვა პლანეტაზე მეგონა. იქაურები ძალიან ჰგვანან ქართველებს ტემპერამენტით. ყველა მიღიმოდა და კომპლიმენტებს მეუბნებოდა. ზოგი იტალიურ პიცაზე მეპატიჟებდა, ზოგი – ნაყინზე (იცინის). ვენეციაში ქართველ მეგობრებთან ერთად წავედით მართმადიდებლურ ტაძარში. წირვა-ლოცვა ბერძნულად აღევლინებოდა და წყვილი ჯვარს იწერდა. იქ ყოფნით ძალიან ბედნიერი ვიყავი, დავიჩოქე და მეტანიების გაკეთება დავიწყე. მღვდელმა ცერემონია შეწყვიტა და გაოცვებული მიყურებდა (იცინის). გაოგნებული ვიყავი, როცა კუნძულ იბიცაზე მოვხვდი, სადაც, ფაქტობრივად, შიშვლები დადიან. ცოტა არ იყოს შოკი მქონდა, სად მოვხვდი-მეთქი. ყველა კარგ ხასიათზე იყო, ზოგი ნასვამი და ზოგი – მოწეული (იცინის). მოხუცი თუ ახალგაზრდა ყველა ტიტლიკანა დარბოდა. იმდენად გაოგნებული ვიყავი, რა გამეკეთებინა აღარ ვიცოდი და ფოტოების გადაღება დავიწყე. 

– სახიფათო მდგომარეობაში არასდროს აღმოჩენილხარ?

– ქაიროში მოგზაურობისას კვადროციკლით გასეირნება გადავწყვიტე და ტური ავიღე. დიდი ხნის მძღოლი ვარ და საჭე და ექსტრემი ძალიან მიყვარს. კვადროციკლს მოვახტი და შევუბერე. წავედი და წავედი, ისე შორს, რომ ხელმძღვანელი ძლივს დამეწია და მითხრა: აქ ტერიტორია დანაღმულია, იარაღით ვაჭრობა მიდის და ნებისმიერ დროს შეიძლება, საფრთხის ქვეშ აღმოჩნდე, ამიტომ, გვერდიდან არ მომცილდეო. 

– სერიალს დავუბრუნდეთ. ელისომ თავის მეორე ნახევარი იპოვა. შენ როგორი ადამიანი წარმოგიდგენია გვერდით?

– დიდი სურვილი მაქვს, რომ იყოს ქართველი. პატრიოტი ვარ და მინდა, ქართველები გავამრავლო. ქართული ოჯახი უნდა შევქმნდა, სხვა ტომის ადამიანს არავითარ შემთხვევაში არ დავუკავშირებ ბედს. ჩემი მეუღლე აუცილებლად მართლმადიდებელი, იუმორით სავსე და კეთილი უნდა იყოს. ჩემსავით შრომისმოყვარე, სულით მებრძოლი და პატრიოტი. კარგი იქნება, თუ რომანტიკული იქნება. ძალიან მიყვარს რომანტიკული მამაკაცები, რომლებიც საყვარელ ქალბატონებს, თუნდაც სიმბოლური საჩუქრებით ანებივრენენ. მარტო საჩუქრებიც არაა მთავარი. მთავარია, ქალს ყოველთვის აგრძნობინო, რომ ის ერთადერთია. ძალიან მიყვარს პოეზია, ლიტერატურა და თუ ჩემს მეუღლესაც ეყვარება, ძალიან გამიხარდება. ველოდები ჩემს სიყვარულს და დარწმუნებული ვარ, მოვა. 

– ალბათ, ბევრი ცდილობს შენს მოხიბვლას და რატომ არ უშვებ მათ ახლოს?

– ვგრძნობ ხოლმე, ადამიანი არის თუ არა ჩემიანი. თუ ასეა, ვუშვებ ახლოს, თუ არა – თავს შორს ვიჭერ. თაყვანისმცემელი ბევრია, მით უმეტეს ახლა, როცა ეკრანზე ვჩანვარ. უკვე 1 200 ადამიანმა დამიმეგობრა. მთხოვენ ტელეფონის ნომერს, შეხვედრას, დალაპარაკებას, გაცნობას. თაყვანისმცემელი მამაკაცები მთხოვენ, რომ შანსი მივცე, მაგრამ ჯერჯერობით ვფიქრობ და ვარჩევ (იცინის). ვიცი, რომ ნამდვილი სიყვარული გამოჩნდება. მერე რა, რომ 37 წლის ვარ. გვიანი არასდროსაა. 

– ოჯახის წევრები არ გსაყვედურობენ და არ გეუბნებიან, რომ უკვე დროა?

– ოჯახის წევრები მეუბნებიან: გვანცა, ყველაფერს თავის დრო აქვს, შენ უკვე გადააჭარბე და უნდა გადაწყვიტოო. აუცილებელია ქალს ჰყავდეს ოჯახი და შვილები. ჩემი ოჯახი დიდ პატივს სცემს ქართულ ტრადიციებს, რელიგიას. მყავს მამაო და ვცდილობ, ყოველ შაბათ-კვირას ეკლესიაში ვიარო, მიუხედავად იმისა, რომ საოცრად დატვრთული ვარ. ვმუშაობ აეროპორტში, ვთამაშობ სერიალში, ტელეკომპანია „იბერიაში“ ვახმოვანებ სერიალებს, მიმყავს საღამოები, კონცერტები და დეფილეები.

– სერიალში ძალიან სადა ქორწილი გქონდა. რეალურ ცხოვრებაში როგორ ქორწილზე ოცნებობ?

– რეალურად, მე პომპეზურ ქორწილზე ვოცნებობ. მე და ალბათ, ყველა ქალს უნდა, ეს ერთი დღე ულამაზესი იყოს. მინდა, ჯვრისწერის დღეს თეთრი კაბა მეცვას. შეიძლება, ძალიან პომპეზური კი არა, პირიქით, ძალიან სადა იყოს, მაგრამ თეთრი ფერი მთავარია. მინდა, ეს დღე არა ჩუმად, არამედ საყვარელი ადამიანების გარემოცვაში აღვნიშნო – ისე, როგორც ქართველებს გვჩვევია. იმედია, ყველაფერი კარგად იქნება. ყველაფერი ღვთის ნებაა. მინდა, ჩემს ერს გაძლიერება ვუსურვო. თუ ვილოცებთ, ღვთისკენ მოვტრიალდებით და ჩვენს საქმეს გავაკეთებთ, ხვალინდელი დღე უკეთესი იქნება. მაყურებელმა უკვე იცის, რომ მე დევნილი ვარ და ეს ჩემთვის მოუშუშებელი ტკივილია. ჩემი ოცნებაა, რომ საქართველომ დაკარგული ტერიტორიები დაიბრუნოს და მალე ერთიან, ძლიერ საქართველოში ვიცხოვროთ. გარდა ამისა, მინდა ყველა გასათხოვარ ქალს ვუსურვო, იპოვოს სიყვარული და შექმნას ლამაზი, ქართული ოჯახი.

скачать dle 11.3